რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ

რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ
დღეს არსებული სტატისტიკით მსოფლიოში ყოველ მეოთხე პირს ალერგია აღენიშნება. ალერგია ზოგჯერ ზრდასრულ ასაკში უეცრად ვლინდება ხოლმე სხვადასხვა რეაქციით. ის მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემაა.

ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ მალე მათი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის წყალობით შეიქმნება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ეს იქნება პირველი რეალური საშუალება ალერგიის წინააღმდეგ, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ სიმპტომთა ალაგებაზე. პრეპარატის საფუძველს ქმნის მცენარე იონჯა, უფრო სწორად მისგან გამოყოფილი პოლისაქარიდები.

საზოგადოდ, ალერგიული რეაქცია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემის T-უჯრედები გარკვეულ ნივთიერებაზე (ალერგენზე) რეაგირებენ და პროვოცირებას უწევენ ძლიერ
ანთებით რეაქციას. ადამიანის ორგანიზმში არსებობს T-ლიმფოციტები, რომლებიც პასუხს აგებენ გაძლიერებულ იმუნურ პასუხზე. T-ხელპერები 1 (Th1) უზრუნველყოფენ უჯრედული იმუნური პასუხის განვითარებას, ხოლო T-ხელპერები 2 (Th2) იწვევენ ჰუმორულ იმუნურ პასუხს. Th2 წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ალერგიისა და ასთმის ნეგატიურ სიმპტომებთან. როდესაც ალერგენი ხვდება ორგანიზმში "გამოუცდელი"
ლიმფოციტები (T-უჯრედები, რომლებსაც ჯერ არ უნახავთ, არ ჰქონიათ შეხება უცხო ანტიგენებთან) გარდაიქმნება Th2 უჯრედებად. შედეგად ვითარდება ალერგიული რეაქცია.

ალერგიის სიმპტომთა საწინააღმდეგო პრეპარატები, ჩვეულებრივ, H1 ჰისტამინურ რეცეპტორებზე ზემოქმედებს. ახალი პრეპარატი კი, როგორც ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქსენია როვკინა აცხადებს, მიმართულია იმუნური პასუხის Th1-უჯრედების მიმართულებით დაბალანსებაზე. ახალი მედიკამენტი გამოვა აბებისა და კაფსულების სახით, შეიქმნება აგრეთვე სპეციალური სამკურნალო ფორმა ბავშვებისათვის. 
ამჟამად მკვლევარები ახალი მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიის ოპტიმიზაციით არიან დაკავებულნი. მუშაობენ აგრეთვე პრეპარატის ტოქსიკურობის განსაზღვრისა და ნეიტრალური დამხმარე კომპონენტების შერჩევის მიმართულებით.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად