"ჩუმი ბომბი" სისხლძარღვებში - როდის ჩნდება თრომბი და ანევრიზმა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

"ჩუმი ბომბი" სისხლძარღვებში - როდის ჩნდება თრომბი და ანევრიზმა

"ჩუმი ბომბი" სისხლძარღვებში - როდის ჩნდება თრომბი და ანევრიზმა
სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზია.
ამ პათოლოგიებიდან ყველაზე ცნობილია ვენური უკმარისობა, ე.წ. ვარიკოზული ვენების დაავადება. ის საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ძირითადად ქალებში გვხვდება, თუმცა მისგან დაზღვეული არც კაცები არ არიან. ასევე, მომატებულია არტერიული პათოლოგიების შემთხვევები, რაც მთელ მსოფლიოში ურთულესი პრობლემაა.

სისხლძარღვების პათოლოგიებისგან გამოწვეული ყველაზე დიდი საფრთხე ანევრიზმაა, რომელიც, როგორც წესი, თავს მოულოდნელად იჩენს ხოლმე და მასზე რეაგირება ხშირად დაგვიანებულია. სწორედ ამიტომ მას "ჩუმ ბომბსაც" უწოდებენ.

რამდენად სახიფათოა გაფართოებული ან შევიწროებული სისხლძარღვები
და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დეისაძე გვესაუბრება.

- რატომ ჩნდება ვარიკოზული ვენები ქვედა კიდურებზე და როგორია მისი სიმპტომები?

- სისხლძარღვთა პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობის პრობლემაა, რომელიც უმეტესად ქალებს აწუხებთ, თუმცა
იშვიათი არც კაცებშია. ამ დროს ქვედა კიდურებზე ფართოვდება ვენები, აღარ ფუნქციონირებს არსებული სარქველები. მისი სიმპტომებია ფეხებში ქრონიკული სიმძიმის შეგრძნება, დაბუჟება და შეშუპება, ძირითადად საღამოობით. სამწუხაროდ, პაციენტები პირველივე ჩივილების დროს არ მიმართავენ ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება, ძალიან საშიში გახდეს.

- კონკრეტულად, რა გართულებებს იწვევს მკურნალობის დაგვიანება?


- პირველი - ეს არის თრომბოფლებიტი, ანუ გაფართოებული ვენების დათრომბვა, როცა შესაძლებელია, განვითარდეს ვენის კედლის ანთება. ამ დროს დაავადება გადაიქცევა საშიშად, რადგან არსებობს რისკი, თრომბი მოწყდეს და გულისკენ დაიძრას.

შემდეგი გართულება დაავადების უფრო გვიან სტადიებზე ხდება. როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ჩატარებულა მკურნალობა, ვითარდება ტროფიკული წყლული. წვივის არეში კანი იცვლის ფერს, ხდება მოყავისფრო, ირღვევა კანის სტრუქტურა. თუ ამ გართულებების შემთხვევაშიც კი ადამიანი არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა, კიდურის დაკარგვამდეც მივიდეს საქმე.

- რამდენად იოლია და რას მოიცავს დაავადების დიაგნოსტიკა?

- ამ დაავადების დიაგნოსტიკა მარტივად, ულტრაბგერითი გამოკვლევის გზით, დუპლექს სკანირებით ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა დაავადების ასაკი, მნიშვნელოვანი როლი სწორედ ადრეულ დიაგნოსტირებას ენიჭება. მაგალითად, მე მყავს 27 წლის პაციენტი ვენური უკმარისობის საკმაოდ მძიმე ფორმით. თუმცა, გვყავს საკმაოდ ასაკოვანი პაციენტიც ათჯერ მეტად დიდი ვენური უკმარისობით, მაგრამ გართულებების გარეშე. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა და პროგნოზი, რა ასაკში აღმოაჩნდება ადამიანს ეს პრობლემა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას.

- როგორია მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის თანამედროვე მეთოდები?


