ალერგია და ალერგიული დაავადებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

ალერგია და ალერგიული დაავადებები

ალერგია და ალერგიული დაავადებები
ხშირად ალერგიას საშიშ დაავადებად არ მიიჩნევენ. სურდო, ცრემლები, კანის ქავილი, მშრალი ან სველი ხველა - ალერგიის შესახებ ბევრი ადამიანის ცოდნა ზოგჯერ ამ სიმპტომებით შემოიფარგლება. არადა, ალერგიას ბევრად მძიმე და გამოუსწორებელი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს.


ისტორიიდან

ყოველ ეპოქაში ალერგიას თავისი საიდუმლო აგენტები ჰყავდა. ჰიპოკრატეს დროს ყველაზე ხშირი იყო ყველზე ალერგია.

შუასაუკუნოვან ევროპაში ალერგიის საკმაოდ სერიოზული აფეთქებები ცნობილია მარწყვსა და ვარდების სუნზე.

მე-19 საუკუნეში ადამიანებმა სინჯარიდან მილიონობით უცნობი მოლეკულა ამოუშვეს, რომელთა დიდი ნაწილიც პოტენციურ ალერგენებად იქცა. ალერგიული თვისებები ისეთებსაც აღმოაჩნდათ, სა
არსებო მატერიაც რომ არ ჰქონდათ.

რასაც ჩვენ ალერგიულ დაავადებებს ვუწოდებთ, მათ შესახებ ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციებისას იცოდნენ, ამის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტები არსებობს, თუმცა მაშინ მათ დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ფართოდ არ იყო გავრცელებული. ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციებს ჯეროვანი ყურადღება XX საუკუნეში დაეთმო.

სტატისტიკური მონაცემები:


ალერგიული რეაქციების მატების მიზეზებია:

  • ალერგიული დატვირთვის გაზრდა, რომლის ატანაც ადამიანს აღარ შეუძლია;
  • გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაცია;
  • არარაციონალური კვება;
  • არაადეკვატური მედიკამენტური თერაპია;
  • ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება;
  • გაზრდილი სტრესული სიტუაციები;
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
  • გარემოს, კლიმატის ხშირი ცვლილება. ორგანიზმისთვის ის აგენტებიც ალერგიულები ხდებიან, რომლებთანაც ადამიანი წლების მანძილზე უპრობლემოდ თანაარსებობდა;
  • სინთეზური მასალები სერიოზულად აუარესებს მიკროეკოლოგიას და ზრდის ალერგენებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას.

მემკვიდრეობას ვერსად გაექცევი
მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობაც. ცნობილია, რომ თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ალერგიულია, ბავშვის ალერგიულობის ალბათობა 30-40%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ რისკის მაჩვენებელი 70-75%-მდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად გადაედება არა დაავადება, არამედ მისადმი დადებითი განწყობა.

ბუნებრივი კვება ამ მხრივაც სასარგებლოა
ითვლება, რომ 6 თვემდე ბუნებრივად ნაკვებ ბავშვებს მოზრდილობაში ალერგიული რეაქციები პრაქტიკულად არ უვლინდებათ. თუმცა, სამწუხაროდ, დედები სულ უფრო ნაკლებად კვებავენ ჩვ­ი­ლს ძუძუთი და ალერგიული გამოვლინებებიც დღითი დღე მატულობს.

ოთხფეხა მეგობრებსა და აკვარიუმის ბინადრებთან სიფრთხილე გვმართებს
ალერგიული რეაქციების მატება ოჯახში ცხოველებისა და თევზების არსებობასაც უკავშირდება. ცნობილია ფაქტები, როდესაც სახლიდან ცხოველის გაყვანის შემდეგ რამდენიმე თვე კიდევ გრძელდებოდა ალერგიული რეაქციები.

ალერგია ძლიერი იმუნიტეტის “დამსახურებაა”
ახლახან მეცნიერებმა ასეთი ჰიპოთეზაც შემოგვთავაზეს, რომ ალერგია განსაკუთრებით ძლიერი იმუნიტეტის შედეგი ყოფილა. იქნებ ის მართლაც არის ევოლუციური უპირატესობა, რომლის მიხედვითაც ბუნება ბუნებრივ გადარჩევას აწარმოებს?

თუ არსებულ ფაქტებს შევკრებთ, დავასკვნით, რომ ალერგია კაცობრიობას ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა საშიში დაავადებებისგან დასაცავად მიეცა.

ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმი თუ პრობლემებისგან დაცვა? ჯერჯერობით კითხვები პასუხებზე გაცილებით მეტია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოვიდ-19-ის პირობებში მოსახლეობის მთავარი იარაღი, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად,
ალერგიული მდგომარეობა ხშირად ხდება სუნთქვის გაძნელების მიზეზი. რა მდგომარეობაა ალერგიული რინიტი,
ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც
გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი უცვლელი იქნება.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები – ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი ან რუხი, სახის კანზე ქალებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ.
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად