ქრონიკული ვენური დაავადება და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ქრონიკული ვენური დაავადება და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი

ქრონიკული ვენური დაავადება და მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი
5-11 აპრილს ვენების კვირეული იმართება, ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი ვენური და ლიმფური დაავადებების ცნობადობის ასამაღლებლად.
პროექტი ფარმაცევტული კომპანია „ სერვიეს“ გრანტის ფარგლებში იმართება.

"მკურნალთან" საუბრობს საქართველოს ანგიოლოგებისა და სიხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზიდენტი, სისხლძარღვთა სპეციალისტი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი.


რას მოიაზრებს აღნიშნული პროექტი და რა აქტივობები ხორციელდება ვენური კვირეულის ფარგლებში?

- ჯანმრთელობის დღის ფარგლებში, რომელიც გაეროს მიერ ოფიციალურად აღინიშნება, ტარდება მსოფლიო ვენური კვირეული, გლობალური ვენო-ლიმფური ფონდის ორგანიზებით.

ღონისძიება ერთდროულად 54 ქვეყანაში ტარდება და დაახლოებით, 330-ზე მეტი სხვადასხვა აქტივობა არის დაგეგმილი, მთელ მსოფლიოში.

საქართველოც
ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა.

მისი მთავარი მიზანი არის საზოგადოებაში, ასევე სხვადასხვა განხრის ექიმებში ვენური და ლიმფური სისტემების ცნობადობა გაზარდოს.

9 და 10 აპრილს მოსახლეობისთვის ორ კლინიკაში ჩატარდება უფასო გასინჯვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური დაავადება?


- ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური დაავადება წარმოადგენს პროგრესირებად პათოლოგიას,
რომელიც მოსახლეობაში ცნობილია, როგორც ვენების ვარიკოზი, ასევე ვენური შეშუპება, ვენური ტროფიკული წყლული.


პლანეტის მოსახლეობის ნახევარი, 50%, დაავადებულია ქრონიკული ვენური დაავადებით.

გარდა ამისა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ დაუდგინდეს ქრონიკული ვენური დაავადება ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე.

ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. ეს არის გრავიტაცია და აღმართულ მდგომარეობაში, ანუ ორ კიდურზე მოძრაობა. დამატებით, ქალბატონებში - ორსულობა და მშობიარობა.

ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ დაავადებას.

შეიძლება მხოლოდ სიმპტომატიკა იყოს და არ იყოს კლინიკური ნიშნები გამოვლენილი.

ეს სიმპტომებია: სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში, წვა, სიმხურვალე, ასევე საღამოს ქავილი წვივის მიდამოში, ე.წ ღამის კრუნჩხვები, ძარღვის განასკვა.

პროგრესირების შემდეგ ჩნდება რეტიკულური ვენები, ობობისებური, მოწითალო-მოლურჯო ქსელები. შემდეგ უკვე, ვლინდება ვარიკოზი მაგისტრალური ვენების დაზიანებით.

გარდამტეხი მდგომარეობა არის გარდამავალი ხასიათის შეშუპება, რომელიც იწყება დილით და თანდათანობით პროგრესირებს, საღამოს მაქსიმუმს აღწევს.

ეს მიგვანიშნებს, რომ ზედაპირულ ვენებთან ერთად ჩაერთო ღრმა ვენებიც.


ცხელ სეოზონზე რატომ მწვავდება დაავდება ?

- მარტო ცხელ სეოზნზე არა, ცხელ პირობებშიც. ამის მიზეზი სისხლის მოძრაობის ინტენსიობაა, მოცულობითი სიჩქარე იზრდება.

დაზიანებულ ვენებში კიდევ უფრო დიდი მოცულობით სისხლი გადადის, ქვემო კიდურებში ხდება დეპონირება, რაც იწვევს ვენური წნევის კიდურებში მომატებას.

რაც შეეხება სეზონს, ტემპერატურული ზემოქმედების გარდა, აღსანიშნავია ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც ცუდად მოქმედებს ვენურ სისტემაზე.

დაზიანებული ვენური სისტემის მხრიდან, კანის კვება ისედაც შემცირებულია და ულტრაიისფერი გამოსხივება მოითხოვს, პირიქით, კანის კვების გაუმჯობესებას, აქედან გამომდინარე გარუჯვა უარყოფითი ფაქტორია ქრონიკული ვენური დაავადებისთვის, ასევე ლიმფური სისტემისთვის.

რის საფუძველზე ხდება დიაგნოსტირება?


- პირველ რიგში, დეტალური გამოკითხვა, ასევე კლინიკური შეფასება. შემდეგ ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ოქროს სტანდარტი არის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, კერძოდ დუპლექს სკანირება.

ის გვაძლევს სრულ შედეგს, თუმცა დამატებითი კვლევებიც შეიძლება გახდეს საჭირო, განსაკუთრებით პოსტთრომბოზული დაზიანებისას.

როგორია მკურნალობის მეთოდები?


- ქრონიკული ვენური დაავადებების მხოლოდ 20% შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს ექიმ-სპეციალისტის ნახვას. დანარჩენი 80% ეს არის პაციენტები, რომლებსაც შეუძლიათ დაავადება ან თავად მართონ, ან - ოჯახის ექიმის, ანუ პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე.

მკურნალობა არის მედიკამენტური, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიული თერაპიის გამოყენებას.

ინვაზიური მკურნალობის მეთოდები მაქსიმალურად არის დახვეწილი და კოსმეტიკური დეფექტებიც ნაკლებად ახასიათებს.

ეს შეიძლება იყოს მინი-ინვაზიური, ენდოვასკულური მეთოდები, ლაზერი, ან რადიოსიხშირული ტალღები და აშ.

რიგ შემთვევებში, ტრადიციული თერაპია, ანუ სკლეროთერაპია.


რამდენად გავრცელებულია მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი და ვის უვითარდება?


- ეს დაავადება აღენიშნებათ ქალებს, ვითარდება მენჯის ვენების ვარიკოზის არსებობის შემთხვევაში, როდესაც ვარიკოზი არის მრავლად მენჯის ღრუში.

მენჯი მოცულობით არ არის დიდი, ორგანოები კი მასში მრავლად არის. ვენების გადიდება, წნევის მომატება იწვევს ამ ორგანოებზე ზეწოლას და შესაბამის სიმპტომატიკას.

ამ დაავადებას არ აქვს სპეციფიკური ნიშნები. მხოლოდ 40 % ში აღინიშნება ვენები შორისის მიდამოებში, სასქესო ორგანოებზე, დუნდულებზე, მუცლის წინა კედელზე და აშ.

დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, ეს პაციენტები, სანამ სისხლძარღვთა სპეციალისტამდე მივლენ, არიან გინეკოლოგების, უროლოგების, გასტროენტეროლოგების, ნევროლოგების სტუმრები.

საკმაოდ დიდი დრო იკარგება. ამ დაავადებას ე.წ დავიწყებულ დაავადებას უწოდებენ.

ძნელი იყო მისი დიაგნოსტიკა, არ არსებობდა შესაბამისი ცოდნა, მხოლოდ ტექნოლოგიების მკვეთრმა განვითარებამ მოგვცა  როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის საშუალება. დაავადების მართვა სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ უნდა მოხდეს.

მას აქვს განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობა.

დაავდება ძირითადად გინეკოლოგიური სიმპტომებით მიმდინარეობს.

ხშირად, პაციენტი უარს ამბობს ცოლქმრულ ვალდებულებაზე ტკივილის გამო, რაც ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ხდება.

თუ რატომ აქვს პაციენტს ტკივილი, ხშირ შემთხვევაში სხვა სპეციალისტებისთვის ძნელად ასახსნელია.

რამდენად რთულია დაავდების მართვა?

- სიმპტომატიკის შესამცირებლად გამოიყენება ანალგეტიკები, ეფექტურია ჰორმონოთერაპია.

თუმცა, მისი ხანგრძლივი გამოყენება შეუძლებელია, ვინაიდან ოსტეოპოროზის რისკი იზრდება.

დამაიმედებელი შედეგები ვენოტონიკების გამოყენებამ აჩვენა, მაგალითად, პრეპარატი დეტრალექსი, რომელიც კარგ ეფექტსაც იძლევა და ხანგრძლივად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ინვაზიურ ჩარევას, კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს.



ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
არტერიებს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ორგანოებში, კუნთებსა და ქსოვილებში გადააქვს.
ვენების პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა
სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად