კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების სისხლძარღვები ქალებთან შედარებით განსხვავებულად ფუნქციონირებს, როგორც ახალგაზრდობის დროს, ისე ხანდაზმულ ასაკში. დამახასიათებელი ცვლილებები იწყება უკვე 30 წლის ასაკში და ნარჩუნდება სიკვდილამდე. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საფუძველს, რომელიც ქალებს განსხვავებულად აღენიშნებათ, მამაკაცებთან შედარებით.
მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებში არტერიული წნევა გაცილებით ადრე მატულობს, ვიდრე მამაკაცებში. ასევე ეს მატება უფრო მკვეთრი ხასიათისაა