ანგიოლოგია

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები
თრომბებისა და ათერომული ფოლაქების განვითარების არიდება, სისხლძარღვების გაწმენდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობის გაუმჯობესება ადვილად შეიძლება ნივრისა და რძის საშუალებით. ამისათვის დაგჭირდებათ:

• 250 მლ რძე
• 5 კბილი ნიორი
• 1 სადილის კოვზი კურკუმა
• 1/4 ჩაის კოვზი პილპილი
• 1 სადილის კოვზი თაფლი

მომზადებისა და მიღების წესი

  1. აიღეთ გარჩეული ნიორი, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დანით დასერეთ;
  2. ნიორს დაამატეთ რძე და ადუღეთ მანამ, სანამ ნიორი არ დარბილდება;
  3. შეურიეთ ერთმანეთს პილპილი და კურკუმა;
  4. ნივრიან რძეს
    დაამატეთ სანელებლების ნარევი;
  5. მიღებულ მასას კარგად მოურიეთ და გადაწურეთ (მოხარშული და გადაწურული ნიორი უმჯობესია საკვებად გამოიყენოთ და არ გადაყაროთ);
  6. გადაწურულ სითხეს დაამატეთ თაფლი;
  7. მიღებული სამკურნალო საშუალება დღის განმავლობაში დალიეთ, შეგიძლიათ 3 ან 4-ჯერად მიღებაზე გადაანაწილოთ. ორკვირიანი კურსის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.

შენიშვნა: დასახელებული ინგრედიენტები არის ერთი დღის ნორმა. ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხელახლა უნდა აიღოთ იგივე რაოდენობის პროდუქტები.

თინათინ გოცაძე

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გავიწმინდოთ სისხლი სახლის პირობებში

სისხლძარღვების გასაწმენდი კიდევ ერთი მეთოდი
მსგავსი სიახლეები
კვირაში მინიმუმ სამჯერ ჩაის მიღებით, შეგვიძლია გავიჯანსაღოთ ორგანიზმი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
04-03-2020
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
20-01-2020
ქალის რძე გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით. მხოლოდ ის შეიცავს ელემენტს, რომელიც კიბოს
05-09-2019