ვარიკოზი - ვენების დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკლეროთერაპია: მიღწევები და პერსპექტივები

რატომ არის, რომ ზოგიერთი ქალბატონი იძულებულია, ფეხები შარვლის ან გრძელი ქვედაკაბის ქვეშ დამალოს? ამის მიზეზია ცისფერი ქსელი და გამობერილი ვენები, რასაც ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი და წვაც ერთვის. ნუ მიიყვანთ დაავადებას უკანასკნელ სტადიამდე, როდესაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჩამოყალიბდეს. ეს პრობლემა რაც შეიძლება ადრე უნდა მოაგვაროთ.

რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?

ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შემოკლებით - ვარიკოზი, ვენების დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნას და ვენის კედლის გათხელებას იწვევს. ვარიკოზულ გაგანიერებას უმეტესად განიცდის ქვედა კიდურების კანქვეშა ვენები, დიდი საჩინო ვენის, უფრო იშვიათად კი მცირე საჩინო ვენის სისტემა. მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

. პროფესიული ფაქტორი - დიდხანს ჯდომა ან დგომა (ქვედა კიდურების ვარიკოზი უმეტესად ქირურგებს, კბილის ექიმებს, დალაქებს, გამყიდველებს, ოფიციანტებს, მზარეულებს ემართებათ);

. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

. ვენის სარქვლების თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობა;

. ვენების კედლის ელასტიკურობის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება;

. ინტოქსიკაციები, ტრავმები, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, სიმსუქნე და ასაკი;

. ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება;

. ბრტყელტერფიანობა;

. მუცლის წნევის აწევა სიმსივნის ან ორსული საშვილოსნოს ზეწოლის შედეგად.

განსაკუთრებული დატვირთვა აწევს ვენების სარქვლოვან აპარატს. ეს სარქვლები წყვილ-წყვილად არის განლაგებული ქვედა კიდურის ვენებში და სისხლის ნაკადის უკუქცევას აფერხებს. მათი ნორმალური ფუნქციობა ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის შეუფერხებელ დენას უზრუნველყოფს. როდესაც სარქვლები სათანადოდ არ ფუნქციობს, ვენური სისხლი გუბდება და ვენების სანათურში წნევა იმატებს, ვენები გაგანიერდება და ვენების ვარიკოზული დაავადება ყალიბდება.

კლინიკური ნიშნები

ვარიკოზის კლინიკური ნიშნები მარტივი და თვალსაჩინოა: წვივისა და ბარძაყის მედიალურ ზედაპირზე, კანქვეშ, ჩანს გაგანიერებული, დაკლაკნილი, მოლურჯო ფერის ვენები (დიდი საჩინო ვენა). ზოგჯერ იგივე სურათია წვივის ლატერალურ მხარეზე და მუხლქვეშა ფოსოს არეშიც (მცირე საჩინო ვენა). ფეხზე დგომისას გაგანიერებული, დაკლაკნილი ვენები და ვარიკოზული კვანძები კარგად ჩანს. მწოლიარე ადამიანს ვენების ვარიკოზი ნაკლებად ემჩნევა.

ვარიკოზი აქვეითებს ქვედა კიდურების ფუნქციას და ადამიანის შრომის უნარს. ფეხებში ჩნდება სიმძიმის შეგრძნება, კიდურები შუპდება. შეგუბების გამო ადვილად ზიანდება წვრილი ვენები, მათი ინტიმა სისხლგამტარი ხდება, წვივის არეში ქსოვილები თანდათან სისხლით იჟღინთება. როგორც კანი, ისე რბილი ქსოვილები იმპრეგნირებულია სისხლის წითელი ბურთულებით და მათი დაშლის პროდუქტებით, რის გამოც მოლურჯო ფერი აქვს. ირღვევა ქსოვილის ტროფიკა და მცირე ტრავმა ან განაკაწრიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წვივებზე კანი აექერცლოს, ეგზემური მოვლენები და ვარიკოზული წყლული განუვითარდეს. წყლული ქრონიკული ხასიათისაა და ვიდრე ადამიანი დადის, იგი შეხორცებისადმი მიდრეკილებას არ ამჟღავნებს. დღის მეორე ნახევარში ან საღამოობით ადამიანს აწუხებს ძლიერი ტკივილებიც.

ვარიკოზი და ორსულობა

ვარიკოზული დაავადების რისკჯგუფს წარმოადგენენ მომავალი დედებიც. ორსულობისას ორგანიზმში ჰორმონების თანაფარდობა იცვლება, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის შესუსტებას და კოლაგენის შემცირებას. დასუსტებულ ქსოვილს უჭირს გაუმკლავდეს სისხლის ნაკადს, რომლის მოცულობაც ორსულობისას 2-ჯერ იზრდება. მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი უმეტესად გაივლის ხოლმე.

დიაგნოსტიკა

ვენების ვარიკოზული დააავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

. ქირურგ-ფლებოლოგის კონსულტაცია;

. ულტრაბგერითი გამოკვლევა (დუპლექსური სკანირება).

მკურნალობა

ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. რომელია ამა თუ იმ შემთხვევაში ოპტიმალური, ექიმი ფლებოლოგი ადგენს პაციენტის გამოკვლევისა და გასინჯვის შემდეგ.

ვენების მცირე გაფართოების დროს სასარგებლოა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. მჯდომარე ან მდგომარე სამუშაოს შემთხვევაში რეკომენდებულია პერიოდული მოძრაობა: ენერგიული სიარული, კუნთების დატვირთვა, ისეთი ვარჯიშების შესრულება, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლის ვენურ უკუქცევას.

ზოგჯერ პაციენტს სპეციალური ფეხსაცმლის ტარებას ურჩევენ, რადგან ბრტყელტერფიანობამაც შეიძლება ვენების დაავადება გამოიწვიოს.

ვენების (ვენური უკმარისობის) მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია შეშუპების, სიმხურვალის (სიმძიმის) ან წვის და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების შემცირებისკენ, სტატიკური და ფიზიკური დატვირთვებისადმი ამტანობის მომატებისკენ, რეციდივების პროგრესირების შემცირებისკენ. კომპრესიული ტრიკოტაჟი ხელს უწყობს ვენური უკუქცევის გაუმჯობესებას, თავიდან გვაცილებს შეგუბებას და დაავადების პროგრესირებას. ის ასევე იხმარება როგორც ფლებოსკლეროზირებისა და ქირურგიული მკურნალობის დამხმარე საშუალება. რეგულარული კომპრესია საგრძნობლად აქვეითებს ვარიკოზული დაავადების რეციდივის განვითარების ალბათობას.

ვენების ამოკვეთა სულ უფრო ხშირად უთმობს ადგილს სკლეროთერაპიას. საზღვარგარეთ ვარიკოზით დაავადებულებს ათიდან 7 შემთხვევაში სკლეროთერაპიის საშუალებით მკურნალობენ.


სკლეროთერაპიაზე სასაუბროდ ვეწვიეთ ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ იგორ მიქაძეს.

- ბატონო იგორ, ზემოთ ფლებოლოგი ვახსენეთ. რა არის ფლებოლოგია?

- არსებობს დაავადებები, რომლებიც იწვევს არა მარტო ფიზიკურ ტკივილს, არამედ განსაზღვრულ კოსმეტიკურ ცვლილებასაც ადამიანის ორგანიზმში. სწორედ ასეთ დაავადებათაგანია ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა. ეს მეტად გავრცელებული სენია, რომელიც ქალების 30 და მამაკაცების 20 პროცენტს აღენიშნება. ფლებოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც უშუალოდ ვენურ და ლიმფურ პათოლოგიებს შეისწავლის. საქართველოში ამ დაავადებებს სისხლძარღვთა ქირურგები მკურნალობენ, თუმცა აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ფლებოლოგია უკვე დამოუკიდებელ დარგად არის გამოყოფილი. ქრონიკულ ვენურ უკმარისობას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათი მკურნალობა თითქმის ყველა სტადიაში შედეგიანია.

- ამჟამად რომელ მეთოდს მიმართავენ ყველაზე ხშირად ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ და როგორია მისი არსი?

- ქრონიკული ვენური უკმარისობის, კერძოდ კი ვარიკოზული დაავადების მიმართ მიდგომა ბოლო ხანს რადიკალურად შეიცვალა. ოპერაციებიც კი სრულიად ახლებური მეთოდოლოგიით ტარდება. უპირატესობა ენიჭება ამბულატორიულ მიდგომას, როდესაც ავადმყოფი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში კი არ რჩება, არამედ შინ ბრუნდება. მინდა, თქვენი ყურადღება სკლეროთერაპიაზე შევაჩერო. ეს მეთოდი საკმაოდ ძველია. უკვე XIX საუკუნის 30-იან წლებში მასაჩუსეტის ჰოსპიტალში იყო ცდები ვენაში პრეპარატის შეყვანისა და ვენის ასე უოპერაციოდ გაქრობისა. 1925 წელს გამოქვეყნდა ვარიკოზული ვენის სკლეროზირების პირველი შედეგები, მე-20 საუკუნეში კი ამ მეთოდის დამფუძნებელმა პროფესორმა ფეგანმა უწყვეტი კომპრესიული სკლეროთერაპიის მეთოდი შეიმუშავა. ამჟამად ეს მეთოდი ფართოდ არის გავრცელებული ირლანდიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ვარიკოზით დაავადებულთა დაახლოებით 70% სკლეროთერაპიით მკურნალობს.

სკლეროთერაპია ნაკლებტრავმული, ინექციური მეთოდია, რომლის მიზანია ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, ობობასებრი და გაფართოებული კანქვეშა კაპილარული ქსელის გაქრობა. თუ პაციენტმა მაღალკვალიფიციურ ექიმ-ფლებოლოგს მიმართა, მკურნალობას გართულება პრაქტიკულად არ მოჰყვება.

სკლეროთერაპია ტარდება სხვადასხვა კონცენტრაციის სკლეროზანტის (ნატრიუმის ტეტრადეცილ სულფატის, პოლიდიკანოლის) ვენაში შეყვანით. ეს ნივთიერება ანადგურებს ვენის შიგა გარსს - ენდოთელიუმს, შემდეგ კომპრესიით ხდება ვენის კედლების ერთმანეთთან მიახლოება, რის შედეგადაც ვენაში რჩება ნაწიბური. ვენა ნადგურდება.

სკლეროთერაპიით შეიძლება იმ პათოლოგიური ვენების განადგურება, რომლებიც ქვედა კიდურებში პათოლოგიური ვენური სისხლის მიმოქცევის წრეს ქმნიან. ფლებოლოგთან მისულ პაციენტს თავდაპირველად გამოკვლევა უტარდება. თუ დადგინდა, რომ სკლეროთერაპია მიზანშეწონილია, ხდება ფოტოგრაფირება და იწყება მკურნალობა: თავდაპირველად ინექციის შეყვანა, შემდგომ - კომპრესია. ამის შემდეგ იმ ადგილებზე, სადაც ინექცია გაკეთდა, ექიმი თხელ, ელასტიკურ დოლბანდს ახვევს, ზევიდან კი სამკურნალო ელასტიკურ დოლბანდს. კომპრესიის ხარისხს ფლებოლოგი ადგენს. ამ მანიპულაციის შემდეგ მთავარი მოთხოვნაა, პაციენტმა ერთი საათის განმავლობაში ფეხით იაროს. პაციენტმა ელასტიკური დოლბანდი ათი დღე უნდა ატაროს.

- მტკივნეული ხომ არ არის სკლეროთერაპია? რამდენად ხელმისაწვდომია იგი პაციენტისთვის?

- მეთოდი აბსოლუტურად უმტკივნეულოა, მკურნალობა - იაფი. პაციენტს ხელი არ ეშლება მუშაობის გაგრძელებაში. სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. სკლეროთერაპიის არსის თაობაზე საზოგადოება არასაკმარისად არის ინფორმირებული. როგორც მეცნიერ ფეგანს მიაჩნია და პირადი გამოცდილებაც მარწმუნებს, იმ ოპერაციების 50-60%, რომლებიც ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს კეთდება, შესაძლებელია სკლეროთერაპიით შეიცვალოს. ვარიკოზული ვენების დაავადების დროს ზიანდება სარქვლები ღრმა და ზერელე ვენებში. ჩვენ სკლეროთერაპიით ვახდენთ ვენებში სისხლის მიმოქცევის კორექციას, რის შედეგადაც ვენაში მცირდება ვენური ჰიპერტენზია (წნევა) და სარქვლები პირველად ფუნქციას იბრუნებს. აღდგება ვენების პირვანდელი სახეც. ფეგანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სკლეროთერაპიით ყოველგვარი ვენის განკურნებაა შესაძლებელი. მეც ამ აზრს ვიზიარებ.