სიცივის ალერგია - მეტეოალერგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

სიცივის ალერგია - მეტეოალერგია

სიცივის ალერგია - მეტეოალერგია
თუ თქვენს პატარას სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე საათით უწითლდება ლოყები და ემატება გამონაყარი, შეიძლება ვიეჭვოთ ალერგია სიცივის მიმართ. რა არის ეს და როგორ ვებრძოლოთ მას? ამის შესახებ პედიატრი რუსუდან ჭელიძე გვესაუბრება:

- სიცივეზე ალერგია მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება. მიუხედავად ამისა, მიზეზი არასაკმარისადაა შესწავლილი.


ალერგია - ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა განსაზღვრული გამღიზიანებლის მიმართ. პროცესის არსი ისაა, რომ ორგანიზმში რომელიმე ასეთი გამღიზიანებლის მოხვედრისას წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ტოქსიკურ სიმპტომებს იწვევს: ფართოვდება სისხლძარღვები, წვრილი სისხლძარღვებიდან გამოიყოფა სითხე, კანი წითლდება, ღიზიანდება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი,
იწყება ცხვირცემინება და ჩნდება გამონადენი ცხვირიდან. ეს ტიპური ალერგიული რეაქციაა.

- როგორია სიცივის ალერგიის მექანიზმი?
- სიცივის ზემოქმედებით ქსოვილოვანი ცილები ერთმანეთს უერთდება და უცხო სტრუქტურას, ანტისხეულების ანალოგს წარმოქმნის. ექიმები სიცივის ალერგიას ფსევდოალერგიულ რეაქციას უწოდებენ. ჩვეულებრივი ალერგიისგან ის იმით განსხვავდება, რომ ანტისხეულების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ
ალერგოტესტის პასუხი ამ დროს უარყოფითია, თუმცა ანთების მედიატორი - ჰისტამინი ისევე გამოიყოფა, როგორც ჩვეულებრივი ალერგიის დროს. სისხლში მოხვედრისას ის იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ანთებას, შეშუპებას.

- ახასიათებს თუ არა სიცივის ალერგიას სეზონურობა?
- სამწუხაროდ, სიცივის ალერგია სეზონური არ არის. ალერგიული რეაქციის პროვოცირება შეუძლია არა მხოლოდ დაბალ ტემპერატურას, არამედ სხვა ფაქტორებსაც - ცივ ქარს, ორპირს, ნესტს, სველ ტანისამოსს, მდინარეში ბანაობას, ცივი წყლის დალევას, ნაყინს... ამდენად, მან წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა განსაკუთრებით საშიშია სეზონური ცვლის პერიოდი - შემოდგომა და გაზაფხული.

- როგორ ვლინდება სიცივის ალერგია?
- ის შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გამონაყარით. მსუბუქი ფორმის დროს სხეულის ღია ადგილები წითლდება, შუპდება და მქავანა ხდება. სიცივეში მოხვედრიდან ხუთი წუთის შემდეგ იწყება ლოყებზე კანის ქავილი, შინ დაბრუნების შემდეგ ამავე ადგილას ჩნდება ჭინჭრის ციებისმაგვარი გამონაყარი. გარდა ლოყებისა, ის შესაძლოა გაჩნდეს ხელებზე, ფეხების შიგნითა მხარეს.
  • ლორწოვანი გარსების გაღიზიანებით - ცრემლდენით, თვალებისა და ტუჩების შეშუპებით, ცხვირიდან გამონადენით, ტუჩის კუთხეების დახეთქვით, ტუჩების დახეთქვით და აქერცვლით. ამ ნიშნებს თან ახლავს არასასიამოვნო წვის შეგრძნება.
  • სიცივის შაკიკით. ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას მოჰყვება ანთებითი რეაქციების რთული ჯაჭვი, რომლის შედეგად ღიზიანდება სამწვერა ნერვი და აღმოცენდება ტკივილი თვალბუდის არეში ან თვალებს შორის.
  • სუნთქვის გაძნელება. ეს ყველაზე საშიში სიმპტომია. ამ დროს შუპდება ცხვირის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი, იწყება ხველის შეტევა ან ასთმური ტიპის ქოშინი (ჭირს ამოსუნთქვა).

როდესაც სიცივის ზემოქმედება შეწყდება, ალერგიის სიმპტომებიც გაივლის.

ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათს ან დღეს. მაგრამ, რა ხანმოკლეც არ უნდა იყოს, ბავშვისთვის ის მაინც შემაწუხებელია და ზოგ შემთხვევაში, როგორც მოგახსენეთ, სახიფათოც.

- რა უწყობს ხელს ალერგიული რეაქციის განვითარებას?
- სიცივის ალერგია ხშირად იჩენს თავს სხვა, მათ შორის - ენდოკრინული, ინფექციური, პარაზიტული დაავადებების ფონზე. ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, უწინარესად, უნდა დავასახელოთ ვირუსული ჰეპატიტის, ქრონიკული ტონზილიტის, ანტიბიოტიკების ხშირი მიღება, ხშირი სტრესი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პარაზიტულ დაავადებებს, რომლებიც ორგანიზმის ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს.

- როგორ მოვიქცეთ სიცივის ალერგის დროს?
- სიცივეზე ალერგიული რეაქციის შემჩნევისთანავე მიმართეთ ალერგოლოგს. ნუ ეცდებით, შეაჩვიოთ ბავშვი სიცივეს. ექიმი ვალდებულია, გამოიკვლიოს ის შესაძლო ქრონიკული ანთებითი პროცესის (ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ქოლეცისტიტი, კბილების კარიესი, ჰელმინთოზი) გამოსავლენად.

საჭიროა კვების კორექციაც. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ შოკოლადი, თაფლი, ციტრუსები, კვერცხი, თევზი.

მიზანშეწონილია გასაკაჟებელი პროცედურების ჩატარება, კონტრასტული აბაზანები, დაზელა სველი, გაწურული პირსახოცით და სხვა. სიფრთხილე გმართებთ სიცივეში ბავშვის გასეირნებისას. უნდა ვიცოდეთ ის ზღვრული ტემპერატურა, რომელზეც ალერგიის სიმპტომები იჩენს თავს.

თუ შინიდან გასვლა აუცილებელია, გარეთ კი ტემპერატურა ზღვრულ მაჩვენებელს აღწევს, წინასწარ დაალევინეთ ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატი ასაკის შესაბამისი დოზით, თბილი ჩაი ან კაკაო, წაუსვით სახეზე საბავშვო კრემი, ტუჩებზე კი - პიგმენტური პომადა. თბილად ჩაცმული ბავშვი შინიდან გასვლამდე დააყენეთ ღია ფანსჯარასთან, რათა ტემპერატურის ცვლილებას შეეგუოს, შემდეგ რამდენიმე წუთით სადარბაზოში გააჩერეთ. ამით თავიდან ააცილებთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.

თუ ბავშვი სასკოლო ასაკისაა და ყოველდღე მოუწევს სიცივეში შინიდან გასვლა, გასვლამდე ჩააწვეთეთ ცხვირში ანტიჰისტამინური ეფექტის მქონე ცხვირის წვეთები.

შინ დაბრუნებისთანავე წაუსვით კანზე ალოეს წვენი ან E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. ძლიერი ქავილის შემთხვევაში გაწითლებულ უბნებზე დააფინეთ სოდიანი ხსნარის საფენები.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-03-2016
ანი
მე მაქვს სიცივის ალერგია დამემართა ბავშვობაში ცივ წყალზეც მაყრის წითლად როგორც ჭინჭრის ციების დროს და საშინლად მექავება ზამთარში გარეთ გასვლა მძულს.რომელიმე საკვებზე არ მემართება მხოლოდ სიცივეზე და ცივ წყალზე
თარიღი : 11-03-2016
Tamari
საშინელი რამაა,თან როცა მზის ალერგიაც ემატება.ვიტანჯები მთელი ცხოვრება
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად