მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი თავის ტვინისთვის სასარგებლოა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი თავის ტვინისთვის სასარგებლოა
მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი თავის ტვინისთვის სასარგებლოა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაუნის სინდრომი მსოფლიოში ყოველ მე-1000 ადამიანს აღენიშნება. ეს არის ყველაზე გავრცელებული გენეტიკური პათოლოგია, რომელსაც გონებრივი ჩანმორჩენილობა ახასიათებს. ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი დაუნის სინდრომით დაავადებულთა თავის ტვინისათვის მეტად სასარგებლოა. საუბარია ეპიგალოკატექინის გალატზე.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაუნის სინდრომით დაავადებულმა 16-დან 34 წლის ასაკის 84 პაციენტმა. კვლევებმა აჩვენა, რომ ეპიგალოკატექინის გალატის მიღება ტვინის სტიმულაციასთან კომპლექსში, დაუნის სინდრომით დაავადებულებთან, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, აუმჯობესებდა მხედველობით მეხსიერებას, "იმპულსური აფეთქების" გაკონტროლებისა და გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობას.

წინამორბედი კვლევების მონაცემთა
თანახმად, ეპიგალოკატექინის გალატი თრგუნავს დაუნის სინდრომთან დაკავშირებული DYღK1A გენის აქტივობას. სპეციალისტთა განმარტებით, აღნიშნული შენაერთი თავის ტვინში აგზნებითი პროცესებისა და ნერვული წრეების ფუნქციობაზე ახდენს გავლენას. დეტალური ინფორმაციისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე კი უტყუარია, რომ დაუნის სინდრომით დაავადებულებისათვის მწვანე ჩაი მეტად სასარგებლოა.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ბრიტანელმა მკვლევარებმა ედინბურგის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ფართომასშტაბური კვლევა, გამოიკვლიეს 244
05-12-2018
იცოდით, რომ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა
09-10-2018
ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით საშუალო სიმძიმის, საზოგადოდ, ძნელად დიაგნოსტირებადია. ამისათვის
05-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ჩვენს დროში უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და გაცხიმოვნება. გაზაფხულისა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად
ალერგია ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა. ექიმების პროგნოზი საკმაოდ დამაფიქრებელია - ალერგიულ ადამიანთა რაოდენობა შემაშფოთებლად იზრდება.
ფრაზა „იცნობდე მტერს!“ - ყველაზე მეტად მიესადაგება ალერგიული ბუნების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ალერგენის ცოდნა,
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა