ვენური სისტემა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ვენური სისტემა

ვენური სისტემა

არაპირდაპირი პერფორანტები თავდაპირველად უერთდება კანის ვენის კუნთოვან ტოტს, რომელიც თავის მხრივ ღრმა ვენას უერთდება. ორგანიზმში არაპირდაპირი პერფორანტი გაცილებით მეტია. ისინი, ჩვეულებრივ, წვრილია და უპირატესად განლაგებულია კუნთების მასივების ირგვლივ. პერფორანტების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100-ს. ვენების აგებულების თავისებურებანი:

  • სუსტად აქვს განვითარებული შიგნითა ელასტიკური მემბრანა;
  • სუსტად აქვს განვითარებული მოცირკულირე კუნთოვანი შრე;
  • არტერიებთან შედარებით მეტად არის აღჭურვილი კოლაგენური ბოჭკოებით;
  • ძნელია მათ კედელში შრეების გარჩევა;
  • არტერიებთან შედარებით ძლიერ აქვს განვითარებული ადვენტიცია;
  • აღჭურვილია სპეციალური სარქვლებით.

ვენები აგებულებით არტერიებისგან მკვეთრად განსხვავდება, ვინაიდან მათში სისხლი პასიურად - სიმძიმის ძალის დახმარებით ან ირგვლივ მდებარე ორგანოებით - მიედინება. ვინაიდან ვენებში სისხლის წნევა გაცილებით ნაკლებია, მათი სანათურის დიამეტრი არტერიებისაზე დიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვენაში იმაზე ნაკლები სისხლი იდენდა, ვიდრე იმავე კალიბრის არტერიაში, შესაბამისად, გულიდან იმაზე მეტი გამოიტყორცნებოდა, ვიდრე მასში ჩაედინებოდა. ვენის კედლები უფრო თხელია, ვიდრე არტერიებისა, რაც იმის ბრალია, რომ მათი კედლის შუა შრე ნაკლებად არის განვითარებული. ვენები, უპირველეს ყოვლისა, მოცულობითი ტიპის სისხლძარღვებია, რომლებიც სისხლის დეპონირებისთვის არის განკუთვნილი. მათ აქვთ საკმაოდ კარგი გაწელვისა და გაფართოების უნარი, - როდესაც სისხლძარღვში წნევა იმატებს, ვენა ფართოვდება და ცდილობს, მრგვალი ფორმა მიიღოს. ეს ყოველივე ფიზიოლოგიურ პირობებში ლიმიტირებულია კოლაგენური კარკასით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვენების გაფართოების ხარისხი ერთობ ეფემერული სიდიდეა და მისი ნორმალური მაჩვენებლის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება.  რაც შეეხება ვენის შეკუმშვის უნარს, მათ ტონუსს, სისხლის ცენტრისკენ მიდინებას არეგულირებს მკვრივი კუნთოვანი შრე და უზრუნველყოფს ელასტიკური ბოჭკოები.


ვენური სარქვლები
ვენური სისხლძარღვების უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა მათში ჯიბისებური სარქვლების არსებობა, რომლებიც სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით - გულისკენ - მოძრაობას უზრუნველყოფს. ვინაიდან სარქველთა ფუნქცია სისხლის ერთი მიმართულებით გადაადგილების უზრუნველყოფაა, ისინი ვენებში სხვადასხვანაირი სიხშირით არიან განლაგებულნი. მაგალითად, სარქვლებით უხვად არის აღჭურვილი ვენური სისტემის დისტალური, ქვედა ნაწილები. ზედაპირულ ვენებში სარქვლებს შორის მანძილი საშუალოდ 8-10 სმ-ს შეადგენს. სარქველთან ვენის დიამეტრი შედარებით დიდია, ვიდრე არასარქვლოვან უბანზე. ვენებში სისხლის მიმოქცევისას ჯიბისებური სარქვლები ივსება, სისხლძარღვის სანათურს ახშობს და სისხლს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ამრიგად, მას ერთი გზაღა დარჩენია - იდინოს წინ, ცენტრისკენ ანუ გულისკენ. სარქვლების მეორე ფუნქციაა - სისხლის ნაკადის გადინება კუნთური შეკუმშვების დროს.


ქვედა კიდურების ვენები
ყველაზე ხშირად ქვედა კიდურთა ვენები ზიანდება, რაც მათ მიერ შესრულებული მძიმე სამუშაოს ბრალია. მათ სისხლის გულამდე მიტანა მისგან ყველაზე მოშორებით მდებარე სხეულის ნაწილებიდან უწევთ. ამასთანავე, სისხლის გადინებას ხელს უშლის სიმძიმის ძალაც, რომელიც რამდენადმე ეწინააღმდეგება სისხლის ქვევიდან ზევით გადაადგილებას. ამიტომაც ზიანდება ყველაზე მეტად და ხშირად ქვედა კიდურის ვენები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც ზედაპირული და ღრმა, ისე მათი შემაერთებელი კომუნიკანტებით.


ვენების დამზიანებელი ფაქტორები
იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად და ძლიერ აზიანებს ვენებს, აუცილებელია გამოვყოთ ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები:

  • ფეხზე დიდხანს დგომა;
  • მძიმე ფიზიკური შრომა;
  • სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება;
  • ბრტყელტერფიანობა;
  • მაღალქუსლიანი ან არაკომფორტული ფეხსაცმელი;
  • მჯდომარე პროფესიები;
  • ჭარბი წონა;
  • ხანგრძლივი მგზავრობა.

განსაზღვრულ როლს ასრულებს სქესიც - ვენების ვარიკოზული დაავადება უმთავრესად ქალებს ემართებათ, რასაც ძლიერ უწყობს ხელს ორსულობა, ნაყოფის ზრდასთან ერთად სისხლის მოცულობის მატება და ვენებზე ზეწოლა.


 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
ვენების დაავადებები საზოგადოების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად