მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები

მჯდომარე ცხოვრება და ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები
მჯდომარე ცხოვრება მძიმედ აისახება ფეხების მდგომარეობაზე, ლიმფური და ვენური სისტემების ფუნქციობაზე. შესაძლოა ცელულიტის განვითარების მიზეზიც გახდეს.

ლიმფის დაბრუნება სისხლის მიმოქცევის სისტემაში ლიმფური ძარღვების ქსელით, რეალურად, ფეხის კუნთების შეკუმშვითა და თორაკო-აბდომინური (მკერდ-მუცლის) ტუმბოს დახმარებით ხდება. ხანგრძლივად ჯდომით აღნიშნულ სისტემებს ნორმალურად ფუნქციობის საშუალება არ ეძლევათ. სამუშაო დღის განმავლობაში დგება მომენტი, როდესაც ფეხების ქსოვილებში სითხე გროვდება და სიმძიმეს შევიგრძნობთ. ფეხების კანი და ქსოვილები ასეთ დროს იტანჯება. დროთა განმავლობაში მეტისმეტად გაწელილი, ელასტიკურობადაკარგული ქსოვილები აქეთ ეხმარება ცილებით მდიდარი სითხის ჭარბად დაგროვებას, ვენური სისხლის შეგუბება აზიანებს სისხლძარღვთა
კედლებს, სისხლი მეზობელ ქსოვილებში ჟონავს და მავნე შედეგებს იწვევს.

ხანგრძლივად ჯდომა ბარძაყებისა და დუნდულა კუნთების ქსოვილებზეც ზემოქმედებს, აფერხებს სისხლის ნორმალურად მიმოქცევას, აზიანებს კაპილარებს, იწვევს სისხლის ინფილტრაციას, რაც საბოლოოდ ცელულიტის განვითარებას განაპირობებს.

ხანგრძლივად ჯდომა, ისევე როგორც დგომა, მავნებელია ქვედა კიდურებისათვის, ზრდის
ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელების მიხედვით მსოფლიოში კარიესის შემდეგ მეორე ადგილზეა. სპეციალისტთა განცხადებით, ამა თუ იმ სახით მისი აღმოჩენა 30 წელს გადაცილებულ პრაქტიკულად ყველა ადამიანთან შეიძლება. განსხვავება მხოლოდ განვითარების სტადიაში იქნება. ამ პათოლოგიას 6 სტადია აქვს. ყველაზე მძიმე სტადიებს ქალები ჰორმონული ფონის დარღვევის, მშობიარობისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამო აწყდებიან.

როდესაც ადამიანი გაუნძრევლად ხანგრძლივადაა ერთ პოზაში, მაგალითად ზის, წვივისა და ტერფის კუნთები ვერ ფუნქციობს, რის გამოც სისხლძარღვთა ტონუსი სუსტდება და სისხლი გუბდება. თუ უწინ ამ დაავადებით იმ პროფესიის ადამიანები იტანჯებოდნენ, რომლებსაც ხანგრძლივად უწევდათ ფეხზე დგომა (ქირურგები, დალაქები, მასწავლებლები), სადღეისოდ, უმოძრაო ცხოვრებისა და კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომის გამო, ვენების ვარიკოზი ბევრ ადამიანს აღენიშნება. ბოლო პერიოდში ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა - „კომპიუტერული ვარიკოზი“.

გამოსავალი მხოლოდ მოძრაობაა, მით უფრო, კომპიუტერთან მუშაობისას, აუცილებელია პერიოდულად ვარჯიში. სასურველია წამოდგეთ, გაიარ-გამოიაროთ ოთახში და შეასრულოთ 15-20-წუთიანი ვარჯიში.

ძალზე სასარგებლოა ცურვა. ის მატონიზებლად მოქმედებს მთელი სხეულის სისხლძარღვებზე, ასტიმულირებს ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
ვენების დაავადებები საზოგადოების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად