როგორ დავეხმაროთ ფეხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ ფეხებს

ვენებს შრომატევადი სამუშაოს შესრულება უხდებათ. ისინი 24-საათიანი რეჟიმით უზრუნველყოფენ ორგანიზმის ნორმალურ სისხლმომარაგებას. ზოგჯერ მათ უჭირთ, თავი გაართვან ამ სამუშაოს და იწყება სისხლის შეგუბება. ამას მოჰყვება ვენების გაფართოება, კანის ზედაპირზე ჩნდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და ხაზები. ამას ვენების ვარიკოზული გაგანიერება ჰქვია.

ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა. საწყის სტადიაში მკვეთრ დისკომფორტს არ იწვევს, მაგრამ სახიფათოა იმიტომ, რომ არსებობს თრომბოფლებიტის, ტროფიკული წყლულისა და სხვა გართულებების განვითარების რისკი. ამდენად, მნიშვნელოვანია, დაავადების საწყის ეტაპზევე მივმართოთ ექიმს. ეს საშუალებას მოგვცემს, ვიმკურნალოთ არაოპერაციული მეთოდებით და შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ფეხების სილამაზეც.

როგორ ამოვიცნოთ ვარიკოზი

ვარიკოზი ვითარდება ფეხებზე, სხეულის სხვა ნაწილები ცვლილებებს იშვიათად განიცდის. გარდა ვენური ხაზებისა და წვრილი სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებისა, პაციენტი უჩივის:

  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას;
  • შეშუპებას;
  • ფეხების კრუნჩხვას.

ამ ნიშნების არსებობისას კონსულტაციისთვის ვენების მდგომარეობის შესაფასებლად სპეციალისტს უნდა მივმართოთ.

დაავადების რისკფაქტორები

არსებობს ისეთი ფაქტორების მთელი წყება, რომლებიც ხელს უწყობს ვარიკოზის განვითარებას. ერთ-ერთი მათგანია სქესი - ვარიკოზი უმთავრესად ქალებს ემართებათ. ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია ორსულობა. ნაყოფის ზრდასთან ერთად იზრდება ვენებზე ზეწოლაც, იმატებს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის ოდენობა, მცირდება ვენების ელასტიკურობა, ყოველივე ეს კი ვენების სიჯანსაღეზე ახდენს გავლენას.

კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება (ქუსლის სიმაღლე 5სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს). ფეხის ვენების სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია წვივისა და ტერფის კუნთების მუშაობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას კი ტერფი საერთოდ არ მოძრაობს, რადგან ქალი ფეხის წვერებზე დგას, წვივიც ერთ განსაზღვრულ მდგომარეობაშია ფიქსირებული, ამიტომ მისი კუნთებიც, ფაქტობრივად, უმოძრაოდ რჩება. ყოველივე ეს განაპირობებს ვენურ შეგუბებას, რაც ვარიკოზული გაგანიერებას უწევს პროვოცირებას. ამიტომაც არის, რომ ქალები, რომლებიც ხშირად და დიდხანს ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, დღის ბოლოს ფეხების სიმძიმესა და შეშუპებას უჩივიან.

ყურადღება მიაქციეთ სტატიკურ (უმოძრაო) და ფიზიკურ დატვირთვას. სტატიკური დატვირთვა - დიდხანს დგომა ან ჯდომა - გაცილებით მეტად უწყობს ხელს ვარიკოზის განვითარებას, ვიდრე სიარული ან სირბილი. ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია ჭარბი წონა, რომელიც ფეხის ვენებზე დატვირთვას ზრდის.

დიდ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც: ხშირად ვარიკოზი აქვთ დედასა და ქალიშვილს, მამასა და ვაჟიშვილს. ვარიკოზული დაავადების გენი არ არსებობს, მაგრამ არსებობს გენები, რომელთა ერთობლიობაც ვენური სისტმის სისუსტეს განაპირობებს.

შეიძლება თუ არა სპორტული დატვირთვა?

  • თუ გაქვთ რომელიმე ზემოხსენებული რისკფაქტორი, თანაც სიმძიმის შეგრძნებას, ფეხების შესივებას უჩივით, დასჯერდით მსუბუქ დატვირთვას - მორბენალ ბილიკს, ველოტრენაჟორს. არაფრით არ შეიძლება ძალოსნური ვარჯიში - ტვირთის აწევა.
  • ვარიკოზისთვის სასარგებლოა ცურვა, წყლის კონტრასტული შხაპები, წყალქვეშა მასაჟი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ვარიკოზი?

ვარიკოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კომპრესიული ტრიკოტაჟის - ელასტიკური სახვევების, გეტრების, წინდების - ტარება. ექიმი გეტყვით, როგორი ხარისხის კომპრესია სჭირდება თქვენს ვენებს. კომპრესია აუცილებელია ორსულობის დროს, თანაც რაც შეიძლება ადრეული პერიოდიდან.