ნატრიუმის ნიტრიტი - ის კონსერვანტია (E 250), რომელსაც ამატებენ საკვებ პროდუქტებს (ძეხვეულს, ხორცეულისა და თევზეულის გასტრონომიას) საღებავების ფიქსაციისათვის და ამჟავებისაგან (გაფუჭებისაგან) დასაცავად. ნატრიუმის ნიტრიტი მეტად ტოქსიკურია. მისი 2-6 გრამი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ მოწამვლას.
გოგირდის დიოქსიდი - აირისმაგვარი კონსერვანტია (E 220). გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის ე.წ. შებოლვა-შემოგარსვისათვის (რათა მათი შენახვის ვადა გაიზარდოს), წვენების, ჩირის და ღვინის წარმოებაში (ღვინის მომწიფების შეჩერებისათვის). გოგირდის დიოქსიდი ძლიერ ტოქსიკურია. ამ ნივთიერებით მოწამვლისას ვლინდება ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყლაპვის გაძნელება, ღებინება და სულხუთვა. შესაძლოა განვითარდეს ფილტვების შეშუპება. ასთმით დაავადებულებში ამ დანამატმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში შეტევის პროვოცირება მოახდინოს. გოგირდის დიოქსიდით დამუშავებული ღვინის დალევის შემდეგ ზოგიერთებს ძლიერი თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა ეწყებათ. ამ კონსერვანტით შებოლვა-შემოგარსვის შემდეგ ხილი კარგავს B ჯგუფის ვიტამინებს.
თინათინ გოცაძე