როგორ ავირიდოთ თავიდან ვენური კვანძები და თუ გაჩნდა, როგორ შეგვიძლია მათი მოშორება? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

როგორ ავირიდოთ თავიდან ვენური კვანძები და თუ გაჩნდა, როგორ შეგვიძლია მათი მოშორება?

როგორ ავირიდოთ თავიდან ვენური კვანძები და თუ გაჩნდა, როგორ შეგვიძლია მათი მოშორება?
ვენების პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა

და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე სისხლძარღვთა ქირურგი მამუკა ბოკუჩავა:

რატომ არის ვენების დაავადება ქვედა კიდურებისათვის დამახასიათებელი ?


მსოფლიო მოსახლეობის 70-80 %-ს აღენიშნება ქრონიკული ვენური უკმარისობის სხვადასხვა ფორმა.

ქვედა კიდურებზე ვრცელდება დაავადება ადამიანის სტატიკიდან გამომდინარე - ვერტიკალურ პოზიციაში ყოფნის შედეგად.


ვენურ სისტემას აქვს სისხლის ერთი მიმართულებით გადატანის უპირატესობა პერიფერიიდან გულისაკენ, მას მუდმივად უწევს მუშაობა და სისხლმა მაღლა უნდა იაროს.


იმ რისკ-ფაქტორებმა, რაც დღეს არის გავრცელებული (მჯდომარე ცხოვრების წესი და ა.შ.)
პრიორიტეტული გახადა ქვედა და არა ზემო კიდურების პრობლემები.


აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25% მიმართავს ექიმს ვენური პათოლოგიის გამო. კვლევებით აღმოჩნდა, რომ 10-დან 7-8 პაციენიტს, რომელიც ექიმთან მიდის სხვა ჩივილებით, აღმოაჩნდება ხოლმე ვენების პრობლემა.


მათ, ვინც ცეკვავს, ფეხით და ველოსიპედით ხშირად დადის, ცურავს - ნაკლებად აწუხებთ
ვენური პრობლემები. რა არის ამის მიზეზი?

კუნთების შეკუმშვა ეხმარებათ მათ - კუნთების მუშაობა, ე.წ კუნთოვანი ტუმბო.


ზოგადად, ორი ვენური სისტემა გვაქვს: კანქვეშა და ღრმა ვენური. ძირითადად, სისხლის ნაკადის 90 %-ის გადამტანი არის ღრმა ვენური სისტემა, რომლის მუშაობასაც კუნთოვანი ტუმბო ეხმარება, რომ სისხლის მიმოქცევა იყოს ნორმალური.

მჯდომარე წესის მქონე პაციენტებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაცია - ეს არის იძულებითი მჯდომარე წესის დაბალანსება:


ვისთვისაც ჯდომა აუცილებელია, მათ ფეხის წვერებზე, რაც შეიძლება ხშირად უნდა აიწიონ, რათა კუნთოვანმა ტუმბომ აქტიურად იმუშაოს და მიეხმაროს ვენურ სისტემას, რომ გადააადგილოს სისხლი ნორმალური მიმართულებით - ტერფიდან გულისკენ.



რა სიმპტომები ახასიათებს ვენურ დაავადებებს?

ქრონიკულ ვენურ დაავადებას აქვს 6 სხვადასხვა სტადია. ყველაზე ხშირად, პაციენტთა 50%-ში, აღინიშნება ნულოვანი სტადია - როდესაც ვიზუალურად არ გამოვლინება დაავადება. 

ამ დროს ვარიკოზული ვენები, არც ე.წ რეტიკულური ვენები, არც კაპილარული ქსელები - არ აღინიშნება. თუმცა, ადამიანებს აქვთ სიმპტომები, რომლებსაც ვერ უკავშირებენ ვენების პათოლოგიას. მთავარი სიმპტომებია: დღის ბოლოს სიმძიმის შეგრძნება, გაურკვევლი ტკივილები ქვედა კიდურებში, პერიოდულად გაკვანძვა. თუ ეს სიმპტომები გაჩნდა, ეს დასაწყისია ვენური უკმარისობის.


დანარჩენ სტადიებზე რას გვეტყვით ?

პირველი სტადია არის ობობისებური ქსელი, ან რეტიკულური ვენები - ეს არის ვენები, რომელთა დიამეტრიც 2-3 მმ-ს არ აღემატება.

მეორე - ვარკოზული - გამობურცული ვენები.

მესამე - ყველა ამ სიმპტომს დამატებული კიდურის შეშუპება, რომელიც მოსვენების შემდეგ ცხრება.

მეოთხე - კანის პიგმენტაციის დარღვევა, ყავისფერი ლაქები.

მეხუთე - შეხორცებული ტროფიკული წყლულები.

მეექვსე - აქტიურად მიმდინარე ტროფიკული წყლულები.


პაციენტთა 4 %-ში დავადება გადადის ერთი სტადიიდან მეორეზე, თუ დროული მკურნალობა არ მოხდა.



რომელი ჯგუფის პრეპარატები სჯობს ვენური პათოლოგიების დროს?


პაციენტთა 20-25% საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, დანარჩენ შემთხვევებში ხანგრძლივი, მედიკამენტური მკურნალობა არის საჭირო.

ყველაზე ეფექტურ პრეპარატად, ქრონიკული ვენური დაავადებების მართვის გაიდლაინით, ითვლება დეტრალექსი, რომელიც გამოიყენება ყველა სტადიაზე.

მისი ეფექტურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ის მოქმედებს პათოგენეზის ყველა იმ მექანიზმზე რომელიც განაპირობებს ქრონიკული ვენური დაავადებების განვითარებას. ყველა სიმპტომს ხსნის.


ის ნედლი ფორთოხლის კანისგან მზადება, მცირე ნაწილაკებად არის დაქუცმაცებული და მიღებისთანავე კუჭის ლორწოვანში მალე იხსნება, მალე ხდება მისი შეწოვა. შესაბამისად, მისი ეფექტი არის დროული და ხანგრძლივი.



რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა, რომ მიზანდასახული მკურნალობა დაინიშნოს?

მნიშვნელოვანია პაციენტის გამოკითხვა და ანამნეზური მონაცემების შეკრება.

ყველა რისკ-ფაქტორის გათავლისწინება კონკრეტულ პაციენტთან.

ეფექტური კვლევის მეთოდია დუპლექს სკანირება, რომელიც ყველა დონის შეფასებას იძლება.

ორსულებთან დამატებით საჭიროა კოაგულოგრამა, რათა შემდედებელი სისტემა შეფასდეს.


რეკომენდაციები ორსულებს?

იმ ორსულებს, რომლებსაც ორსულობამდე უკვე აქვთ ვენური პრობლემები უნდა ატარონ ელასტიკური ტრიკოტაჟი. ასევე, მიიღონ საჭირო მედიკამენტები პირველი ტრიმესტრის მერე.



როგორ ავირიდოთ თავიდან ვენური კვანძები და თუ გაჩნდა, როგორ შეგვიძლია მათი მოშორება?


ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი არის პროფილაქტიკა.


ცხელ პირობებში ვისაც უწევს მუშაობა, მაგალითად, საცხობში მათ ხშირად უნდა მიიღონ ცივი შხაპი და ფეხით ბევრი იარონ.


ვისაც უკვე აქვს ვიზუალური პრობლემები, არსებობს მრავალი თანამედროვე მიდგომა.


ეს არის ულტრაბგერითი აბლაცია, რადიოსიხშირული აბლაცია, ასევე ლაზერული აბლაცია და სკლეროთერაპია, რომლის დროსაც სპეციალური პრეპარატების შეყვანა ხდება ქსელში და ვიზუალური პრობლემები ქრება.



ყველა მეთოდს აქვს თავის კონკრეტული ჩვენება.

ულტრაბგერითი გამოკვლევის, დუპლექს სკანირების შემდეგ, ინდივიდუალურად აირჩევა მეთოდი.


შეიძლება თუ არა ღრმა ვენებმა განიცადოს სერიოზული ცვლილება?

ყველაზე ცუდი გართულება არის ღრმა ვენების თრომბოზი.


თრომბოზს არ განაპირობებს მხოლოდ პროთრომბინის მაღალი მაჩვენებელი. საჭიროა შემადედებელი სისტემის ფართოდ შეფასება - კოაგულოგრამის ჩატარება.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
5-11 აპრილს ვენების კვირეული იმართება, ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი ვენური და ლიმფური დაავადებების ცნობადობის ასამაღლებლად.
არტერიებს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ორგანოებში, კუნთებსა და ქსოვილებში გადააქვს.
სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად