თუ ფეხები გიშუპდებათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

თუ ფეხები გიშუპდებათ

თუ ფეხები გიშუპდებათ

ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:


1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
2. ფლებიტი (ცალი კიდური);
3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
5. ღვიძლის დაავადებები;
6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);
7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
9. პრეპარატები;
10. პერიკარდიტი;
11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი

გულის უკმარისობა. მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების ვირუსული და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს,

რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის
უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.

ფლებიტი. ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას - საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია - ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული.

თირკმლის დაავადებები - ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ნორმაში ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს.

ღვიძლის დაავადებები. ამ დროს შეშუპება ორი მექანიზმით ვითარდება:

  1. დაზიანებული ღვიძლის კედლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი ოდენობის ალბუმინს და ირთვება თირკმლის დაავადების მსგავსი მექანიზმი;
  2. ქსოვილოვანი დაზიანების გამო ღვიძლი სისხლს ქვედა კიდურებიდან გულისკენ შეუფერხებლად ვეღარ ატარებს და ისიც ქვედა კიდურებში გუბდება.

შიმშილი. ცილების დეფიციტი იწვევს მთელი სხეულის, განსაკუთრებით კი მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.

კორონარული შუნტირების შემდგომი შეშუპება. მას ქვედა კიდურებიდან დიდი ზომის ვენის ამოკვეთა იწვევს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაივლის - სხვა ვენები ეგუებიან დანაკარგს და მის ფუნქციებს ინაწილებენ.

პრეპარატები. შეშუპებას იწვევს ტესტოსტერონი, სტეროიდები, ესტროგენები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ჰიპოტონიური საშუალება.

პერიკარდიტი. პერიკარდიუმი გულის პერანგია, იგი გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება.

ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები. ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

პრაქტიკული რჩევები

  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
  • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
  • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
  • თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
  • სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 21-10-2019
მარიამი
გამარჯობა, ორივე კიდური მისივდება დღის მეორე მონაკვეთში და მიჭირს სიარული, ტერფებზე შეწითლებებიც მაქვს, დიდი წონა მაქვს და მაინტერესებს რომელ ექიმს მირჩევთ რომ მივმართო? გთხოვთ მიპასუხოთ.
თარიღი : 01-07-2019
სოფო
ქალბატონს აქვს გადატანილი ინფაქტი ექიმმა დაუნიშნა წამლები შემდეგ გაუარესდა მდგომარეობა სიარული უჭირს ფეხები გაუსივდა თირკმლის პრობლემაც დაემატა სვამს წამალს მაგრამ ასე არ გამოვა ერი ექიმი სხვას ამკურნალებს მეორესთან მივა სხვას და იქნებ მირჩიოთ რამე საავადმყოფოში რო დააწვინონ და გამოაჯამრთელონ ხო შეიძლება მიტხარით მიგნებული ექიმი ვინც თავიდან ბოლომდე უმკურნალებს და გამოიკვლევს
თარიღი : 12-09-2018
მარეხი
გამარჯობათ. კოჭში მისივდება ორივე ფეხი. დილით თითქმის აგარაა. მთელი დგე მიწევს ძირითადად ფეხზე დგომა. სიწითლე და რამე ეგეთი არ მაქვს. რომ დავწვები კოჭში ცოტა მიბჟუის. რას მირჩეევთ?
თარიღი : 24-07-2018
mamuka
dedas usivdeba didi xania 1 kvira qveda phexi, ra malamos an sxvas ras mirchevdith?
თარიღი : 20-07-2016
maia
გამარჯობათ მისივდიბა ფეხები კოჭთან და საღამოობით ტერფები მეწვის ფეხის კუნთებზე მაქვს სიწითლეები. ფარისებრი ჯირკვალი გამოკვლეული მაქვს და არაფერი ცვლილება არ არის, არც ვენებია არც გული და თირკმელი. იქნებ მირჩიოთ რომელ ექიმს მივმართო? ძალიან გთხოვთ უპასუხოდ არ დატოვოთ
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად