ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს

ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს

როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას. როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. სიმაღლის ნახევარზე ნაკლები სიგრძის ფეხები მოკლეა, სიმაღლის ნახევარს პლუს 9 სმ-ზე მეტი - გრძელი. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან
სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20-50%-ს

ადრე თუ გვიან ვარიკოზული დაავადების ნიშნები გამოაჩნდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების უმოძრაო წესის გამო ვარიკოზი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუმცა არც მედიცინა დგას ერთ ადგილზე - არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი ამ სენთან საბრძოლველად. მთავარია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომლებიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და თავიდან ავიცილოთ პოტენციური გართულებები.


წესი #1. გახსოვდეთ რისკის ფაქტორები
როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

  • ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.
  • რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით - ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ გაუმკლავდნენ მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები: გამყიდველებიდან და მძღოლებიდან დაწყებული მენეჯერებითა და ბანკირებით დამთავრებული.
  • ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება.
  • ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები).
  • როდესაც ადამიანი დიდხანს ზის ან დგას, მის ფეხებს სტატიკური დატვირთვა ადგება, რომელიც მეტად საზიანოა ვენებისთვის, ხოლო დინამიკური დატვირთვა (როდესაც ადამიანი დადის ან დარბის), პირიქით, მეტად მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ ფლებოლოგები წვივის კუნთებს `პერიფერიულ გულს~ უწოდებენ - სწორედ მათი მუშაობა განაპირობებს ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინებას. ამიტომაც მოგვიწოდებენ სპეციალისტები, ხშირად ვიაროთ ფეხით.

რაც შეეხება ორსულებს, მათ ფლებოლოგს ორჯერ უნდა მიმართონ: ორსულობის ადრეულ და გვიან სტადიებში. ცხოვრების ჯანსაღი წესით და სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟით ვარიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია.


წესი #2. პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას
ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა. ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიულ ტრიკოტაჟს. სპეციალური წინდები, კოლჰოტები ახდენს ზეწოლას ვენებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას, ამცირებს გულის დატვირთვას, აქრობს ფეხების დაღლილობას, ტკივილსა და შეშუპებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კომპრესიული ტრიკოტაჟი და ის უნდა შეგვირჩიოს სპეციალისტმა. თუ კომპრესიის დონე არასწორად იქნა შერჩეული, თეთრეულმა შეიძლება უფრო მეტად გვავნოს, ვიდრე გვარგოს.


წესი #3. დროული დიაგნოსტიკა
ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილი და შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა, ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ასეთი რამ მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა, ექიმს მიმართოთ - ადვილი შესაძლებელია, ეს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პირველი სიმპტომები იყოს. მით უმეტეს საჭიროა ექიმთან მისვლა, თუ ფეხებზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებიც გაგიჩნდათ. სამწუხაროდ, ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამგვარ `წვრილმანებს~ და მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ექიმს, როდესაც შეშუპებას ხშირდება, ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა, შესამჩნევად იბერება მსხვილი სისხლძარღვები. დამატებითი სიმპტომია მსუბუქი ტროფიკული დარღვევები - სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო უარესდება ქსოვილების კვება. ყველაზე ჯიუტ პაციენტებს, რომლებიც ექიმს ამ დროსაც არ მიმართავენ, შესაძლოა დაავადება გადაეზარდოთ უკანასკნელ სტადიაში, როდესაც კანზე ტროფიკული წყლულები ჩნდება. ეს იმის ნიშანია, რომ დაავადება მეტისმეტად არის მიშვებული და ხანგრძლივი, რთული მკურნალობა დასჭირდება. ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. რაც უფრო ადრე მივმართავთ ფლებოლოგს, მით უკეთესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-05-2015
mm
მეც მაქ გაკეთებული და ისევ გამოჩდა როგორც მითხრეს ერთი გაკეთება ოპერაციის არ შველისო
თარიღი : 06-02-2015
shorena munjishvili
მოგესალმედბით 1 წელი გავიდა რაც ვენების ოპერაცია გავიკეტე და ამ ბოლო დროს ქვედა კიდურები ზალიან მაწუხებს უპრო დხის მეორე ნახევარსჰი მემარტება ტკივილი და სხვადასხვა ადგილებსჰი კიდევ გამომივიდა ვენები იქნებ მირცჰიოტ რა დავლიო რომ ცჰამიცხრეს ვენები და ტკივილი?მადლობტ
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად