რას წარმოადგენს კვანძოვანი პერიარტერიიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რას წარმოადგენს კვანძოვანი პერიარტერიიტი

რას წარმოადგენს კვანძოვანი პერიარტერიიტი

კვანძოვანი პერიარტერიიტი წვრილი და საშუალო არტერიების სისტემური დაავადებაა. მისი სახელწოდება შემოიღეს გერმანელმა ექიმებმა ა. კუსმაულმა და რ. მაიერმა, რომლებმაც 1866 წელს დეტალურად აღწერეს დაავადების კლი-ნიკურ-მორფოლოგიური სურათი. ავტორებმა სიტყვა "კვანძოვანი" იმიტომ გა-მოიყენეს, რომ დაზიანებული არტერიები ამ დაავადების დროს მრავალი წვრი-ლი კვანძით არის მოთესილი. კვანძოვანი პერიარტერიიტი კოლაგენურ დაავა-დებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის უპირატესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ.

კვანძოვანი პერიარტერიიტის აღმოცენებას უმთავრესად უკავშირებენ ორგანიზმის ჰიპერალერგიულ რეა-ქციას სხვადასხვა ფაქტორზე - ინფექციაზე, მედიკამენტებზე (განსაკუთრებით - სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებზე), ვაქცინებზე, შრატებზე... დაავადების პათოგენეზში განიხილება ქრონიკული ვირუსუ-ლი ინფექციის მნიშვნელობაც (საყურადღებოა,

რომ კვანძოვანი პერიარტერიიტით დაავადებულ პაციენ-ტთა ორგანიზმში ვლინდება ვირუსული ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი ავსტრალიური ანტიგენი. არ-სებობს აგრეთვე მონაცემები, რომლებიც ადასტურებს  მოცირკულირე კომპლექსების როლს - ვირუსული ანტიგენი და მისი ანტისხეულები დაზიანებული სისხლძარღვის კედელში).

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს არტერიის კედლის კეროვანი ანთება ფიბრინოიდული ნეკროზით იწყება. შემდეგ სისხლძარღვის გარშემო წარმოიქმნება ანთებითი ინფილტრატი. პათოლოგიური

პროცესი ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირებითა და სისხლძარღვის კედლის განლევით სრულდება. ყოველივე ეს დასაბამს აძლევს ანევრიზმას, სისხლძარღვის კედლის გამობერვას. გამობერილ-გამოდრეკილი კედელი ხშირად სკდება და ქსოვილებში სისხლჩაქცევა ჩნდება, სისხლძარღვშიგა თრომბოზები კი ქსოვილების ინფარქტს იწვევს.

დაავადების მიმდინარეობა და თავისებურებანი
კვანძოვანი პერიარტერიიტი იწყება ან მწვავედ, ან ნელ-ნელა. არცთუ იშვიათად ქრონიკულ ტალღისებურ მიმდინარეობას იძენს, თან სდევს ცხელება, განლევა და დაუძლურება, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკი-ვილი სახსრებში, კუნთებში, მუცლის არეში, ზოგჯერ - გამონაყარი კანზე. დაავადებას ახასიათებს რამდე-ნიმე სინდრომის შერწყმა, რაც სხვადასხვა ორგანოში არტერიათა გაბნეული და მრავლობითი დაზიანე-ბით არის განპირობებული. თუ პათოლოგიურ პროცესში გულის სისხლძარღვებიც იქნა ჩათრეული, თავს იჩენს სტენოკარდიის სიმპტომები და შესაძლოა, განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ფილტვებისა და ბრონქების სისხლძარღვთა დაზიანებას ბრონქიტის, ბრონქული ასთმის შეტევათა განვი-თარება მოჰყვება, თირკმელების დაზიანებისას ყალიბდება ჰიპერტონია, თვალის ფსკერის ცვლილებები, შარდში ჩნდება ცილები და სისხლი, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისას კი მრავლობითი არასიმეტრიული ნევრიტი. პათოლოგიურ პროცესში მუცლის ფარის სისხლძარღვთა ჩართვის შემთხვე-ვაში აღმოცენდება პერიტონიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს გულის დაზიანება პაციენტთა 70%-ს აღენიშნება. ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულის მკვებავი კორონარული არტერიების პათოლოგიურ პროცესში ჩართვა და დაზიანებაა. საზოგადოდ, დაავადების კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ორგანოს სისხლძარღვებს მოიცავს პათოლოგიური პროცესი უპირატესად. ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სინდრომები:

  • რენალურ-პოლინევრიტული (უპირატესად თირკმელებისა და ნერვების მრავლობითი დაზიანებით);
  • რენულ-აბდომინალურ-კარდიული (თირკმელების, მუცლისა და გულის სისხლძარღვების დაზიანებით);
  • პულმოკარდიორენალური (ფილტვების, გულისა და თირკმელების დაზიანებით);
  • პულმოპოლინევრიტული (ფილტვებისა და ნერვების დაზიანებით).

რაც შეეხება ლაბორატორიულ მონაცემებს, სპეციფიკური მახასიათებლები დაავადებას არ გააჩნია. შესა-ძლოა, გამოვლინდეს ლეიკოციტოზი ნეიტროფილური გადახრით, ზოგჯერ - მაღალი ეოზინოფილია, მძიმე მიმდინარეობისას - ზომიერი ანემია და თრომბოციტოპენია. ერითროციტების დალექვის სიჩქარე ამ დროს, ჩვეულებრივ, მომატებულია. აღინიშნება მყარი ჰიპერგამაგლობულინემია (სისხლში გლობუ-ლინების დონის მომატება) და არცთუ იშვიათად - ჰიპერპროტეინემია (პროტეინების დონის მომატება).

წვივის კუნთებისა და მუცლის ფარის ბიოფსიისას ვლინდება კვანძოვანი პერიარტერიიტისთვის დამა-ხასიათებელი სისხლძარღვთა დაზიანება. კვანძოვანი პერიარტერიიტის ადრეულ სტადიაში დიაგნოს-ტიკისა და მკურნალობის (კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკური პრეპარატებით) დროული დაწ-ყების შემთხვევაში ზოგჯერ შესაძლებელი ხდება დაავადების პროგრესირების შეფერხება და რემისიის მიღწევა. დაავადების ადრეულ სტადიებში შედარებით ეფექტურია გლუკოკორტიკოიდები. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე პრედნიზოლონის დოზებს ამცირებენ, ვინაიდან მისი ხანგრძლივი გამოყენება გართულებებს აძლევს დასაბამს.

კვანძოვანი პერიარტერიიტის მწვავე მიმდინარეობისას ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების პარადოქსული მოქმედებაც კი ვლინდება (მრავლობითი ინფარქტის კერების ჩამოყალიბებით). დაავადების მიმდინარე-ობისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატებიც. ქრო-ნიკული პათოლოგიური პროცესის დროს, რომელსაც თან სდევს აშკარა კუნთოვანი ატროფია და ნევრი-ტები, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, რა თქმა უნდა, ორგანული პათოლოგიების გათვა-ლისწინებითა და სათანადო დოზირებით. უნიშნავენ აგრეთვე მასაჟს, ჰიდროთერაპიას.

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად