ინტერვენციული თერაპია - მაქსიმალური ეფექტი მინიმალური ჩარევით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტერვენციული თერაპია - მაქსიმალური ეფექტი მინიმალური ჩარევით

- მოგეხსენებათ, დღეს მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადამიანის ორგანიზმში მინიმალური ჩარევით მაქსიმალური შედეგის მიღებაა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად სწრაფად მოხდება პაციენტის რეაბილიტაცია, რამდენად სწრაფად მივიღებთ სასურველ შედეგს. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ინტერვენციული თერაპია, კარდიოვასკულარული და ენდოვასკულარული ქირურგია, რომელიც დიდი წარმატებით გამოიყენება გულის, თავის ტვინისა და სხვა სისხლძარღვების რეკონსტრუქციის დროს. კათეტერული ტექნიკით ანუ, როგორც ახლა ამბობენ, უსისხლო ოპერაციებით მთელი ორგანიზმის რეკონსტრუქციაა შესაძლებელი. ინტერვენციული თერაპიის დროს, ორგანიზმს ნაკლები ზიანი რომ მიადგეს და ოპერაცია ნაკლებტრავმული იყოს, უმთავრესად სპეციალურ სტენტებსა და, უხეშად რომ ვთქვათ, ბალონურ ტექნოლოგიებს იყენებენ. მათი მეშვეობით ხდება შევიწროებული სისხლძარღვების გახსნა და გაფართოება. წარმოიდგინეთ, მწვავე სტენოკარდიის დროს, როდესაც გულის მკვებავი რომელიმე სისხლძარღვი თითქმის დახშულია და ინფარქტის განვითარების რისკი - ძალიან დიდი, ამ სტენტებით წუთებში აფართოებენ სისხლძარღვს და პრობლემა პრაქტიკულად გვარდება, ტკივილი და ამით გამოწვეული შოკი იხსნება, ინფარქტი აღარ ყალიბდება, გულის კუნთის ის ნაწილი, რომელსაც დახშული სისხლძარღვი კვებავდა, აღარ კვდება. ქვედა კიდურების ვენათა შევიწროების დროს, როდესაც ავადმყოფს აუტანელი ტკივილი აწუხებს და გადაადგილებას თითქმის ვეღარ ახერხებს, სტენტების ტექნოლოგიის წყალობით უკვე აღარ არის საჭირო ტრავმული ოპერაციების ჩატარება, რომლებიც საკმაოდ დიდ ნაწიბურებს ტოვებს. აღარ არის საჭირო ნარკოზი და პაციენტიც შეიძლება ოპერაციის დღესვე გაეწეროს კლინიკიდან. გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმში არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც ქირურგიისთვის - ღია ჩარევებს ვგულისხმობ - თითქმის მიუწვდომელია. თუ ტექნიკურად მაინც მოხერხდა ასეთ ადგილებში ოპერაციული ჩარევა, ის, როგორც წესი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდ ტრავმებთანაც არის დაკავშირებული. ახალი ტექნოლოგიებით კი სისხლძარღვების გავლით მსგავს ადგილებთან მიდგომა გაცილებით იოლია, ტრავმაც ნაკლებია და ოპერაციის ხანგრძლივობაც - ნაკლები. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში როგორ აკეთებდნენ დიდი ქირურგები თირკმლის არტერიის რეკონსტრუქციას ავთვისებიანი ჰიპერტონიის დროს. ოპერაცია 12-14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავიდა ხანი და ჩვენ, ქართველ ექიმებს, რომლებიც მსგავს ოპერაციებს ვასრულებთ, ყოველგვარი ნარკოზის გარეშე თირკმლის არტერიის სტენტირებისათვის სულ რაღაც ხუთი წუთი გვჭირდება. იქვე, საოპერაციო მაგიდაზე, დაბლა იწევს არტერიული წნევა და პაციენტი იკურნება. გარდა სტენტების საშუალებით სისხლძარღვების გახსნისა, უკვე შესაძლებელია სპეციალური ემბოლების მეშვეობით სისხლძარღვთა დახშობის ოპერაციების ჩატარებაც. ამ ტექნიკას სიმსივნეების დროს იყენებენ. კერძოდ, შედიან იმ სისხლძარღვში, რომელიც სიმსივნეს კვებავს და ემბოლით ახშობენ მას. სიმსივნე ვეღარ იკვებება და კვდება. მსგავსი ოპერაცია თითქმის ყველა სახის სიმსივნეზე კეთდება. საქართველოში უკვე ამ ტიპის ოპერაციებიც ჩატარებულა და, სხვათა შორის, წარმატებითაც. შედეგიანია ოპერაციები სისხლძარღვოვანი მალფორმაციების შემთხვევაშიც. ნაკლებინვაზიურ ჩარევათა რიცხვს მიეკუთვნება ვენების გაგანიერების დროს ენდოვენური ლაზერული ობლიტერაციაც. ლაზერის საშუალებით ხდება ვენის კედლების შეწებება, დახურვა. შედეგები ამ ნაკლებტრავმული ჩარევის დროსაც საკმაოდ შთამბეჭდავია. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთი სიახლის შესახებ ვამცნო საზოგადოებას: 26 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ჩვენს კლინიკაში ჩამოდის ავსტრიის ქალაქ ლინცის ჯენერალ-ჰოსპიტალის ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი პიტერ პიხლერი. ის ჩვენი კლინიკის კონსულტანტია და მასთან ერთად მრავალი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული. პიტერ პიხლერი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მკურნალობის სფეროში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანია კონსულტაციების ჩატარება, რომელთა საფუძველზე, მისივე მეთვალყურეობით, ჩვენი სპეციალისტები შეასრულებენ ოპერაციულ ჩარევებს. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ მოგვაკითხონ და უცხოელი სპეციალისტის კვალიფიციური რჩევებით ისარგებლონ. სექტემბრის დამლევს კი დაგეგმილია კონფერენცია, მსოფლიოს გულის დღის აღნიშვნა. მოხარული ვიქნებით, თუ "ოჯახის მკურნალიც" მიიღებს მასში მონაწილეობას. გპირდებით, თქვენი საშუალებით ქართველი მკითხველი უამრავ საინტერესო და ახალ ინფორმაციას მიიღებს.