ვენური სისტემა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ვენური სისტემა

ვენური სისტემა

ვენები სისხლძარღვებია, რომლებსაც თითოეული უჯრედიდან გულისკენ ჟანგბადით ღარიბი და ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი მიაქვთ, რათა იგი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადასვლის შემდეგ ფილტვებში კვლავ ჟანგბადით გამდიდრდეს და არტერიათა მეშვეობით უჯრედებსვე მიეწოდოს. ვენური სისტემის შემადგენლობაში შედის ვენულებიც - შედარებით წვრილი ვენები, რომლებშიც სისხლი კაპილარებიდან მიედინება. ვენური სისხლი მუქი ცისფერია, რადგან არ შეიცავს ჰემოგლობინს, რომელიც მას წითელ ფერს მისცემდა. ვენებისა და არტერიების ურთიერთგანლაგებას აქვს ერთგვარი კანონზომიერება: ყოველ არტერიას თან ორი ვენა ახლავს.

ვენების აგებულება
ვენების აგებულება სავსებით შეეფერება მათ მიერ განხორციელებულ ფუნქციას და ჰემოდინამიკურ

პირობებს. მათი სტრუქტურა იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ - ზემოში თუ ქვემოში. ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება რამდენადმე განსხვავებულია. ვენის კედელი სამშრიანია:


ვენათა ტიპები
განასხვავებენ ორი ტიპის ვენებს: კუნთურსა და არაკუნთურს. კუნთური ტიპის ვენები თავის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა:

  • სუსტი კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები - მათ მიაკუთვნებენ სხეულის ზედა ნაწილის წვრილ, საშუალო და მსხვილ ვენებს. მათში სისხლი პასიურად მოძრაობს. მცირე და საშუალო კალიბრის ვენებს სუსტი კუნთოვანი შრე აქვს და ჩვეულებრივ ორგანოთა შიგნით მდებარეობს. მათ კუნთოვან შრეში მცირე რაოდენობით კუნთოვანი უჯრედებია, რომლებიც ერთმანეთისგან განსაზღვრული მანძილით დაშორებულ კუნთოვან უჯრედთა ერთგვარ გროვებს წარმოქმნიან. გროვათა შორის მოთავსებულ მონაკვეთებს აქვთ მკვეთრად გაფართოების უნარი და მადეპონირებელ ფუნქციას ასრულებენ.
  • საშუალო კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები - მათში კუნთოვანი შრე საშუალო განვითარებისაა და შედარებით დიდი ოდენობით შეიცავს კუნთოვან ბოჭკოებსა და მიოციტებს.  მათი გარეთა გარსი ძლიერ მკვრივია და სისქით 2-3-ჯერ აღემატება არტერიათა გარსს. ასეთია მხრის ვენა.
  • ძლიერი კუნთოვანი ელემენტების მქონე ვენები. ასეთია სხეულის ქვედა ნაწილის ვენები - ქვემო ღრუ ვენა, ბარძაყის ვენა. მათთვის დამახასიათებელია ძლიერ განვითარებული კუნთოვანი შრე, თანაც სისხლძარღვის კედლის სამივე შრეში.

არაკუნთურ ვენებს კუნთოვანი შრე არ გააჩნია, რაც იმის ბრალია, რომ მათში სისხლი სიმძიმის ძალით მოძრაობს და მისი მოძრაობა კუნთოვანი ელემენტებით არ რეგულირდება. ამ ტიპის ვენები მდებარეობს ორგანიზმის ყოველ ორგანოში, იქ, სადაც არსებობს ორგანოსთან მათი მჭიდროდ შეზრდის საფუძველი. შედგება შიგნითა და ქვედა ენდოთელური შრისა და გარეთა ბოჭკოვანი შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან. ელასტიკური მემბრანები არ გააჩნია. არაკუნთური ტიპის ვენები მდებარეობს:

  • პლაცენტაში;
  • ძვლებში;
  • თვალის ბადურაში;
  • ტვინის რბილ გარსში;
  • ფრჩხილში;
  • ელენთის ტრაბეკულებში.

არაკუნთურია აგრეთვე ღვიძლის ცენტრალური ვენები. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ზედაპირულ და ღრმა ვენებს და მათ შემაერთებელ პერფორანტებს, ანუ კომუნიკაციურ ვენებს. ზედაპირული ვენები განლაგებულია უშუალოდ კანქვეშ. ღრმა ვენები ღრმად მდებარეობს კუნთების სისქეში. პერფორანტული ვენები თხელკედლიანი ვენური სისხლძარღვებია, რომლებიც ღრმა და ზედაპირულ ვენებს აერთებს. მათი დიამეტრი 22 მმ-მდეა, სიგრძე - 15 სმ-მდე. პერფორანტული ვენები ორგვარია: პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირია პერფორანტები, რომლებიც უშუალოდ აერთებს ზედაპირულსა და ღრმა ვენებს, ისინი შედარებით მსხვილია და ქვედა კიდურებში მდებარეობს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
ვენების დაავადებები საზოგადოების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზია.
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად