რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ

ის მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემაა.

ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ მალე მათი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის წყალობით შეიქმნება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ეს იქნება პირველი რეალური საშუალება ალერგიის წინააღმდეგ, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ სიმპტომთა ალაგებაზე. პრეპარატის საფუძველს ქმნის მცენარე იონჯა, უფრო სწორად მისგან გამოყოფილი პოლისაქარიდები.

საზოგადოდ, ალერგიული რეაქცია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემის T-უჯრედები გარკვეულ ნივთიერებაზე (ალერგენზე) რეაგირებენ და პროვოცირებას უწევენ ძლიერ ანთებით რეაქციას. ადამიანის ორგანიზმში არსებობს T-ლიმფოციტები, რომლებიც პასუხს აგებენ გაძლიერებულ იმუნურ პასუხზე. T-ხელპერები 1 (Th1) უზრუნველყოფენ უჯრედული იმუნური პასუხის განვითარებას, ხოლო T-ხელპერები 2 (Th2) იწვევენ ჰუმორულ იმუნურ პასუხს. Th2 წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ალერგიისა და ასთმის ნეგატიურ სიმპტომებთან. როდესაც ალერგენი ხვდება ორგანიზმში "გამოუცდელი" ლიმფოციტები (T-უჯრედები, რომლებსაც ჯერ არ უნახავთ, არ ჰქონიათ შეხება უცხო ანტიგენებთან) გარდაიქმნება Th2 უჯრედებად. შედეგად ვითარდება ალერგიული რეაქცია.

ალერგიის სიმპტომთა საწინააღმდეგო პრეპარატები, ჩვეულებრივ, H1 ჰისტამინურ რეცეპტორებზე ზემოქმედებს. ახალი პრეპარატი კი, როგორც ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქსენია როვკინა აცხადებს, მიმართულია იმუნური პასუხის Th1-უჯრედების მიმართულებით დაბალანსებაზე. ახალი მედიკამენტი გამოვა აბებისა და კაფსულების სახით, შეიქმნება აგრეთვე სპეციალური სამკურნალო ფორმა ბავშვებისათვის.

ამჟამად მკვლევარები ახალი მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიის ოპტიმიზაციით არიან დაკავებულნი. მუშაობენ აგრეთვე პრეპარატის ტოქსიკურობის განსაზღვრისა და ნეიტრალური დამხმარე კომპონენტების შერჩევის მიმართულებით.

თინათინ გოცაძე