მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები

შესაძლოა ცელულიტის განვითარების მიზეზიც გახდეს.

ლიმფის დაბრუნება სისხლის მიმოქცევის სისტემაში ლიმფური ძარღვების ქსელით, რეალურად, ფეხის კუნთების შეკუმშვითა და თორაკო-აბდომინური (მკერდ-მუცლის) ტუმბოს დახმარებით ხდება. ხანგრძლივად ჯდომით აღნიშნულ სისტემებს ნორმალურად ფუნქციობის საშუალება არ ეძლევათ. სამუშაო დღის განმავლობაში დგება მომენტი, როდესაც ფეხების ქსოვილებში სითხე გროვდება და სიმძიმეს შევიგრძნობთ. ფეხების კანი და ქსოვილები ასეთ დროს იტანჯება. დროთა განმავლობაში მეტისმეტად გაწელილი, ელასტიკურობადაკარგული ქსოვილები აქეთ ეხმარება ცილებით მდიდარი სითხის ჭარბად დაგროვებას, ვენური სისხლის შეგუბება აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, სისხლი მეზობელ ქსოვილებში ჟონავს და მავნე შედეგებს იწვევს.

ხანგრძლივად ჯდომა ბარძაყებისა და დუნდულა კუნთების ქსოვილებზეც ზემოქმედებს, აფერხებს სისხლის ნორმალურად მიმოქცევას, აზიანებს კაპილარებს, იწვევს სისხლის ინფილტრაციას, რაც საბოლოოდ ცელულიტის განვითარებას განაპირობებს.

ხანგრძლივად ჯდომა, ისევე როგორც დგომა, მავნებელია ქვედა კიდურებისათვის, ზრდის ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელების მიხედვით მსოფლიოში კარიესის შემდეგ მეორე ადგილზეა. სპეციალისტთა განცხადებით, ამა თუ იმ სახით მისი აღმოჩენა 30 წელს გადაცილებულ პრაქტიკულად ყველა ადამიანთან შეიძლება. განსხვავება მხოლოდ განვითარების სტადიაში იქნება. ამ პათოლოგიას 6 სტადია აქვს. ყველაზე მძიმე სტადიებს ქალები ჰორმონული ფონის დარღვევის, მშობიარობისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამო აწყდებიან.

როდესაც ადამიანი გაუნძრევლად ხანგრძლივადაა ერთ პოზაში, მაგალითად ზის, წვივისა და ტერფის კუნთები ვერ ფუნქციობს, რის გამოც სისხლძარღვთა ტონუსი სუსტდება და სისხლი გუბდება. თუ უწინ ამ დაავადებით იმ პროფესიის ადამიანები იტანჯებოდნენ, რომლებსაც ხანგრძლივად უწევდათ ფეხზე დგომა (ქირურგები, დალაქები, მასწავლებლები), სადღეისოდ, უმოძრაო ცხოვრებისა და კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომის გამო, ვენების ვარიკოზი ბევრ ადამიანს აღენიშნება. ბოლო პერიოდში ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა - „კომპიუტერული ვარიკოზი“.

გამოსავალი მხოლოდ მოძრაობაა, მით უფრო, კომპიუტერთან მუშაობისას, აუცილებელია პერიოდულად ვარჯიში. სასურველია წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ ოთახში და შეასრულოთ 15-20-წუთიანი ვარჯიში.

ძალზე სასარგებლოა ცურვა. ის მატონიზებლად მოქმედებს მთელი სხეულის სისხლძარღვებზე, ასტიმულირებს ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევას.