როგორ ვლინდება ათეროსკლეროზი და რა ცვლილებებს იწვევს დაავადება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ ვლინდება ათეროსკლეროზი და რა ცვლილებებს იწვევს დაავადება

როგორ ვლინდება ათეროსკლეროზი და რა ცვლილებებს იწვევს დაავადება
ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლენა ათეროსკლეროზი კლინიკურად შესაძლოა სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. ეს დამოკიდებულია სისხლძარღვის დაზიანების ლოკალიზაციასა და მისი შევიწროების ხარისხზე. ათეროსკლეროზი ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რის გამოც ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა ერთდროულად სხვადასხვა სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული ჩივილები აღენიშნებოდეს. რაკი პროცესი აზიანებს მსხვილ სისხლძარღვებს - მთავარ არტერიებს, შესაძლოა თავი იჩინოს თავის ტვინის, გულის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიათა შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომებმა.

გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება იწვევს გულის იშემიურ დავაადებას, რომელიც გულის არეში ტკივილით ვლინდება. შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.


თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი
იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას, რაც შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს.
ქვედა კიდურების სისხლძარღვთა არტერიების ათეროსკლეროზი სიარულისას კიდურების ტკივილის, გარდამავალი კოჭლობის მიზეზია. გ
ართულებულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებს შესაძლოა ერექციული დისფუნქცია განუვითარდეთ.


რა ცვლილებებს იწვევს ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზის განვითარების მექანიზმი ანუ მისი პათოგენეზი საკმაოდ რთულია და ბოლომდე შესწავლილი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათეროსკლეროზი ჩვენი ორგანიზმის მსხვილი სისხლძარღვების დაავადებაა. პროცესი ლოკალიზებულია არტერიებში და მათი კედლების მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ათეროსკლეროზის პათოგენეზში რამდენიმე სტადიას გამოყოფენ:

ლიპიდური ლაქების წარმოქმნის სტადიას. ეს არის ათეროსკლეროზის განვითარების საწყისი სტადია. მას ახასიათებს ლიპიდური ლაქების წარმოქმნა - არტერიის კედლების "გაჟღენთა" ლიპიდების (ცხიმის) მოლეკულებით. ასეთ გაჟღენთას მხოლოდ შემოსაზღვრულ უბნებში ვხვდებით. ამ უბნებს ვიზუალურად არტერიების გასწვრივ განლაგებული მოყვითალო ხაზების შესახედაობა აქვს.

დაავადების ამ სტადიაზე არტერიაში სისხლის ცირკულაციის არავითარი დარღვევა არ ვლინდება, არ შეინიშნება დაავადების არავითარი სიმპტომი. ლიპიდური ლაქების წარმოქმნას აჩქარებს დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე.


ფიბროზული ფოლაქის წარმოქმნის სტადიას. ეს ათეროსკლეროზის განვითარების მომდევნო ეტაპია. დროთა განმავლობაში ლიპიდურ ლაქებში ვითარდება ანთება, მათში გროვდება იმუნური სისტემის უჯრედები.

იმუნური სისტემის უჯრედები "ისწრაფვიან", არტერიის კედელი "გაწმინდონ" დაგროვილი ცხიმისა და იქ არსებული მიკრობებისგან. ხანგრძლივი ანთებითი რეაქცია იწვევს არტერიის კედელში დაგროვილი ცხიმების მასის დაშლას და მასში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდას.

ფორმირდება ფიბროზული ფოლაქი. ფიბროზული ფოლაქის ზედაპირი წამოწეულია სისხლძარღვის შიდა ზედაპირიდან, ამის გამო ავიწროებს მის სანათურს და რამდენადმე არღვევს ცირკულაციას.


გართულებული ფოლაქის წარმოქმნა ათეროსკლეროზის განვითარების ბოლო სტადიაა. მისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა გართულების აღმოცენება, რაც ფიბროზულ ფოლაქთან არის დაკავშირებული და ათეროსკლეროზის კლინიკური სიმპტომების გაჩენა. ფიბროზული ფოლაქის ევოლუციის შესაძლო ვარიანტებია:

ა) ფოლაქის გასკდომა და სისხლძარღვის სანათურში დაშლილი ქსოვილების გამოთავისუფლება, რაც შეიძლება არტერიის კედლის დაშლილი ნაწილაკებით თავის ტვინის, გულის, თირკმლის სისხლძარღვების დახშობის მიზეზი გახდეს. ეს ნაწილაკები სისხლის ნაკადით მთელ ორგანიზმში გადაიტანება და სათანადო დიამეტრის არტერიებს აცობს.


ბ) თრომბის წარმოქმნა მოჰყვება ფოლაქის გასკდომას. თრომბი წარმოიქმნება გასკდომის ადგილზე სისხლის უჯრედების - თრომბოციტების, ერითროციტების - და განსაკუთრებული ცილის - ფიბრინის დალექვით. წარმოქმნილმა თრომბმა შეიძლება სავსებით დაახშოს სისხლძარღვის სანათური და შეწყვიტოს ორგანოსთვის სისხლის მიწოდება, ეს კი მიოკარდიუმის ინფარქტის, თავის ტვინის ინსულტის ან ქვედა კიდურის განგრენის მიზეზად იქცეს.


გ) სისხლჩაქცევა ფიბროზულ ფოლაქში ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქის ფსკერზე არსებული წვრილი სისხლძარღვის კედლის რღვევის გამო. ამ დროს ფოლაქის ზედაპირი წამოიწევა და სისხლძარღვის სანათურში გამოიდრიკება, ამის გამო კი მკვეთრად ირღვევა სისხლის ცირკულაცია და ინფარქტისა და ინსულტის რისკი მკვეთრად იზრდება.

ათეროსკლეროზის პროგრესირება ანუ ერთი სტადიის მეორეში გადასვლა დიდხანს, ათეულობით წლის განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მიერ ზემოთ განხილულმა რისკფაქტორებმა შესაძლოა დააჩქაროს ათეროსკლეროზის განვითარება, ხოლო სათანადო მკურნალობამ - შეაფერხოს.

წაიკითხეთ სრულად
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
5-11 აპრილს ვენების კვირეული იმართება, ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი ვენური და ლიმფური დაავადებების ცნობადობის ასამაღლებლად.
არტერიებს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ორგანოებში, კუნთებსა და ქსოვილებში გადააქვს.
ვენების პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად