ეკოლოგია და ალერგია - როგორ რეაგირებს ორგანიზმი გარე სამყაროზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეკოლოგია და ალერგია - როგორ რეაგირებს ორგანიზმი გარე სამყაროზე

იმიტომ, რომ ისინი ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ, ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ და ჟანგბადით გაჯერებულ სუფთა ჰაერს სუნთქავდნენ! განა გასაკვირია რაიმე? სად ჰქონდა ჩვენს წინაპარს კოკა-კოლა, ჩუპა-ჩუპსი, სტაბილიზატორებით, კონსერვანტებითა და ქიმიური დანამატებით გაჯერებული საკვები. ამიტომაც არ უჩიოდა ასთმას, დერმატიტს, ეგზემასა თუ სხვა ალერგიულ გამოვლინებებს! ჩვენ კი რას ვსუნთქავთ, რას ვჭამთ?! ასე რომ, ნუ გაგაკვირვებთ ყოველივე დღეს არსებული!

ოფიციალური მედიცინა მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობით გადაეცემა არა კონკრეტულად დაავადება, არამედ წინასწარგანწყობის წარმომშობ გენეტიკურ ფაქტორთა ერთობლიობა. შემდგომში კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებში მოხვდება ადამიანი. თუ იარსებებს ალერგიის ხელშემწყობი ფაქტორები, ის ამა თუ იმ ფორმით გამოვლინდება. რამდენადაც ასეთი ფაქტორები უხვადაა ჩვენს სამყაროში და ჩვენ მუდმივად მათ გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, გამოდის, რომ მართლაც ალერგიის ეპიდემიაა. სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ გენეტიკური წინასწარგანწყობით არ შეიძლება აიხსნას ალერგიულ გამოვლინებათა კატასტროფული ზრდა მთელ მსოფლიოში. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ადამიანის გენოტიპი ასე მკვეთრად და რადიკალურად შეიცვლა. მემკვიდრული თეორიის პარალელურად დღეს უკვე აქტიურად განიხილება ეკოლოგიური თეორიაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში გარე სამყარო ისე შეიცვალა, იმდენი ახალი, ორგანიზმისათვის უცხო და მავნე ნაერთი გაჩნდა, რომ ორგანიზმი აქტიურად რეაგირებს მისთვის სრულიად მიუღებელ ნივთიერებათა მასობრივ შემოტევაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალერგია უმთავრესად არ ვითარდება აზოტის, გოგირდის ან ნახშირბადის ოქსიდებზე, რაც ასე ჭარბადაა ქალაქებში, არამედ ძირითადად მცენარეთა და ოთახის მტვერზე, ცხოველების ბეწვსა და საკვებ პროდუქტებზე. ყველა ეს ალერგენი ათასობით წლის წინაც არსებობდა, მაგრამ არ იწვევდა ალერგიას. მაშ, რა ხდება? საქმე ისაა, რომ ჰაერში შეტივტივებული უამრავი ქიმიური ნივთიერება მაღალი კონცენტრაციისას აძლიერებს ბუნებრივი ალერგენების აქტივობას, ცვლის ბევრი მათგანის ქიმიურ ბუნებასა თუ სტრუქტურას. მაგალითად, ალერგოლოგები აცხადებენ, რომ მცენარეთა მტვერი, ზოგიერთი ქიმიური ნაერთის გავლენით, ბევრად უფრო წვრილ ნაწილაკებად იშლება, ისინი ადვილად აღწევენ ადამიანის ორგანიზმში და ალერგიულ რეაქციას იწვევენ. ბუნებრივ ალერგენებთან რეაქციაში შედის ჰაერში არსებული ბევრი ნივთიერება, შედეგად მიიღება სრულიად ახალი ალერგენები, რომლებსაც ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს და აქტიურ ბრძოლას უცხადებს მათ. რადიკალურად შეცვლილია რაციონიც, გახშირებულია ნახევარფაბრიკატებით, სხვადასხვა კონსერვანტის, ქიმიური დანამატებისა თუ სტაბილიზატორების შემცველი პროდუქტებით კვება. გამოდის, რომ ალერგენებს არა მხოლოდ ჩავისუნთქავთ, საკვებთან ერთადაც უხვად მივირთმევთ.

საყურადღებოა ერთი მომენტიც: ზოგჯერ ალერგია ბავშვობაში კი არა, სრულიად მოულოდნელად ზრდასრულ ასაკში ვლინდება, თანაც გაცილებით მძაფრად და რთულად, ვიდრე ბავშვობისას. რით აიხსნება ეს ფაქტი? სპეციალისტების აზრით, ალერგიის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტრესია. სწორედ ამის გამო სრულებით ჯანმრთელ ადამიანს უეცრად ეგზემა, დერმატიტი ან კიდევ ასთმური შეტევა ეწყება. არსებობს სტატისტიკა, რომ ე.წ ასთმატიკ სტუდენტებში სესიების დროს შეტევათა სიხშირე 30 %-ით იზრდება. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი ისევ ეკოლოგიაა, თუმცა არა ქუჩის, არამედ სახლის, რადგანაც თანამედროვე ალერგიების ერთ-ერთი მთავარი წყარო არა მცენარის, არამედ ოთახის მტვერია. თურმე მაქსიმალური ძალისხმევითაც კი შეუძლებელია მტვრის, ტკიპების, ობის სოკოების, მწერების ექსკრემენტებისა და სხვა უამრავი ალერგენის სახლიდან სრულად მოცილება. შეიძლება უარი თქვათ ბუმბულისა და მატყლის ლოგინზე, შეელიოთ შინაურ ცხოველებსა თუ ფრინველებს, აკვარიუმის თევზებს მათი აქროლადი მშრალი საკვების (ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია) თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ალერგენებს ბინიდან ვერ მოსპობთ. არადა, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ბინის, ოთახის მტვრის მიკრონაწილაკებისადმია მგრძნობიარე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა ისიც, რომ არსებობს ალერგია სიცივესა და მზეზე.

აღნიშნული ფაქტორების, ისევე როგორც გენეტიკის, თავიდან აცილება (გამორიცხვა) კი, მოგეხსენებათ, შეუძლებელია, მეტიც - წარმოუდგენელი!

ამიტომაც იმედი ვიქონიოთ, რომ მეცნიერები ოდესღაც მიაგნებენ მთავარ გამოსავალს, გაარკვევენ და გვირჩევენ, როგორ დავამარცხოთ ჩვენი საუკუნის ჭირი - ალერგია!