კვებითი ალერგია, ცვლილებები კვების რაციონში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვებითი ალერგია, ცვლილებები კვების რაციონში

რძეზე ალერგია. რძეზე ალერგიისას მისი მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ ვითარდება ალერგიული რეაქცია. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიც და მძიმეც. მაგალითად, ხველა, ღებინება, გამონაყარი და მონელების პრობლემები. ზოგჯერ რძეზე ალერგია იწვევს ანაფილაქსიას - მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციას.

რძეზე ალერგიის დროს ალერგიული რეაქციის გამოწვევა რძის პროდუქტებსაც შეუძლია, მაგალითად, ნაღების კარაქს, ყველს, ნაყინს.

რძეზე ალერგიის შემთხვევაში კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და რძის პროდუქტები. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ფერმენტირებული რძის პროდუქტებით. ისინიც შეიცავენ კალციუმს და ჩვენი ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით ძვლებისთვის) აუცილებელი ელემენტებს.

მარცვლეულზე ალერგია (ხორბალი, ჭვავი). მარცვლეულზე ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს: შესივება, ქავილი ან გაღიზიანება პირის ღრუს ან ყელის არეში; ამობურცული ან ქავილის გამომწვევი გამონაყარი და შესივება კანზე; ცხვირის გაჭედვა; თავის ტკივილი; ცრემლდენა და თვალების ქავილი; სუნთქვის გაძნელება; სპაზმები, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; ფაღარათი; ანაფილაქსია.

მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში იკრძალება მაკარონი, ფქვილის ნებისმიერი ნაწარმი, პური, ფაფები, ლუდი. ამიტომ პურ-ფუნთუშეულის მხრივ უნდა შეიცვალოს კვების რაციონი, მაგალითად, ხორბლის ან ჭვავის პური უნდა ჩანაცვლდეს კარტოფილის ან სოიის ფქვილისგან მომზადებული პურით.

კვერცხზე ალერგია. კვერცხზე ალერგიის სიმპტომები ძირითადად კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში ვითარდება. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიცა და მძიმეც. შეიძლება გამოვლინდეს კანის გამონაყრით, ცხვირის გაჭედვით, ღებინებითა და სხვა გასტროინტესტინური პრობლემებით. იშვიათ შემთხვევებში ალერგია იწვევს ანაფილაქსიას.

კვერცხი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ხორცით, უმჯობესია საქონლის ან ქათმის ხორცი.

კვერცხზე ალერგიისას სიფრთხილეა საჭირო აცრებისადმი. ზოგიერთი ვაქცინა (წითელას, გრიპის და სხვა) დამზადებულია ქათმის ემბრიონის საფუძველზე.

თევზსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგია. ზღვის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომები ალერგიული საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში იწყება. ეს სიმპტომებია: ამობურცული გამონაყარი, ქავილი ან ეგზემა (ატოპიური დერმატიტი), ტუჩების, ენის, ყელისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივება, ცხვირის გაჭედვა, გაძნელებული სუნთქვა; ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება; თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება ან გონების დაკარგვა. ალერგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსია.

ერთადერთი, რითიც თევზის ჩანაცვლება შეიძლება, ხორცია. თევზზე ალერგიის დროს არც თევზის ქონის მიცემა შეიძლება ბავშვებისთვის (რასაკვირველია, არც დიდებისთვის). სიფრთხილე მართებთ თევზზე ალერგიულ ქალბატონებს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ისინი უნდა ერიდონ თევზის ქერცლისგან დამზადებულ კოსმეტიკას. თევზზე ალერგიისას არც საფოსტო მარკებით გატაცება ღირს, ყოველ შემთხვევაში, დაწებების მიზნით მათი ალოკვა არ შეიძლება, რადგან მარკის წებო თევზის ფხებისგან მზადდება.

ყავაზე ალერგია. ყავასაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. ის ვლინდება გულისცემის გახშირებით, შემცივნებით, შაკიკით.

ყავაზე ალერგიის შემთხვევაში უნდა შეელიოთ გასახდომ კოსმეტიკას, რადგან ისინი ძირითადად კოფეინისაგან მზადდება. სასმელი ყავა კი უნდა ჩანაცვლდეს ბალახეული ჩაით.