ვარიკოზი და მემკვიდრეობითი მიდრეკილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარიკოზი და მემკვიდრეობითი მიდრეკილება

 ნორმალური სისხლის მიმოქცევის დროს ვენები ისე მუშაობენ, როგორც ერთი მიმართულებით, ცალმხრივად მოძრავი ესკალატორი. სისხლძარღვებში არსებულ სარქვლებში გამომუშავებულ სისხლს არ აძლევენ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის საშუალებას. ვენების გაფართოების შემთხვევაში სარქვლები არც ისე საიმედოდ უკეტავენ გზას საწინააღმდეგო ნაკადს. ”შესუსტებულ” უბნებში სისხლის შეგუბება ხდება და ქმნის კვანძებს. ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობთ, დაავადება შეუმჩნევლად გეპარებათ, ნებისმიერი ანთების დროს წარმოქმნილი თრომბი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას.

 

ფეხი ფეხზე

ვარიკოზული დაავადებები ერთნაირად ემუქრება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალის სისხლძარღვებს უფრო სუსტი შემაერთებელქსოვილოვანი კარკასი აქვთ, ეს სნეულება მათ უფრო ხშირად ვნებს. ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და მოძრაობის შეზღუდვა ხელს უწყობს ვარიკოზის განვითარებას. პირველი ”მოლურჯო ვარსკვლავები” თავს იჩენს მშობიარობის შემდეგ, დროთა განმავლობაში კი ”გველებად” გადაიქცევა, რომლებიც ფეხებს შემოეხვევიან ხოლმე. სისხლი ფეხების ვენებში იწყებს შეფერხებას, შეგუბებას, განსაკუთრებით მაშინ ხდება ვენების გადაჭიმვა, როდესაც ფეხი ფეხზე გადადებული ზიხართ. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთ პოზაში ნუ იქნებით.

 

 ცივი შხაპი

ვარიკოზი - მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი არ არის, ეს სნეულებაა, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოს. უბრალოდ, ფეხებზე აშკარად არის გამოხატული და მაქსიმალურად გამოვლინდება.

მემკვიდრეობითობა - ვარიკოზის ერთ-ერთი მიზეზთაგანია. თუ თქვენს მშობლებს ”სუსტი ვენები” აქვთ, მაშინ თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. გენეტიკა - რთული მეცნიერებაა, მაგრამ თუ იცით, რომ გაქვთ გენეტიკური განწყობა და მიდრეკილება, შესაძლებელია თავის დაზღვევა. დაიწყეთ დატვირთვების კონტროლი და გადადით დაბალ ქუსლებზე. ხანგრძლივი გადაფრენისას ან მატარებლით მგზავრობისას გაიარ-გამოიარეთ სალონში, ისეირნეთ. თუ დიდხანს დგახართ, ხანდახან ფეხის წვერებზე აიწიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზედმეტი წონა ფეხებისთვის ტვირთად არ იქცეს. დაივიწყეთ ლიფტი, ისარგებლეთ კიბით. თავი აარიდეთ გადახურებას: ცხელ აბაზანას, გარუჯვას და საუნას - ისინი მავნებელია თქვენი ვენებისთვის. კარგია ცივი შხაპი ფეხებისთვის. წყლის ნაკადი ტერფებიდან ზემოთკენ მიმართეთ. როცა წევხართ, ფეხები ოდნავ ამაღლებულ ბალიშზე შემოალაგეთ. სასარგებლოა ცურვა, სპორტული სიარული და ველოსიპედით მგზავრობა.

 

ფლებოლოგთან!

ვარიკოზის აღმოფხვრა შეუძლია ექიმს, რომელიც სპეციალიზებულია ვენების მკურნალობაში - ფლებოლოგს (სისხლძარღვთა ქირურგი). მიმართეთ მას, თუ შეამჩნევთ ფეხების სიმძიმეს და შეშუპებას, დაღლილობას (განსაკუთრებით, საღამოობით), ტკივილს და კრუნჩხვით შეგრძნებებს. კანზე ”ბადეების” გაჩენა და მოწითალო-მოლურჯო ლაქები - ეს უკვე საკმაო საბაბია ექიმთან ვიზიტისთვის. თანამედროვე დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა, სნეულება ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს. იმისდა მიხედვით, თუ რომელ სტადიაზეა ვარიკოზი, ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს. ნუ გამოიყენებთ მაშინვე რეკლამირებულ მედიკამენტებს. სანამ რომელიმე მათგანს შეარჩევდეთ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. ის ყველა უკუჩვენებას გაითვალისწინებს.

არსებობს თერაპიული მეთოდი, როცა ვენის შიგნით შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვთა კედლებზე ზემოქმედებს. ამ დროს თვით ვენის ამოღება არ ხდება, მაგრამ სისხლის ნაკადის გავლა ამ უბანში წყდება. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი საკმაოდ მარტივია, შეზღუდვები მაინც არსებობს.

გაფართოებული ვენების ქირურგიული ამოკვეთის შემთხვევაში ისინი იჭიმება კანზე გაკეთებული მცირე ზომის ნაპრალიდან. თუმცა ამ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ თვით დაავადების მიზეზს ის ვერ სპობს. ისევე, როგორც ვენების ”შეწებების” მეთოდს, ასევე ქირურგიულ მკურნალობას ვენური სისხლის ნაკადის დატვირთვა ზედაპირული ვენებიდან უფრო ღრმა ვენებისკენ გადააქვს.

ოპერაციის შემდგომ, ასევე უბრალოდ პროფილაქტიკისთვის სასურველია ატაროთ სპეციალური კომპრესიული თეთრეული (გოლფები, წინდები, რეიტუზები - კოლგოტები). ექიმი-ფლებოლოგი შეგირჩევთ ზუსტად თქვენთვის საჭირო და შესატყვის კომპლექტს.