ასთმასა და უძილობას შორის გარკვეული კავშირია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასთმასა და უძილობას შორის გარკვეული კავშირია

პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს, გააანალიზეს ასთმით დაავადებულთა როგორც ცხოვრების სტილი, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაავადების ეტიოლოგიას ყურადღება არ ექცეოდა. გაირკვა, რომ ასთმით დაავადებულთა 37 %-ს უძილობა აღენიშნებოდა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს როდი იყო. სამედიცინო შემოწმების წყალობით ისიც გაირკვა, რომ კვლევაში მინაწილე ამ კატეგორიას იმავდროულად ფილტვებთან, საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა. შედეგად, კვლევაში მონაწილეთა 20 %-ს სიმსუქნეც აღენიშნებოდა. შედარებისთვის, ადამიანებს, რომლებსაც არ აწუხებდათ უძილობა ანუ ღამის განმავლობაში ოპტიმალური დროის განმავლობაში უპრობლემოდ ეძინათ, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ და ბევრად წარმატებულნიც იყვნენ სოციალური მდგომარეობის მხრივ. მეცნიერებმა ისიც გამოავლინეს, რომ ასთმითა და უძილობით შეწუხებულნი ხშირად აკითხავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს დეპრესიისა და განგაშის ტიპის დარღვევათა გამო.

ამ ეტაპზე მეცნიერები ვერ ასკვნიან არსებობს თუ არა რაიმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ პათოლოგიას შორის, თუმცა, ცალსახად მიუთითებენ იმაზე, რომ ძილის რეჟიმის დარღვევა ასთმით დაავადებულებთან ყველა შემთხვევაში უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე. ეს ფორმულირება მართებულია არა მხოლოდ ასთმით, არამედ სხვა პათოლოგიით დაავადებულთა მიმართებაშიც. ბუნებრივია, თუ ადამიანი სრულფასოვნად ვერ ისვენებს ღამის განმავლობაში ანუ ორგანიზმისათვის ოპტიმალური დროის განმავლობაში არ სძინავს, ადრე თუ გვიან მაინც შეეჯახება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

თინათინ გოცაძე