/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

როგორ ტარდება ცრემლდენისა და საცრემლე გზების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა

დაკრიოცისტიტით გამოწვეული ცრემლდენისა და საცრემლე გზების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის

ინოვაციური მეთოდის გაცნობამდე მინდა მკითხველის ყურადღება თვალის საცრემლე აპარატის ანატომიაზე შევაჩერო.

მოგეხსენებათ, თვალს, მამოძრავებელი და დამცველობითი აპარატის გარდა, საცრემლე აპარატიც გააჩნია. საცრემლე აპარატი შეიცავს საცრემლე ჯირკვალს, საცრემლე მილაკებს (ზედას და ქვედას), საცრემლე პარკსა და ცხვირ-ცრემლის არხს.

საცრემლე ჯირკვალი თვალბუდის ზედა ლატერალურ კუთხეში, შუბლის ძვლის თანამოსახელე ფოსოში მდებარეობს, აქედან ცრემლი (კონიუნქტივის პარკის გავლით) გადადის მოპირდაპირე (მედიალურ) მხარეს არსებულ ცრემლის ტბაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საცრემლე ტბაში მოხვედრილი ცრემლი ზედა და ქვედა საცრემლე მილაკებით გადადის საცრემლე პარკში, აქედან კი ცხვირ-ცრემლის არხით ხვდება ცხვირის ღრუში. საცრემლე პარკი, ფაქტობრივად, ცხვირ-ცრემლის არხის ზედა, ყრუ და გაგანიერებული ბოლოა. საცრემლე მილაკები კი მოკლე (1 სმ-მდე), ვიწრო (0,5 მმ დიამეტრის) არხებია. უკვე გასაგებია, რაოდენ რთული და ნატიფია მათზე ქირურგიული მანიპულირება.

მკითხველისათვის გასაგები რომ იყოს, „დაკრიონ“ ბერძნულად ცრემლს ნიშნავს. დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ანთებაა. მას ფაქტობრივად ცხვირ-ცრემლის არხის შევიწროება (რაც თავის მხრივ ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ანთებების შედეგია) და საცრემლე პარკში ცრემლის დაგუბება იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

დაკრიოცისტიტს ახასიათებს ძლიერი ცრემლდენა, რასაც სამედიცინო ენაზე ეპიფორა ეწოდება. საცრემლე პარკი ხშირად ჩირქდება, იბერება, შედეგად საცრემლე წერტილზე თითის დაჭერა მტკივნეული ხდება და ჩირქდენას იწვევს. თუ ანთებითი პროცესი საცრემლე პარკის ირგვლივ არსებულ ქსოვილებზე გადავიდა, შეიძლება განვითარდეს ფლეგმონა.

დაკრიოცისტორინოსტომია - საცრემლე პარკისა და ცხვირის ღრუს ოპერაციის მეშვეობით დაკავშირებაა. თვალის საცრემლე აპარატის ნატიფი აგებულების გამო ეს რომ ადვილი არ არის და დახელოვნებული, ამ საქმეში გაწაფული პროფესიონალის მეტად ფაქიზ და დახვეწილ მანიპულირებას საჭიროებს, ცხადია. რაც ყველაზე საინტერესოა, დაკრიოცისტორინოსტომია სადღეისოდ საქართველოში ინოვაციური მეთოდით - დიოდლაზერული ენდოსკოპიური ჩარევით ტარდება.

სწორედ ამ მეთოდის შესახებ გვესაუბრება საკუთრივ ოპერაციების შემოქმედი, ახალგაზრდა ასაკში უკვე ძალიან გამოცდილი პროფესიონალი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკისა და ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ქირურგი ოფთალმოლოგი, ბაჩო შენგელია:

- ბატონო ბაჩო, ვიდრე ოპერაციულ მეთოდზე ისაუბრებდეთ, იქნებ გვითხრათ, რა იწვევს ყველაზე ხშირად საცრემლე პარკის ანთებას (დაკრიოცისტიტს).

- დაკრიოცისტიტი, უხშირესად, ახალშობილთა და მოხუცებულთა დაავადებაა. გამოწვეულია საცრემლე გზების ანთებითი ან ქრონიკული პათოლოგიებით. ახალშობილებთან ის ხშირად თანდაყოლილია და გამოწვეულია დედის ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. დაკრიოცისტიტი ზოგჯერ პათოლოგიური მშობიარობისას ვითარდება, ამ დროს შესაძლოა საცრემლე არხი არ გაიხსნას. დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზებია: საცრემლე მილაკებისა და საცრემლე პარკის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებები, ასევე ცხვირის ლორწოვანის ჰიპერტროფია ან ატროფიული რინიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება.

- როგორც ცნობილია, ჩვილებთან და მოხუცებთან სრულიად სხვადასხვა ფაქტორია ჩართული, კლინიკური მიმდინარეობითაც თუ განსხვავდება დაავადება?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვილების შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედის ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობის სწორად წარმართვას, რადგან ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციები ხშირად იწვევს საცრემლე გზების სხვადასხვა პათოლოგიას, გადამწყვეტი როლი ენიჭება მშობიარობის სწორად მიმდინარეობასაც, რადგან ამ დროს გარკვეული გართულებები შემდგომში საცრემლე გზების სხვადასხვა პათოლოგიით გამოიხატება. მოზარდი და ზრდასრული ასაკის პაციენტებთან დაკრიოცისტიტის გამომწვევი მიზეზი უხშირესად ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებია, აგრეთვე ინფექციური დაავადებები, ტრავმები, თერმული დაზიანება, დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება, ასევე ახალშობილობის პერიოდში არასწორი ზონდირება და სხვა. დაკრიოცისტიტი შესაძლოა პოსტოპერაციული შეხორცებითი გართულების სახით განვითარდეს, მაგალითად, წარუმატებელი რინოპლასტიკის შედეგად. მისი მიზეზი ზოგჯერ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ხანგრძლივად ყოფნაა, ის შეიძლება პროფესიული დაავადების სახითაც მოგვევლინოს, მაგალითად, საწარმოში მომუშავე პირებთან.

- უხშირესად რა ჩივილები აქვთ პაციენტებს? ცრემლდენის გარდა კიდევ რა სიმპტომებით ხასიათდება დაკრიოცისტიტი?

- უხვი ჩირქოვანი გამონადენით, რიგ შემთხვევაში ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჩირქოვანი ანთებით და ფისტულის ჩამოყალიბებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებთან და მოზრდილებთან სიმპტომები რამდენადმე განსხვავებულია. ბავშვებთან ვლინდება:

  • ჭარბი ცრემლი;
  • ჩირქოვან-სეროზული გამონადენი თვალის მიდამოდან;
  • თვალის სიწითლე (კონიუნქტივიტი), როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე;
  • ქუთუთოების შეშუპება;
  • ქუთუთოების შეწებება გამონადენით.

ზრდასრულებთან კი, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია იმუნიტეტის დაქვეითება. დაკრიოცისტიტი საზოგადოდ გამოიხატება ჭარბი ცრემლდენით როგორც ბავშვებთან, ასევე მოზრდილებთან. გარდა ამისა, ჩირქოვანი გამონადენით და თვალის ლორწოვანის სიწითლით, ქავილის შეგრძნებით. თვალის ნაზალურ (ცხვირის) ნაწილში შეიძლება აღინიშნებოდეს კანის ზედაპირზე კაფსულისებური, ჩირქოვანი საცრემლე პარკის ამობერილობა, ტკივილის შეგრძნება, ქუთუთოების ჰიპერემია (შეწითლება).

- რას მოიცავს დაკრიოცისტიტის კონსერვატიული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის?

- კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების ჩაწვეთებას გამწვავების პერიოდში, რაც დროებით აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას ანუ დროებით ეფექტს იძლევა, ასევე ზღუდავს პათოლოგიური პროცესის გავრცელებას. ჩვილებთან გამოვლენილი დაკრიოცისტიტის მკურნალობა შესაძლებელია როგორც ანტიბიოტიკების, ასევე სტეროიდებისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების კომბინაციით. უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საცრემლე არხის მასაჟს. თუმცა, სამწუხაროდ, 80% შემთხვევებში მხოლოდ ქირურგიული ჩარევა იძლევა 100-პროცენტიან შედეგს და რეციდივის რისკის დაბალ მაჩვენებელს.

- როდის არის ნაჩვენები ქირურგიული მკურნალობა?

- ქირურგიული ჩარევის ჩვენებაა ჩირქოვანი პარკის არსებობა, ქრონიკული ცრემლდენა, ჩირქოვანი გამონადენი. ახალშობილებთან უპირატესობა ენიჭება საცრემლე არხების გამტარიანობის აღდგენას ზონდირების მეშვეობით, ზრდასრული ასაკის პაციენტებს კი რინოლაზერული ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევა უტარდებათ. მინდა მოგახსენოთ, რომ ენდოსკოპიური დიოდლაზერული დაკრიოცისტორინოსტომია დაკრიოცისტიტით გამოწვეული ცრემლდენისა და საცრემლე გზების დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში – ინოვაციური მეთოდია.

- რას გულისხმობს მეთოდის ინოვაციურობა? იქნებ აღწეროთ ოპერაციის მეთოდიკა, მისი ძირითადი არსი, უპირატესობა...

- ინოვაციური მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ ოპერაცია ტარდება ცხვირის ღრუდან დიოდლაზერით, ენდოსკოპის კონტროლით. ენდოსკოპის საშუალებით ხდება ცხვირის შუა ნიჟარის ვიზუალიზაცია, დიოდლაზერის მეშვეობით კი ცხვირის შუა ნიჟარასა და საცრემლე პარკს შორის ფართო ხვრელის ჩამოყალიბება. ხვრელი მოიცავს ცხვირის შუა ნიჟარის თითქმის მთელ ფართს, რასაც შეესაებამება საცრემლე პარკის გარეთა კედელი. არსებულ ხვრელში ვათავსებთ ჩვენ მიერ შემუშავებულ ვერცხლის იმპლანტს/კლიფსს, ასევე სილიკონის დრენაჟს. კლიფსის და მასტერკის (ხელოვნური მილაკის) საშუალებით შესაძლებელია რეციდივის მინიმუმამდე დაყვანა. ოპერაცია კეთდება მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდი ბევრად უფრო დამზოგველია, რაც მთავარია, მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ინოვაციური მეთოდით ჩატარებული ოპერაციის (ანუ ენდოსკოპიური დიოდლაზერული დაკრიოცისტორინოსტომიის) პრიორიტეტებია:

  • ოპერაციის ხანგრძლივობა - 15-20 წუთი;
  • რეციდივის პრევენცია, რასაც უზრუნველყოფს ნაზალური იმპლანტის/კლიფსის ჩანერგვა არსებულ ხვრელში;
  • კანზე განაკვეთის არარსებობა, რაც კოსმეტიკური ეფექტის საფუძველია;
  • მცირე ინვაზია;
  • სილიკონის იმპლანტი – რომელიც უზრუნველყოფს საცრემლე გზების სრულ აღდგენას;
  • სისხლდენის მინიმალური რისკი;
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მოკლე პერიოდი;
  • ინფექციების განვითარების მინიმალური რისკი.

აქამდე ოპერაცია ღია წესით (მეთოდით) კეთდებოდა, რის გამოც ძლიერ ტრავმული იყო, საცრემლე პარკთან მისადგომად საჭირო იყო ცხვირის ძვლების დამტვრევა-დაზიანება, ამასთან, ბუნებრივი არხების აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამჟამად კი ეს ინოვაციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს რინოლაზერისა და ენდოსკოპის გამოყენებით ჭრილობის გარეშე მივაღწიოთ საცრემლე არხების აღდგენას. სილიკონის იმპლანტაცია კი არხის საცრემლე წერტილისა და ნაზალურ ნაწილში განაკვეთის შეხორცების თავიდან აცილების პრევენციაა. ყოველივე ეს რეაბილიტაციის პერიოდს და დაავადების განმეორების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთანავე, უზრუნველყოფს კოსმეტიკურ ეფექტს. ჩვენ მიერ მოწოდებული სტენტი და კლიფსი გარანტიაა იმისა, რომ არ მოხდება რეციდივი, ხოლო ამ მეთოდის გამოყენებისას ფართო ხვრელის დადება ცხვირისა და პარკის ღრუს შორის ოპერაციის წარმატებული გამოსავლის გარანტიაა. ინოვაციური მეთოდით შესაძლებელია აგრეთვე საცრემლე არხის ანომალიებისა და შეხორცებების დროს ხელოვნური მილაკის “მასტერკას” იმპლანტაცია.

- რა უკუჩვენებები და რისკები გააჩნია ქირურგიულ ჩარევას?

- ინოვაციურ მეთოდს, ღია წესით მიმდინარე ოპერაციისაგან განსხვავებით, სწორედაც რომ დაბალი რისკები აქვს, რადგანაც ნაკლებტრავმულია, ამასთან, სისხლდენის, ინფექციის განვითარებისა და სხვა გართულებათა აღმოცენების მინიმალური რისკი ახლავს. ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია სხვადასხვა სომატური პათოლოგიის არსებობის გამო, რომელთა დროსაც ნარკოზი უკუნაჩვენებია. ოპერაცია არ ტარდება მძიმე ტრავმული მდგომარეობების დროსაც (მაგალითად, სახის ძვლებისა და ქსოვილების დეფიციტი). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური ვარიანტია გამავალი მილაკებისა და საცრემლე წერტილების ნორმალური მდებარეობა. თუმცა ქირურგიული ჩარევა ყველა შემთხვევაში ჩასატარებელია, თუ ავადმყოფი უჩივის ცრემლდენას (ეპიფორას) და ჩირქოვან გამონადენს. ასეთ შემთხვევაში ოპერაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები (5)
ემა
მოგესალმებით მე მაქვს საცრემლე მილზე ოპეტაცია გაკეთებული მაგრამ არაფერი შედეგი არ მაწვს.მაწვს ისევ ცრემ დენა და საღამოობით ჩირქიც.მინდა თქვენთან კონსულტაციის გავლა და დამიკავშირდით ამ ნომერზე574196668.ან თუ შეიძლება რომ მომწეროთ ბატონ ბაჩოს საკონტაქტო ნომერი.მადლობას გიხდით .
თარიღი : 10-05-2023
Zura
Nomeri minda optamologis vinc tvalis zondirebis gaketeba minda
თარიღი : 10-01-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

არის თუ არა კავშირი სტრესსა და ასთმას შორის

გავრცელებულ ნათქვამს, ყველა დაავადება ნერვებისგან არისო, რეალური საფუძველი აქვს.
სრულად
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?

ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში,
სრულად
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი

კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც ხასიათდება ცხვირის გაჭედვით ან გამონადენით,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ალერგოლოგია

გამარჯობა. ასეთი სიტუაცია შემემთხვა- რამოდენიმეჯერ დამაცემინა და გამიწითლდა სახე, დამიბუჟდა ენის ძირი, რაღაცნაირა ზოლად, თითქოს მიკრული მქონდა რაღაც. გამიწითლდა კისერი, გულმკერდი და ნახევარი მუცელი. წვის შეგრძნებით. ასევე, ფეხებშორის წვა. ასევე, ყურებში შუილი და თავში მაწვებოდა. გადამიყვანეს სასწრაფოთი, სტანდარტულად დექსა, გადასხმა. გამომიშვეს დანიშნულებით-სუპრასტინი, ესლოტინი, დექსა. მეორე დღეს სახსრების ტკივილი და 37მ სიცხე მომცა. შემდეგი ორი დღე ნიქსარი დავლიე. სიწითლე სახეზე, და 37მდე ტემპერატურა მქონდა. შემდეგ ამტკივდა და შემისივდა ყელი, ხორხის მიდამოში, კისრის დასაწყისში. შემისივდა ენა, თეთრი ნადებით. ისევ გადამიყვანეს სასწრაფოთი. მას მერე ვსვავ ესლოტინს, ლეტრანს. სახეზე შედარებით უკეთ ვარ. მაგრამ ყელში დისკომფორტი, ყელის დასაწყისში სპაზმივით, თავის დატრიალებისას იგრძნობა განსაკუთრებით, თითქოს ყელის კუნთები მაქვს დაჭიმული. ზოგადად თან ნევროზიც მაქვს, და ამის ფონზე უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ ტარდება ცრემლდენისა და საცრემლე გზების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები