როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები

- ზრდის თუ არა ხანგრძლივი მგზავრობა თრომბოზის რისკს?

- მიჩნეულია, რომ მგზავრობისას, რომელიც ოთხ საათზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, მართლაც იზრდება ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. თუმცა შემთხვევათა სიხშირე ძალიან მაღალი არ არის - ოთხი და მეტი საათის განმავლობაში ფრენისას აღინიშნება თრომბოზის ერთი შემთხვევა 6000 მგზავრზე. კანქვეშა, კარგად შესამჩნევი სისხლძარღვებისაგან განსხვავებით, ღრმა ვენები კუნთების სიღრმეში მდებარეობენ, რაც აისახება მათ სახელწოდებაშიც.

ღრმა ვენების თრომბოზი საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა შესაძლო გართულებების - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და პოსტთრომბოზული სინდრომის რისკის გამო. უკანასკნელი ქვემო კიდურების შეშუპებითა და დისკომფორტით ვლინდება. თრომბოზის რისკის ზრდა დაკავშირებულია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომასთან.

თვითმფრინავით მგზავრობისას აღნიშნულს ემატება დაბალი ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში კი წყლის ნაკლები რაოდენობით მიღება და ალკოჰოლიანი სასმელები, რასაც თვითმფრინავში გვთავაზობენ.

- როგორ შეიძლება შევამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა?

- ხანგრძლივი მგზავრობისას ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ფეხისა და წვივის რეგულარული ვარჯიში, რისთვისაც:

  • ყოველ ნახევარ საათში მჯდომარე მდგომარეობაში მოხარეთ და გაშალეთ ტერფი, წვივი, ფეხი;

  • თუ თვითმფრინავით მგზავრობთ, ყოველ საათში ერთხელ ადექით და სალონში გაიარეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ნებადართულია;

  • ხანგრძლივი ფრენისას თან იქონიეთ პატარა ბურთი, რომელსაც ფეხით იატაკს მიაჭერთ ან მუხლებს შორის "გაჭყლეტთ". ეს ხელს უწყობს კიდურში სისხლის მოძრაობას;

  • შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური ფეხის ტრენაჟორი ფრენისათვის;

  • სატრანზიტო ქალაქში შეჩერება გამოიყენეთ აეროპორტში სეირნობისთვის;

  • დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი;

  • არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი;

  • არ მიიღოთ საძილე საშუალება, რათა დიდხანს არ იყოთ უმოძრაოდ;

  • ჩაიცვით სპეციალური წინდები "ვენებისთვის";

  • შესაძლოა ექიმის რჩევით დაგჭირდეთ რომელიმე ანტიკოაგულანტის - სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება.
თვითმფრინავით მგზავრობის წინ ანტიკოაგულანტური მკურნალობის მიზნით აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, თუ:

  • ადრე გქონდათ ღრმა ვენების თრომბოზი;

  • გენეტიკა თრომბოზის თვალსაზრისით დატვირთული გაქვთ;

  • გაქვთ სიმსივნე ან უკანასკნელ ხანს იტარებდით მკურნალობას სიმსივნის გამო;

  • ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია. განსაკუთრებით ეს ეხება სახსრის პროთეზირებას. მსგავს შემთხვევაში ზოგიერთი ექიმი სამი თვის განმავლობაში საერთოდ კრძალავს ხანგრძლივ მგზავრობას;

  • გქონდათ ინსულტი; გაითვალისწინეთ, რომ ასპირინი, რომელიც ნაჩვენებია გულის შეტევის ან ინსულტის წინააღმდეგ, ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის თვალსაზრისით ეფექტური არ არის;

  • მგზავრობის შემდეგ ფეხები შეშუპებული ან მტკივნეულია, ან სუნთქვის გაძნელებას გრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

  • გახსოვდეთ, რომ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი იზრდება სიმსუქნისას, ხანშიშესულ ასაკში, გულის ქრონიკული დაავადებების დროს.