რატომ გვიჭირს სიარული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიჭირს სიარული

ქვედა კიდურების სისხლძარღვთა პათოლოგიები, ძვალსახსროვანი, ნერვული, ენდოკრინული სისტემების დაავადებები, ანემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა - ასეთია სიარულის გაძნელების მიზეზთა ზოგადი ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს,რომ სიარულის გაძნელება სრულიად სხვადასხვაგვარმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს.

გვესაუბრება თბილისის სამედიცინო აკადემიისა და I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა გადაუდებელი მიკროქირურგიის პროფესორი თეიმურაზ კოპაძე.

  • ბატონო თეიმურაზ, სიარულის გაძნელებას პაციენტები უწინარესად სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირებენ. რამდენად საფუძვლიანია ეს შეხედულება?

- ეს შეხედულება საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოში აორტისა და მაგისტრალური არტერიების პათოლოგიებით დაავადებულია 300 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ვენური პათოლოგიის სხვადასხვა ფორმა ყოველ მეხუთე კაცს აქვს. ამ დაავადების შედეგად ქვეითდება შრომის უნარი და იზღუდება მოძრაობა, სიარული.

  • კერძოდ რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სიარულის გაძნელება?

- სიარულის გაძნელება მოსალოდნელია ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის, დიაბეტური ნეიროანგიოპათიის, მწვავე თრომბოფლებიტის, პოსტთრომბოფლებიტური სინდრომის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.

  • რა იწვევს ქვემო კიდურების მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს, როგორ ვლინდება ის, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?

- ათეროსკლეროზი საუკუნის დაავადებაა. მას სისხლძარღვოვან დაავადებათა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

ათეროსკლეროზული პროცესი სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვებს აზიანებს. გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების დაზიანებისას ვითარდება გულის იშემიური დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების უპირატესი დაზიანება ინსულტს იწვევს, თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზი - არტერიულ ჰიპერტენზიას, ხოლო ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს მოჰყვება ტროფიკული (კვების) დარღვევები და საბოლოოდ შესაძლოა განგრენაც კი ჩამოყალიბდეს.

ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, ზოგადი ათეროსკლეროზის მსგავსად, ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მკვეთრი მატების, თამბაქოს წევის, სტრესის შედეგად. ხშირია ამ ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებაც. ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი სხვადასხვა სტადიაში კლინიკურად სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სიცივისადმი მომეტებულ მგრძნობელობას, დაღლილობას, ხანგრძლივი სიარულისას წვივის კუნთების ტკივილს, კრუნჩხვებს, პარესთეზიებს. ხანგრძლივი უმოძრაობისას ჩივილები ძლიერდება. მოგვიანებით, ხანგამოშვებითი კოჭლობის სტადიაში, წვივის კუნთების ტკივილი უფრო და უფრო მცირე მანძილის გავლის შემდეგ აღმოცენდება. რაც უფრო მოკლეა მანძილი და რაც უფრო მეტი ხანია საჭირო დასვე-ნებისთვის, მით უფრო მეტად არის დარღვეული არტერიული სისხლის მიმოქცევა. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ტკივილი მოსვენების დროსაც ვლინდება. თავდაპირველად ის მხოლოდ ღამღამობით იჩენს თავს, მერე და მერე კი ავადმყოფს მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ ასვენებს. საყურადღებოა, რომ რაც უფრო მეტად არის გამოხატული პათოლოგია წვრილ სისხლძარღვებში, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადების კლინიკური სურათი, უფრო სწრაფად იწყება კიდურის სისხლით მომარაგების უკმარისობა და ვითარდება ტროფიკული დარღვევები.

  • რა თავისებურებები ახასიათებს ქვემო კიდურების სისხლძარღვთა დაზიანებას შაქრიანი დიაბეტის დროს?

- უნდა ითქვას, რომ დიაბეტიან პაციენტებში, რომელთაც უმთავრესად პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება აღენიშნებათ, ათეროსკლეროზული პროცესი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს დიაბეტური ტერფი, რომელიც, თავის მხრივ, სიარულის გაძნელების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, და განვითარდეს ანგიოპათია და ნეიროპათია


(სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება), რომლებიც ტერფის მგრძნობელობის დაქვეითებას იწვევს. პაციენტი ვერ გრძნობს ტერფის ტრავმას (ძლიერსაც კი!), ფეხსაცმლის მოჭერას, რაც, თავის მხრივ, აუარესებს ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევას, მათ სისხლმომარაგებას. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს რბილი ქსოვილების ჩირქოვანი პროცესი. გაჩნდეს ნეკროზული უბნები, ანთებით პრო-ცესში ხშირად ერთვება ძვლოვანი სტრუქტურები. სამწუხაროდ, იშვიათი არ არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერი კიდურის ამპუტაციით სრულდება.

  • რა ახასიათებს ქრონიკულ ვენურ უკმარისობას, როდის აღმოცენდება ის?

- ქრონიკული ვენური უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და ანგიოლოგიის ერთ-ერთი ურთულესი სფეროა. მისთვის დამახასიათებელია შეგუბება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვემო კიდურების ვენურ სისტემაში. ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარებას ორი უმთავრესი მიზეზი განაპირობებს: ვენების ვარიკოზული გაგანიერება და პოსტთრომბოფლებიტური დაავადება. ეს უკანასკნელი ქვემო კიდურების მწვავე ვენური თრომბოზის შედეგად ვითარდება. ის შრომისუნარიანი მოსახლეობის 30-35%-ს აღენიშნება. ქრონიკულ ვენურ უკმარისობას ახასიათებს სიარულის გაძნელება ქვემო კიდურების შეშუპების გამო.

ქრონიკული ვენური უკმარისობისას პირველი ჩივილებია სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, დაღლილობა დღის მეორე ნახევარში. ამას მოსდევს ქვემო კიდურების შეშუპება, ცელულიტი (კანის გასქელება და გამუქება), ეგზემა და ბოლოს - ტროფიკული წყლული. მისი მთავარი მიზეზია მაღალი ვენური წნევა ქვემო კიდურებში და ვენური უკმარისობის ერთ-ერთ მძიმე გართულებას წარმოადგენს.

  • კვლევის რომელი მეთოდები გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოსტიკისთვის, როგორია მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები?

- ამჟამად ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ვენური სისტემის დოპლეროგრაფია და დუპლექსსკანირება. მკურნალობა და პროფილაქტიკა შეიძლება იყოს მედიკამენტური, კომპრესიული, სკლეროთერაპიული, ქირურგიული. ზოგ შემთხვევაში მათ კომბინირებულად იყენებენ. მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების მართებული წესია. სწორედ ის წარმოადგენს დაავადების პროფილაქტიკის საფუძველს.

პაციენტი უნდა ერიდოს ჯდომას ჩამოშვებული კიდურებით, დიდხანს დგომას, ატაროს 5-7 სანტიმეტრი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქრონიკული ვენური უკმარისობის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია ბრტყელტერფიანობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის დიაგნოსტიკას. საჭიროა სპეციალური სუპინატორის ტარება, ორთოპედის კონსულტაცია.

  • როგორია ვენების ვარიკოზული გაგანიერების კლინიკური გამოვლინება, რამდენად ხშირია ეს დაავადება, რა უწყობს ხელს მის აღმოცენებას?

- ვენების ვარიკოზული გაგანიერება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის ქალთა 50-55%-სა და მამაკაცთა 40-50%-ს აღენიშნება. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისთვის დამახასიათებელია კანქვეშა ვენების სანათურის თანდათანობითი გაგანიერება, რის შედეგადაც ვითარდება სარქვლების უკმარისობა და ვენური სისხლი ქვემო კიდურებში გროვდება. დაავადების გამომწვევი მიზეზებია გენეტიკური მიდრეკილება (მემკვიდრეობა), კონსტიტუცია (ჭარბი წონა, სიმაღლე), ცხოვრების წესი (პროფესიიდან გამომდინარე, დიდხანს დგომა).

კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების კლინიკისთვის დამახასიათებელია ქვემო კიდურებში სიმძიმის, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების ღამის კრუნჩხვები, ტერფისა და წვივის შეშუპება, რაც უპირატესად დღის ბოლოს არის გამოხატული. ვითარდება კანის ადგილობრივი ცვლილებებიც - პიგმენტაცია (ფერის შეცვლა), ინდურაცია (გამკვრივება), ვენური ეგზემა, ლიპოდერმატოსკლეროზი. ხშირია შეუხორცებელი წყლული.

  • შეიძლება თუ არა, ეს მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ?

- ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარების პრევენციას (თავიდან აცილებას) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი საფუძველია ცხოვრების მართებული წესი, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, სხეულის წონის რეგულირება, მძიმე საგნების აწევის შეზღუდვა, სიარული, მხოლოდ - კიდურების დაღლამდე, ცურვა.

  • მკურნალობის რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწინააღმდეგოდ?

- აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა, ელასტიკური ბანდის ტარება. რეკომენდებულია ვენოპროტექტორების მიღება. მკურნალობის რადიკალური მეთოდი კი ოპერაციაა.