თრომბი - გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

თრომბი - გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა

თრომბი - გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა
სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით
ადამიანს აწუხებს. დაავადებებმა დამატებითი აქტუალობა CoVid-19-ის პირობებშიც შეიძინეს, როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მთელი რესურსით ჩაერთო.

გთავაზობთ თოდუას კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი დეისაძესთან ინტერვიუს, რომელიც სისხლძარღვების პათოლოგიებზე, მათ შორის, თრომბზე, მის გავრცელებასა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრა.


– რა არის თრომბი და რა სიმპტომებით გამოვლინდება პაციენტებში?

– თრომბი ეს არის შედედებული სისხლის მასა , სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელი სისხლძარღვის დახშობა მოხდება, ეს იქნება ვენურ სისტემაში თუ არტერიულ სისტემაში. გამოვლინდება შესაბამისი ორგანოს
იშემიით და ფუნქციის დაქვეითებით, ეს შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ორგანოები ასევე ქვემო და ზემო კიდურები, შესაძლებელია თვის ტვინი.

თრომბოემბოლიაა, როდესაც მსხვილი კალიბრის სისხლძარღვიდან წვრილი კალიბრის სისხლძარღვში ხდება თრომბის გადასროლა, რაც მის დახშობას იწვევს. მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც თრომბი იჭედება იქ, სადაც ვერ გაძვრება, რაც სრულიად
ახშობს სისხლის მიდინებას ქსოვილებში.

ათეროსკლეროზი, სისხლძარღვის ნელ-ნელა შევიწროება, რაც სისხლის გადინებას აფერხებს და წამოქმნის ლოკალურ თრომბს.

თრომბის განვითარებისას ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდების მწვავე დახშობა გამოიხატება ამ კიდურის გაბუჟებით, მოძრაობის შეზღუდვით, ის ასევე სისხლის ნაკლებობის გამო იცვლის ფერს და ხდება მოლურჯო.


– რა მეთოდებს იყენებთ გამოკვლევის და მკურნალობისთვის?

– გამოკვლევის ძირითადი საშუალება დუპლექს სკანირებაა. ეს ულტრაბგერითი მეთოდი აფასებს როგორც სისხლძარღვის გამავლობას, ისე სისხლის ნაკადის სიჩქარეს, ბლოკირებულ არტერიას და ა.შ.

ამის შემდეგ საქმეში კომპიუტერული ტომოგრაფია ერთვება. ის თითქმის 100%-იანი სიზუსტით გვეუბნება სად არის დახშობის კერა.
რაც შეეხება მკურნალობას, თოდუას სამედიცინო ცენტრში დანერგილი გვაქვს მსოფლიოში აპრობირებული ორივე მეთოდი: ოპერაციული მკურნალობა და ენდოვასკულარული ჩარევა, რომელიც ახალი მიმართულებაა და ჩაკეტილი სისხლძარღვის გახსნას უსისხლოდ, გაჭრის გარეშე გულისხმობს.


– რა შემთხვევაში იყენებთ სტენტირებას და აქვს თუ არა მას რაიმე უკუჩვენება?

– სხეულის სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებული ტიპის სტენტები არსებობს, როგორც მცირეკალიბრიანი, ასევე საშუალო და დიდი კალიბრის. მათ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც სისხლძარღვი დახშული ან შევიწროებულია და მისი გახსნა გვინდა.

შესაძლოა სტენტი ისევ შევიწროვდეს, თუ ადამიანი ექიმის რეკომენდაციებს არ დაიცავს და კონსერვატიულ მკურნალობაზე უარს იტყვის. არის შემთხვევები, როდესაც სისხლძარღვი ეხშობა სხვა უბანში, სტენტის შემდეგ, ან მანამდე, რაც გამოსწორებას ექვემდებარება.

ჩემს პაციენტებს ხშირად ვუხსნი ხოლმე და ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ სტენტის ჩასმა გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ, არ ნიშნავს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ათეროსკლეროზი ეს ქრონიკული პროცესია , მაგრამ მისი მართვისა და გამოსწორების შემთხვევაში თავიდან შეგვიძლიო ავირიდოთ მძიმე გართულებები, ამას განსაკუთრებით ხშირად ვაღწევთ მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, როდესაც ორგანოს ვინარჩუნებთ და არ ხდება კიდურის დაკარგვა.


– რამდენად მინიინვაზიურია თოდუას კლინიკაში სისხლძარღვების ქირურგია?

– თოდუას სამედიცინო ცენტრის ჩვენს განყოფილებაში ჰიბრიდული საოპერაციო გვაქვს - ნაწილობრივ ღიად ვასუფთავებთ სისხლძარღვს, ხოლო შემდგომ ოპერაცია დახურულად, ანუ მინიინვაზიურად გრძელდება. პაციენტების მკურნალობა და სტენტის იმპლანტაცია Siemens Artist Zee-ით, ანგიოგრაფიული აპარატით მიმდინარეობს.

დაახლოებით 90% შემთხვევებში მცირეინვაზიური მიდგომაც საკმარისია. ეს კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას 24-48 საათამდე ამცირებს. პაციენტებს მეორე დღეს უკვე ფეხზე ვაყენებთ, შეგვიძლია ბინაზე გავწეროთ და ნება მივცეთ შედარებით მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


– კორონავირუსი, როგორც ცნობილია, სისხლის შესქელებასა და თრომბის წარმოქმნას იწვევს. რა რეკომენდაციას მისცემდით მოსახლეობას?

– პანდემიიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ხშირად კორონავირუსიან პაციენტებს თრომბოზული გართულებები აღენიშნებათ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი და რისკ-ფაქტორები არ აქვთ, ხშირად თვითნებურად სვამენ გამათხელებელ პრეპარატებს. ჩვენ ამის რეკომენდაციას არ ვიძლევით.

იმ პაციენტებისთვის კი, რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი და მიეკუთვნებიან რისკჯგუფს ან გადატანილი აქვთ ვენური თუ არტერიული თრომბოზი, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, ინიშნება სპეციალური კონსერვატორული მკურნალობა და სისხლის გამათხელებლებლების (ანტიკოაგულანტების) ინდივიდუალურად ხდება დოზის დანიშვნა.







გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 10-12-2020
ირა რობაქიძე
ორჯერ მაქვს ორივე ფეხზე გაკეტებული ოპერაცი და კიდევ გამომივიდა ვენები. ანუ ოპერაცია უშედეგოა.
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
5-11 აპრილს ვენების კვირეული იმართება, ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი ვენური და ლიმფური დაავადებების ცნობადობის ასამაღლებლად.
არტერიებს ჟანგბადით მდიდარი სისხლი ორგანოებში, კუნთებსა და ქსოვილებში გადააქვს.
ვენების პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად