ბრონქო - მუნალი თქვენი მოკავშირე გაციებასთან ბრძოლაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქო - მუნალი თქვენი მოკავშირე გაციებასთან ბრძოლაში

ხშირია სიტუაცია, როდესაც დედა ვერ ასახელებს ზუსტ ციფრს, თუ რამდენჯერ იყო ბავშვი მწვავე რესპირატორული დაავადებით ავად მთელი წლის განმავლობაში. გაჭედილი ცხვირიდან ტკივილი გადადის ყურში, ყელის სიწითლემ გაიარა, სამაგიეროდ ხმა წაუვიდა, ხველა უფრო სველი გახდა და მოიმატა ტემპერატურამ... ვინ არის ამაში დამნაშავე? მცირე ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია. ამ ფონზე ხელშემწყობ როლს ასრულებს მრავალი ფაქტორი. საბოლოო ჯამში, ხშირი ავადობა დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზზე:

• დადის თუ არა პატარა საბავშვო დაწესებულებაში - ბაღში, სკოლაში

• ყოველდღე გაგყავთ თუ არა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ;

• იზოლირებულია თუ არა ინფექციებისგან;

• იზრდება თუ არა არახელსაყრელ სოციალურ და გარემო პირობებში და სხვა.

მოდით გავერკვეთ, ვიმკურნალოთ თუ მოვითმინოთ?

ხშირი მწვავე რესპირატორული დაავადება ანუ გაციება უმრავლეს შემთხვევაში მეორადი იმუნოდეფიციტის შედეგია. ე. ი. ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი, მაგრამ შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით, მისი იმუნიტეტი არ განვითარდა ან რაიმეთი დაითრგუნა.

mkurnali.ge

და მინც რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული ბაშვის ხშირი ავადობა?

დადგენილია, რომ საშუალო ავადობა წელიწადში 4 დან 8 ინფექციაა. ზოგიერთი ბავშვი წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ ავადობს, ზოგი კი ათჯერ მეტად, განსაკუთრებით თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში დადის ან უფროსი და-ძმა ყავს. ავადობის სიხშირის გაზრდაზე აგრეთვე დიდი გავლენას ახდენს პასიური მწეველობა.

რა გზები არსებობს იმისათვის რომ იმუნური სისტემა გავაძლიეროთ?

მშობელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: ზამთარი თუ გავიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს რესპირაციული ვირუსი აღარ შეხვდება ანუ არ გაცივდება . სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა. გამოგადგებათ რამდენიმე რჩევა: დავანოტივოთ ლორწოვანი გარსები. როგორც ცნობილია, სასუნთქი გზების ვირუსი ორგანიზმში ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსებიდან იჭრება. სწორედ აქ მდებარეობს თავდაცვის პირველი საფეხური - ნერწყვი, ნახველი და ცხვირის გამონადენი. ყველა ამ სითხეს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, შეიცავს იმუნურ ცილებს და ხელს უშლის ვირუსებსა და მიკრობებს, დასახლდნენ ლორწოვანზე. როცა ამა თუ იმ მიზეზით ცხვირ-ხახის ლორწოვანი გამომშრალია, ადგილობრივი იმუნიტეტი აღარ მუშაობს და ვირუსი უფრო ადვილად იჭრება ორგანიზმში. ამიტომ ისეთ ოთახში დიდხანს ყოფნა, სადაც ჰაერი გამომშრალია, ბავშვისთვის საზიანოა, ვირუსისთვის კი ხელსაყრელი. ლორწოვანის გამოშრობას იწვევს არასაკმარისი ოდენობის სითხის მიღება (მით უმეტეს, როცა მშობელი ბავშვს მეტისმეტად თბილად აცმევს), დაბინძურებული ჰაერი, დარღვეული კვების რეჟიმი. ყოველდღე დაალაგეთ ოთახი სველი წესით, ხშირად გაანიავეთ სახლი, განსაკუთრებით - ის ოთახი, სადაც ბავშვს სძინავს. ყოველდღე გაასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე. თუ სწორად, ამინდის შესაფერისად ჩააცმევთ, არ გაცივდება. შეუდგინეთ კვების სწორი რეჟიმი, უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სითხით. რეკომენდებულია ასევე იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება .

რა უნდა გავითვალისწინოთ იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებების არჩევისას?

რა თქმა უნდა პრეპარატის არჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის მოქმედების მექანიზმს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტის ხარისხსს. მედიკამეტის ხარისხზე კი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი პაციენტების და შვილების მკურნალობას ვანდობთ, პასუხიმგებელი არის მისი მწარმოებელი კომპანია. ჩემთვის იმუნოსტიმულატორების ჯგუფში გამორჩეულ ადგილს იკავებს ბრონქო მუნალი, კომპანია სანდოზის მედიკამენტი, რომლის მთავარი პრინციპი მედიკამენტების წარმოებაში არის შვეიცარული მიდგომა ხარისხთან.

ბრონქო მუნალი დღეს არის ყველაზე კარგად შესწავლილი იმუნოსტიმულატორი ეფექტურობის და უსაფრთხოების ჭრილში. ბრონქო მუნალზე ჩატარებულია 40 კონტროლირებადი კვლევა, რომელთა უმრავლესობა არის ორმხრივი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი. ბრონქო-მუნალზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ჩართული იყო 8000 პაციენტი (ბავშვი, მოზრდილი). ბრონქო მუნალი გახლავთ ერთადერთი იმუნოსტიმულატორი მოხსენებული გოლდის და ეროვნულ გაიდლაინში[1]’[2], კოხრეინის მეტაანალიზში ჩართული A დონის მტკიცებულების კვლევების 67% ჩატარებულია ბრონქო მუნალზე, კოხრეინის აღნიშნულმა მეტაანალიზმა დადო დასკვნა რომ იმუნოსტიმულატორების გამოყენება ამცირებს რესპირაციული ინფექციის სიხშირეს 40%-ით[3], რინოსინუსიტისა და ცხვირის პოლიპის ევროპის რეკომენდაციის (2012) შესაბამისად ბრონქო მუნალი არის A დონის რეკომენდაცია ქრონიკული ჩირქოვანი რინოსინუსიტის დროს, დაფუძნებული მაღალი სარწმუნოების კვლევებზე(lb)[4]. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში ბრონქო მუნალით ნამკურნალევი პაციენტების რიცხვი 60 მილიონზე მეტია[1]. ბრონქო მუნალი გახლავთ იმუნოსტიმულატორი, რომელსაც აქვს სპეციალურად შემუშავებული ორი ფორმა, როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მედიკამენტის არჩევის დროს. ბრონქო მუნალს აქვს მარტივი დოზირების რეჟიმი, მისი გამოიყენება ხდება მწვავე პერიოდში - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ უზმოზე ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პროფილაქტიკისათვის - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ თვეში ათი დღე სამი თვის განმავლობაში[5].

ბრონქო-მუნალი ასტიმულირებს როგორც ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქ გზებში, ისე ხელს უწყობს სისტემური (ზოგადი) იმუნური პასუხის განვითარებასაც, სწორედ ამიტომ ბრონქო-მუნალის გამოყენება რეკომენდებულია როგორც დაავადების მწვავე პერიოდში, ასევე რესპირაციული ინფექციის პრევენციისთვის[6].

ბრონქო მუნალის გამოყენება დაავადების მწვავე პერიოდში ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და გართულებების განვითარების რისკის შემცირებას. ევროპაში ჩატარებული მაღალი სარწმუნოების კვლევებით დადგენილია, რომ ბრონქო მუნალის გამოყენება დაავადების მწვავე პერიოდში აჩქარებს გამოჯანმრთელებას (73.7%-ით), მნიშვნელოვნად (67%-ით) ამცირდებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროება, რაც თავისთავად ხელს უწყობს შემცირდეს რისკი ანტიბიოტიკების რეზისტენტობის განვითარების, ამცირებს სკოლის, საბავშვო ბაღის გაცდენილი დღეების რაოდენობას[7]

ბრონქო მუნალის გამოყენებას დაავადების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფის პაციენტებში : საბავშვო ბაღის და სკოლის აღსაზრდელები, პასიური მწეველები, ბავშვები, რომელთა დედები მოიხმარდნენ თამბაქოს ორსულობის დროს, ხანდაზმული პაციენტები, მწეველები, პაციენტები ქრონიკული ბრონქიტით, ფქოდი-ით[1].

ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპირაციული ინფექციით ავადობა, ანტიბიოტიკების მოხმარება და სკოლის გაცდენილი დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტების იმ ჯგუფში, რომელიც გრიპის ვაქცინაციის პარალელურად იღებდა ბრონქო მუნალს იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ[8].

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ასევე ბრონქო მუნალის გამოყენებას ფარმაკო ეკონომიურობის ჭრილში. იტალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრონქო მუნალის გამოყენების შედეგად ოჯახს ხარჯი მკურნალობაზე შეუმცირდა 41 %-ით, ხოლო ჯანდაცვის სისტემის ხარჯი შემცირდა 48%-ით[9]. ამის საფუძველი არის ის რომ მნიშვნელოვნად მცირდება ავადობის სიხშირე, ხოლო დაავადების განვითარების შემთხვევაში ის მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გამოყენებული მედიკამენტების რაოდენობას, სავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას და შესაბამისად მნიშვნელოვნად მცირდება მკურნალობის ხარჯი[1]’ 9.

დაბოლოს, ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენი შვილი ხშირად ცივდება, ამის გამო საგონებელში ნუ ჩავარდებით, საგანგაშო არაფერია. ყველაფერი მოგვარებადია თუ სწორად მიუდგებით პრობლემას, გაითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ რჩევებს და დროულად მიმართავთ სპეციალისტს.

[1] BRONCHO-MUNAL® (OM-85) IN ADULTS Overview of the pre-clinical and clinical evidence

[2]. National recommendations(Guideline), on (Guideline);

[3] Immunostimulants for preventing respiratory tract infection in children (Review); The Cochrane library 2011

[4] EPOS 2012: European position paper on rhinosinusitis and nasal polyps 2012. A summary for otorhinolaryngologists. Volume: 50 - Issue: 1

[5] PIL of Product

[6] Broncho-Vaxom - Oral Immunostimulating Drug. OM PHARMA, Geneva, Switzerland.

[7] Primary Prevention of Acute Respiratory TractInfections in Children Using a Bacterial Immunostimulant:A Double- Masked, Placebo-Controlled Clinical Trial; Jaime K Jara-Pkrez, MD,’ and Arturo Berber, MD, Php

[8] Impact of a mixed bacterial lysate (OM-85 BV) on theimmunogenicity, safety and tolerability of inactivated influenzavaccine in children with recurrent respiratory tract infection; infectionSusanna Espositoa,∗, Paola Marchisioa, Elisabetta Pradaa, Cristina Dalenoa,Q1Laura Porrettib, Rita Carsettic, Annalisa Boscoa, Valentina Ierardia, Alessia Scalaa,Nicola Principia

[9] Costo/efficacia della prevenzione diinfezioni alle prime vie aereemediante un estratto batterico immunostimolante aspecifico (OM-85); Orietta Zaniolo*, Lorenzo Pradelli*, Mario Eandi

GE1609527660