მეცნიერებმა თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს

უნივერსიტეტის მეცნიერებმა, იმავე ქალაქის ცენტრალურ კლინიკასთან თანამშრომლობით, თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს.

ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ახალი პრეპარატის ხსნარი ეფუძნება ნანონაწილაკებს, რომლებიც მაგნიტის დახმარებით თრომბზეა ლოკალიზებული. პრეპარატს შეუძლია სისხლის კოლტების დაშლა 4000-ჯერ უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ეს არსებულ თანამედროვე თრომბოლიზურ საშუალებებს (ე. წ. თრომბოლიტიკებს) ხელეწიფებათ. ახალი საშუალების დადებითი ეფექტი არა მხოლოდ მედიკამენტის დოზის 10-ჯერად შემცირებაშია, არამედ იმაშიც, რომ ის გამორიცხავს იმ მრავლობით გვერდით მოვლენას, რომელიც ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

სინთეზური მასალა შედგება იმ კომპონენტებისგან, რომლებიც ნებადართულია ინტრავენური შეყვანისათვის და ადამიანისათვის უსაფრთხოა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ივანე დუდანოვის განმარტებით, მოწოდებული კომპოზიტის საფუძველზე შექმნილი პრეპარატები მომავალში მაღალეფექტური იქნება არა მხოლოდ თრომბოზების მკურნალობაში, არამედ მათ პროფილაქტიკაშიც, რადგან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიკროდოზებით მოცირკულირე ფერმენტი ნატიფად და რბილად გაწმენდს სისხლძარღვებს. ამასთან, ცილა, რომელიც დაცულია მაგნეტიტის კარკასით, ხანგრძლივად შეინარჩუნებს თავის ფუნქციებს, მანამ, სანამ ღვიძლის მიერ არ გამოიდევნება, როგორც ჩვეულებრივი მეტაბოლიტი.

თრომბოზის სამკურნალო ამ ახალ პრეპარატზე მედიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ.

თინათინ გოცაძე