- 21-ე საუკუნეში ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ მარტივია და დიდ ჩარევასთან არ არის დაკავშირებული. ჩვენთან კლინიკაში ხშირად ვაკეთებთ ღია კლასიკური წესით ჩარევას, რაც დაზიანებული ვენის ამოღებას გულისხმობს. ამით იხსნება გართულებების განვითარების რისკი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი რთული არ არის. პაციენტი მეორე დღეს გაეწერება და ეძლევა რეკომენდაციები. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს დიდი ფიზიკური დატვირთვა. ასევე, არ არის სასურველი მძიმე სამუშაოს შესრულება და შორ მანძილზე მგზავრობა.

მეორე ტიპის ჩარევა კიდევ უფრო მარტივია. ჩვენ გვაქვს გერმანული აპარატი "ბიოლიტეკ ლეონარდო", რომელიც უახლესი მოდელია ლაზერული აბლაციისთვის. ეს პროცედურა ოპერაციასთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებად ინვაზიურია. ეს არ არის სტაციონარული ქირურგია, ეს არის ამბულატორიული ქირურგია. პაციენტი დილით მოდის, იკეთებს ამ მანიპულაციას და 2 საათში საკუთარი ფეხით ტოვებს კლინიკას. ის არ საჭიროებს ანესთეზიას, არ აქვს ჭრილობა, არის მხოლოდ პატარა ნაჩხვლეტი და, მაქსიმუმ, 3 საათში პაციენტი თავისუფალია.

- რატომ აქტიურდება დაავადება ზაფხულის სეზონზე და როგორია რეკომენდაციები?

- დიახ, ვენური უკმარისობა განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში, რადგან მაღალ ტემპერატურას გავლენა აქვს სისხლძარღვებზე. სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, მატულობს სტაზი და შეშუპება, შესაბამისად, იზრდება ჩივილები.

ვენური უკმარისობა პაციენტებს ქრონიკულად აქვთ, უბრალოდ, ზაფხულში მწვავდება და სითბოს გამო სიმპტომები აქტიურდება.

რაც შეეხება რეკომენდაციას, კარგია ცურვა, როგორც ზღვაზე, ისე აუზზე, თუმცა დილის მონაკვეთში, როცა მზე ძალიან მცხუნვარე არ არის. ასევე, საყურადღებოა, რომ ცხელი ქვიშა, რუჯი, მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა ააქტიურებს და ამრავლებს დაზიანებულ კაპილარებსა თუ ვენურ კვანძებს. ასევე, ვურჩევ, გადაადგილდნენ ფეხით და ნუ მიიღებენ ცხელ შხაპს, უმჯობესია თბილი, საშუალო ტემპერატურის წყლის გამოყენება.

- არტერიულ პათოლოგიებში რომელი დაავადებაა კიდურებისთვის ყველაზე საშიში?


- არტერიული დაზიანებიდან ყველაზე გავრცელებული პრობლემა ათეროსკლეროზია. ამ შემთხვევაში, პირიქით ხდება - სისხლძარღვების შევიწროება, ან მთლიანად დახშობა ქვემო კიდურებში. დაზიანებული სისხლძარღვი ვეღარ ატარებს სისხლს და პაციენტს ისეთი სიმპტომები უვითარდება, როგორებიცაა: ფეხის გაციება, დაბუჟება, სიარულის გაძნელება, ე.წ. გარდამავალი კოჭლობა.

შეუსვენებლად ფეხით ჯერ 300-500 მეტრს გადიან, შემდეგ ეს მანძილი თანდათან მცირდება და ბოლოს შესაძლოა, ადამიანს ყოველ 10 მ-შიც კი დასჭირდეს შესვენება. ფეხი ძალიან იღლება, იმის გამო, რომ კუნთს არ ჰყოფნის სისხლი. ამ შემთხვევაში შესაძლოა, განვითარდეს თითზე სილურჯე, რაც ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტის საფუძველი უნდა გახდეს. ყველაზე დიდი გართულება, რაც ათეროსკლეროზის დროს შეიძლება განვითარდეს, არის განგრენა, რომელიც უყურადღებობის გამო შესაძლოა, კიდურის ამპუტაციამდეც კი მივიდეს.

- რამდენად ეფექტიანია ამ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდები?


- დაავადების სამკურნალოდ ამ შემთხვევაშიც 2 ტიპის ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. ეს არის ღია ოპერაცია და ენდოვასკულარული ჩარევა, ანუ დახურული მეთოდით დახშული სისხლძარღვების გახსნა. ეს დაავადება უფრო ხანდაზმულ, 60-70 წლის ასაკში იჩენს თავს. მათთან, ვისაც გადატანილი აქვთ ინფარქტი, ინსულტი ან სხვა პათოლოგიები, ღია ოპერაციული ჩარევისას რისკები არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში, სტენტირების შესაძლებლობას განვიხილავთ და თუ ეს გამართლებულია, პრობლემა ერთი ჩხვლეტით წყდება. ამ შემთხვევაში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა და სტენტირება 80-90 წლის პაციენტებისთვისაც კი წარმატებით გაგვიკეთებია.

იმ დროს, თუ სტენტირება შეუძლებელია, დაზიანებულ სისხლძარღვს ხელოვნური სისხლძარღვით ვცვლით.

- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ოპერაციის შემდეგ?


- გენეტიკასა და სქესზე ზემოქმედება, ბუნებრივია, არ შეგვიძლია. თუმცა, თამბაქოსა და ქოლესტერინიანი საკვების აკრძალვა შესაძლებელია და ამას პირდაპირი კავშირი აქვს ოპერაციის შედეგთან. ათეროსკლეროზი არ არის გრიპი და გაციება, რომ მკურნალობის შემდეგ ორგანიზმიდან გამოვიდეს. ეს არის დაავადება, რომელიც

ორგანიზში მუდმივად არსებობს და თუ პაციენტი რეკომენდაციებს ზუსტად არ დაიცავს, არის მისი განმეორების ალბათობა. სამწუხაროდ, ამ დაავადების სრულად განკურნება მსოფლიოს დღესდღეობით არ შეუძლია.

- რას გულისხმობს და როგორ ვითარდება ანევრიზმა, ანუ ე.წ. ჩუმი ბომბი?


- ანევრიზმა არტერიების პათოლოგიური გაფართოებაა, რაც საკმაოდ საშიში მდგომარეობაა და მას "ჩუმ ბომბსაც" უწოდებენ. ანევრიზმას პირდაპირი კავშირი აქვს სიცოცხლესთან. მას არ აქვს გამოხატული სიმპტომები, რაც ადამიანს დაავადების არსებობაზე მიანიშნებს. მის შესახებ პაციენტი მაშინ იგებს, როცა ანევრიზმა სკდება და სისხლის დაკარგვის გამო, გონებას კარგავს, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.

ამ დროს პათოლოგიურად ფართოვდება არტერიის კედელი, რაც შეიძლება მისი გასკდომით დასრულდეს. უმთავრესად ის მუცლის აორტაში, თირკმლის არტერიების ქვემოთ ვითარდება, თუმცა გულ-მკერდისა და სხვადასხვა არტერიის ანევრიზმებიც გვხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტარონ, რათა რეაგირება არ დაგვიანდეს.

ზოგადად, ვენური და არტერიული პათოლოგიები ის დაავადებებია, რომელთა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას შეუძლია, დიდი როლი შეასრულოს მკურნალობისას. ამიტომ პაციენტებს ვთხოვ, ნუ დაელოდებიან გართულებას, პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.9
მსგავსი სიახლეები
ალუბლის ნაჯერი წითელი შეფერილობა ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ მასში ბევრი ანტიოქსიდანტია. ასეც არის - ალუბლის
06-06-2019
ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში დიდი ზომის თრომბი ყალიბდება. სისხლის ნაკადთან ერთად ის გადაადგილება სისხლის
14-05-2019
34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად,
21-01-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმში დიდი ზომის თრომბი ყალიბდება. სისხლის ნაკადთან ერთად ის გადაადგილება სისხლის
მჯდომარე ცხოვრება მძიმედ აისახება ფეხების მდგომარეობაზე, ლიმფური და ვენური სისტემების ფუნქციობაზე.
ექიმ კომაროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება გავრცელების მიხედვით მსოფლიოში კარიესის შემდეგ მეორე ადგილზეა. სპეციალისტთა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად