თრომბის 6 ნიშანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თრომბის 6 ნიშანი

ან გულის ღრუებში წარმოიქმნება, იწვევს ინფარქტის, ინსულტის და გულის შეტევათა განვითარებას. თრომბების ჩამოყალიბება უხშირესად სისხლის შედგენილობის ცვლილებას უკავშირდება, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულებთან.

ექიმ-სპეციალისტთა განმარტებით, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც თრომბის არსებობაზე მიანიშნებს. ესენია:

1) ერთი კიდურის შეშუპება - მედიკოსების განმარტებით არ შეიძლება ერთი კიდურის შეშუპების უგულებელყოფა, ეს არ არის უმნიშვნელო სიმპტომი, პირიქით, ის მეტად საყურადღებოა, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობის შინაგან ორგანოთა სისხლით მომარაგების დარღვევაზე მიანიშნებს. ეს, ჩვეულებრივ, ღრმა ვენების თრომბოზის დროს ხდება.

2) ქვემო კიდურების ტკივილი - ხშირი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში და კრუნჩხვა, ღრმა ვენების თრომბოზის მანიშნებელია.

3) წითელი ზოლები კანზე - ვენების პარალელური წითელი ხაზები კანზე საგანგაშო სიმპტომია. მათი აღმოჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ზოლების არეში სითბოს შეიგრძნობთ.

4) ტკივილი მკერდის არეში - ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვის პროცესში ხშირად ფილტვებში განვითარებული თრომბის შესახებ ორგანიზმის განგაშის ზარია;

5) ქოშინი - თუ ქოშინი ე.წ. სუფთა ადგილზე ვითარდება ანუ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ის სისხლის შედედებაზე (კოლტებზე) მიანიშნებს, განსაკუთრებით თუ ამ სიმპტომს თავბრუხვევაც ემატება.

6) ხველა - როდესაც ხველა უმიზეზოა და მას თან ახლავს ტკივილი მკერდის არეში, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

თინათინ გოცაძე