რჩევები - როგორ ვებრძოლოთ ალერგიას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რჩევები - როგორ ვებრძოლოთ ალერგიას

რჩევები - როგორ ვებრძოლოთ ალერგიას
ალერგია საკმაოდ „საინტერესო“ დაავადებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე ათეულობით ადამიანს შესაძლოა ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული ალერგიული რეაქცია ჰქონდეს. მაგალითად, ცხოველის ბეწვზე ალერგიისას ზოგს კანზე უჩნდება მქავანა გამონაყარი, სხვები ცრემლდენასა და სურდოს უჩივიან, ზოგს კი კუჭ-ნაწლავის დარღვევები უვითარდება. ამ გამოვლინებათა ფარგლებშიც კი ალერგიული რეაქციის სიმძიმის ხარისხი, ხანგრძლივობა და მკურნალობისადმი მგრძნობელობაც ყველა პაციენტისთვის სხვადასხვაგვარია.

ყველა სახის ალერგიას, თავისებურებათა მიუხედავად, მიდგომის საზოგადო მეთოდები გააჩნია, მათი გამოყენება აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს რეციდივების სიხშირეს.

კვების თავისებურებები

ალერგიული ადამიანის ყველაზე გავრცელებული შეცდომა კვების მიმართ უყურადღებობაა.
ზოგიერთი საკვები განსაკუთრებით ალერგიულია. ამიტომ ალერგიულმა ადამიანმა, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ამ კონკრეტულ გამღიზიანებელზე ალერგიული რეაქცია, მისი მიღებისგან თავი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიკავოს, რადგან შესაძლოა ამ პროდუქტებმა ჯვარედინი იმუნური რეაქციები გამოიწვიოს და დაამძიმოს „ძირითადი“ ალერგენის მოქმედება.

ალერგიის მკურნალობისას მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა - ამით
ჩქარდება გამოჯანმრთელება და მცირდება რეციდივების განვითარების ალბათობა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:

  • შოკოლადი;
  • ციტრუსები;
  • ნატურალური თაფლი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • რძე;
  • ქათმის კვერცხი;
  • სწრაფი მომზადების კერძები, ის კერძები და სასმელები, რომლებიც შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებს, საღებავებს, ემულგატორებს;
  • არასეზონური ხილი და ბოსტნეული.

რომელ კერძსა და პროდუქტს მივანიჭოთ უპირატესობა:

  • რძის მჟავე, ნაკლებად ცხიმიან პროდუქტებს;
  • თეთრ ხორცს;
  • ორთქლზე მომზადებულ ან ჰაერღუმელში გამომცხვარ ხილსა და ბოსტნეულს;
  • ახალი ხილისა და ბოსტნეულის სალათას ზეითუნის ზეთით.

გამორიცხეთ ალერგენთან კონტაქტი:

სახლის მტვერზე ალერგიისას მოაშორეთ ბინიდან რბილი ავეჯი, ტექსტილის ფარდები, ხალიჩები, რბილი სათამაშოები, ყველა საგანი, რომელიც იგროვებს მტვერს. თუ სახლში ცხოველები ან აკვარიუმის თევზები გყავთ, მოუძებნეთ ახალი პატრონი, რადგანაც ბეწვის ფრაგმენტები და თევზის მშრალი საკვები შედის სახლის მტვრის შემადგენლობაში.

თუ ალერგენი სამუშაო ადგილზეა (ჰაერში აქროლადი ნივთიერებები - აცეტონი, ქლორი, ბენზოლი და სხვა), ისარგებლეთ რესპირატორითა და დამცავი სათვალით.

ყვავილის მტვერზე სეზონური ალერგიისას შეეცადეთ შინ დარჩეთ და არ გაანიავოთ სათავსო ქარიან ამინდში. სეზონური ალერგიის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლებელია იმუნოთერაპიის ჩატარება წლის ცივ დროს. მკურნალობის პროცესში შეჰყავთ ალერგენის მიკროდოზები თანდათანობითი ზრდით. იმუნოთერაპიის კურსის შემდეგ მომავალ სეზონზე, სავარაუდოდ, იმუნური სისტემის მგრძნობელობა ყვავილის მტვერზე მნიშვნელოვნად დაქვეითდება.

კვებითი ალერგენები:

რაციონიდან გამოთიშეთ „თქვენი“ ალერგენის შემცველი პროდუქტები, თუ მათი რაოდენობა უმნიშვნელოა, დაიცავით ჰიპოალერგიული დიეტა.

კონტაქტური ალერგენები:

სარეცხ საშუალებებზე, კოსმეტიკასა და ქიმიურ ნაერთებზე ალერგიისას, შეეცადეთ, მოერიდოთ მათთან კონტაქტს. საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების, ასევე სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები, აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები: რესპირატორები, დამცავი სათვალე.

ზოგადი რეკომენდაციები:

როგორ დავამარცხოთ ალერგია, როცა მიზეზთა გამო შეუძლებელია ალერგენთან უკონტაქტობა? ეს შეიძლება იყოს სახლის მტვერი, მისი სრულად მოშორება შეუძლებელია, ან ყვავილის მტვერი, რომელიც წლის გარკვეულ დროს ალერგიულ ადამიანს შინაპატიმრად აქცევს. ასეთ შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციები ამგვარია:

  • დროულად უმკურნალეთ ნებისმიერ დაავადებას, მათაც, რომლებიც ალერგიას არ უკავშირდება. ყველა პრობლემა - კბილის კარიესით დაწყებული, აკნეთი დამთავრებული, დარტყმაა იმუნური სისტემისთვის, რომლის ფუნქციაც ალერგიის გამო ისედაც დარღვეულია.
  • ექიმის დაუნიშნავად არ დალიოთ წამალი. მცდარმა დოზირებამ, მედიკამენტების უსისტემო და არასწორმა მიღებამ წამლისმიერი ალერგია შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითაროს და მეტად მძიმე შედეგებიც მოუტანოს.
  • უარი თქვით მავნე ჩვევებზე. მოწევა, ალკოჰოლური სასმლის ჭარბად მიღება, პასიური ცხოვრების წესი და ძილის დეფიციტი ის ფაქტორებია, რომელთაც არა მხოლოდ ალერგიის მორიგი გამწვავების პროვოცირება შეუძლია, არამედ ახალი სიმპტომების განვითარებაც. მანამდე მხოლოდ სურდოთი გამოვლენილ ალერგიას დროთა განმავლობაში ქოშინი ან ცხვირის სრული გაჭედილობა დაერთვება, რაც კიდევ მეტად დაარღვევს ძილს და დააქვეითებს ფიზიკურ აქტივობას. ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა სწორი დღის რეჟიმის ორგანიზებითა და მავნე ჩვევების უკუგდებითაა შესაძლებელი.
  • გაიძლიერეთ ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები. სისტემატურ გაკაჟებას, სპორტულ აქტივობას, სწორ კვებასა და სრულფასოვან დასვენებას საოცრების მოხდენა შეუძლია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად