ექიმ კომოროვსკის რჩევები ვარიკოზის საპროფილაქტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმ კომოროვსკის რჩევები ვარიკოზის საპროფილაქტიკოდ

კონკრეტულად, რა არის აუცილებელი:

1) წონის კონტროლი და სწორი კვება;

სიმსუქნე - რეალური რისკფაქტორია, დიეტა - რეალური გზა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჯანსაღი ცხიმები + რთული ნახშირწყლები + საკმარისი რაოდენობით ცილა + ნაკლები მარილი, მეტი კალიუმი და უჯრედისი;

2) წყლის სმის კონტროლი;

წყლის დეფიციტი იწვევს სისხლის გასქელებას, ეს უკანასკნელი ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევას და თრომბების წარმოქმნას;

3) მოწევაზე უარის თქმა;

4) ხანგრძლივად დგომის ან ჯდომის მაქსიმალურად არიდება;

თუ ვერ ახერხებთ ამის არიდებას, აუცილებლად უნდა ცვალოთ სხეულის პოზიცია, გაიზმოროთ, დაისრისოთ კუნთები, შეასრულოთ სხვადასხვა მოძრაობა ფეხებით, წამოდგეთ და გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი, ერთი სიტყვით _ პერიოდულად ამოძრავდეთ!

5) ვარჯიში;

იდეალური ვარჯიშია _ სიარული;

საუკეთესო _ ცურვა და ველოსიპედით სეირნობა;

მნიშვნელოვანი იოგა – ყველა პოზა, რომელთა დროსაც ფეხები გულის დონეზე მაღლაა.

6) ფეხების მოთავსება "გულის დონეზე მაღლა" დღეში სამჯერ 15 წუთით;

7) მაღალ ქუსლებზე უარის თქმა;

8) უარი ისეთი ტანსაცმლის გამოყენებაზე, რომელიც საზარდულისა და შორისის არეში სისხლძარღვებზე ზეწოლას იწვევს;

9) კომპრესიული მაღალყელიანი წინდების ან წელწინდის გამოყენება;

კომპრესიის ინტენსივობა უნდა შეათანხმოთ ექიმთან;

10) სპეციალური რეკომენდაცია ორსულთათვის - ძილი მარცხენა მხარეს;

გადიდებული საშვილოსნო აწვება ერთ-ერთ მსხვილ ვენას, ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე მარცხენა გვერდზე წოლისას ეს ზეწოლა მცირდება.

თინათინ გოცაძე