როგორია დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორია დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში

როგორია დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში
სასწრაფო სამედიცინო დახმარება (სსდ) სამედიცინო მომსახურების ის რგოლია, რომელსაც ყველაზე რთულ, ზოგჯერ კრიტიკულ სიტუაციებში უხდება თავისი მოვალეობის შესრულება და რომლის ოპერატიულ მოქმედებაზეც ხშირად ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. სასწრაფოს ექიმები ათეულობით წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ხშირად - ანაზღაურების გარეშე, შიშველი ხელებით, საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სამედიცინო მომსახურების ამ უმნიშვნელოვანეს რგოლში წლობით არსებული ხარვეზები, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახებოდა მძიმედ, სასწრაფო დახმარების ექიმებსაც ულახავდა რეპუტაციას.


ამ ხარვეზებს უამრავი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯოხი მაინც ექიმებზე ტყდებოდა.
არადა, ექიმის ბრალი სულაც არ იყო, რომ ძველი, გაუმართავი მანქანა წამდაუწუმ ფუჭდებოდა. შუა გზაზე ჩამოსულ ექიმს ხშირად კლდე-ღრესა თუ მუხლამდე თოვლში ფეხით უწევდა დანიშნულების ადგილამდე მისვლა პაციენტის დასახმარებლად. რა ხდება დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, აღმოიფხვრა თუ არა ხარვეზები? გვინდოდა, ამ და სხვა საკითხებზე თბილისის
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობას გავსაუბრებოდით. ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზით, ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მონიტორინგისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების (სსდ) ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურაა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს სსდ ბრიგადების მართვას. მას არ ექვემდებარება მხოლოდ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია.

- ბატონო ამირან, რას გვეტყვით თქვენი ცენტრის სტრუქტურაზე?
- ცენტრს აქვს 65 რაიონული სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ სტრუქტურაში შედის აჭარაც, გარდა ბათუმისა - ამ ქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვა ადგილობრივად ხორციელდება. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადების მართვისთვის 112-სა და ბათუმის სადისპეტჩეროს შორის უშუალო კონტაქტია, აჭარის ყველა დანარჩენი რაიონი კი იმართება ჩვენ ანუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ. ცენტრს აქვს საკუთარი ძალზე დახვეწილი პროგრამა, რომელიც საგანგებოდ ამ სამსახურისთვის შეიქმნა. ამ პროგრამის წყალობით ჩვენთან ელექტრონული ფორმით შემოდის 112-ში მიღებული ყველა ზარი. ფაქტობრივად, ყოველგვარი ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონით აწვდის ინიციატორი 112-ს, ჩვენთანაც რეგისტრირდება. როდესაც ადამიანი რეკავს 112-ში და 112-ის ოპერატორი იწერს გამოძახებას, შეტყობინების დასრულებისთანავე ეს გამოძახება ჩვენს პროგრამაში აისახება, ჩვენ კი ინფორმაციის ასახვისთანავე ვიწყებთ გამოძახების მართვას, გადავცემთ შესაბამის ბრიგადას და ის დაუყოვნებლივ გადის დანიშნულების ადგილზე. აქამდე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მართვა სხვაგვარად ხორციელდებოდა. ყველა რაიონში ფუნქციობდა რაიონული სასწრაფო სამედიცინო სამსახური, რომელსაც ჰქონდა ადგილობრივი სადისპეტჩერო. 112-ში შემოსული ზარით მიღებული ინფორმაცია რაიონულ სამსახურს გადაეცემოდა. 112-ის ოპერატორი ტელეფონით უკავშირდებოდა რაიონულ სადისპეტჩეროს და ტელეფონითვე აწერინებდა გამოძახებას, რაც, ცხადია, საკმაოდ ბევრი დროის დაკარგვას იწვევდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ იყო ტექნიკური ხარვეზები, ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა ადგილობრივ სადისპეტჩეროსთან დაკავშირება, ინფორმაციის დროულად მიწოდება და ბრიგადა, თავისუფალიც რომ ყოფილიყო, ოპერატიულად ვერ მიდიოდა გამოძახების ადგილას. დიდი პრობლემა გახლდათ ისიც, რომ ადგილობრივ სადისპეტჩეროს არ ჰქონდა ხედვა იმისა, სად იმყოფებოდა ბრიგადა ამა თუ იმ მომენტში, თავისუფალი იყო თუ გამოძახებაზე გასული. სანამ ბრიგადა რაიონულ ფილიალში დაბრუნდებოდა, დაკავებულად ითვლებოდა. ეს ყველაფერი დიდი დროის დაკარგვასა და დიდ დაგვიანებებს იწვევდა. ამის გამო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მართვა სრულიად არაეფექტური იყო. შესაძლოა, ერთი და იმავე სოფლიდან ზედიზედ ორი გამოძახება მიეღოთ, მაგრამ ვიდრე პირველ გამოძახებაზე გასული ბრიგადა უკან არ დაბრუნდებოდა, მომდევნოს შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდა და, ფილიალში დაბრუნებულს, ხელმეორედ უხდებოდა იმავე სოფელში ჩასვლა, როცა, ფაქტობრივად, იქვე იმყოფებოდა და გაცილებით მალე შეეძლო პაციენტთან მისვლა. სწორედ ამ პრობლემების დაგროვებამ მისცა ბიძგი თბილისში ცენტრალური სადისპეტჩეროს დაარსებას. ამჟამად ყველა რეგიონს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს თექვსმეტი ოპერატორი, ორი ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი და ერთი ცვლის უფროსი. ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. 112-იდან შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება. ოპერატორი გამოძახებას უშუალოდ ბრიგადას გადასცემს. მაგალითად, თუ გორის რაიონის რომელიმე სოფლიდან შემოვიდა შეტყობინება, ჩვენი ოპერატორი ამ გამოძახებას გადასცემს უშუალოდ გორის სასწრაფო დახმარების რომელიმე ბრიგადას, რომლის ადგილსამყოფელსაც ხედავს. შესაძლოა, ეს ბრიგადა სადმე მახლობლად იმყოფებოდეს, გათავისუფლებული იყოს წინა გამოძახებისგან და მალევე მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. ამრიგად, ამ პროგრამის წყალობით ჩვენ შეგვიძლია, უახლოესი ბრიგადა გავუშვათ კონკრეტულ მისამართზე. რაიონული პრინციპი აღარ მოქმედებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული შეტყობინება უშუალოდ გადაეცემა უახლოეს თავისუფალ ბრიგადას. ამის წყალობით დიდი შედეგი მივიღეთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება რეგიონებში გაცილებით ოპერატიული და მოქნილი გახდა, დაგვიანებათა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

- თუმცა დღესაც ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ რეგიონების სასწრაფო დახმარების ბრიგადები თბილისიდან იმართება...
- მართალია, თბილისიდან ხდება რეგიონის ყველა ბრიგადის მართვა, მაგრამ ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მუშაობას არ აფერხებს, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ბრიგადების დანიშნულების ადგილზე გასვლა რაიონულ კი არა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს ეფუძნება. ამის საშუალებას იძლევა ჯი-პი-ეს ნავიგაციის სისტემა, რომელიც ცენტრის პროგრამასთანაა ინტეგრირებული. ამ სისტემის წყალობით რუკაზე ვხედავთ ჩვენი მანქანების მოძრაობას. ოპერატორს შეუძლია, დახედოს რუკას და დაინახოს, რომელი ბრიგადაა უფრო ახლოს მითითებულ მისამართთან. პროგრამულად ვხედავთ, რამდენი და რომელი ბრიგადაა დაკავებული ან თავისუფალი. აქამდე ამის საშუალება არ იყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები სხვა პრინციპით მუშაობდნენ. მაგალითად, თუ ხარაგაულის რომელიმე სოფლიდან შემოვიდოდა გამოძახება, დანიშნულების ადგილზე აუცილებლად ხარაგაულის რაიონული სამსახურის ბრიგადა გაიგზავნებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სოფელი, მაგალითად, ზესტაფონთან უფრო ახლოს იყო, და მანქანას 50-წუთიანი გზის გავლა მოუხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონიდან სულ 10 წუთში შეიძლებოდა მისულიყო გამოძახების ადგილამდე. დღეს ასე აღარ არის, შეტყობინება გადაეცემა უახლოეს თავისუფალ ბრიგადას და სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ ის ხარაგაულის რაიონს ეკუთვნის, შესაძლოა მივიდეს ბრიგადა ზესტაფონიდან, რადგან ის უფრო ახლოსაა და უფრო მალე მივა პაციენტის დასახმარებლად.

- რამდენი ბრიგადა ემსახურება დღეს რეგიონებს?
- სულ 220. აქედან 13 ბათუმისაა. ჩვენ, ფაქტობრივად, 207-ს ვმართავთ. ბრიგადები რაიონებშია განაწილებული, თუმცა ამას, როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-08-2016
ნამი კოვზირიძე
მაღალი წნევა მქონდა და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება.გამიზომეს წნევა და არ გაქვსო.მიმტკიცებდნენ თქვენი აპარატია დაზიანებულიო,ძალიან ცუდად ვიყავი და საავადმყოფოში გადამიყვანეს.იქ დილის 11 საათამდე ცდილობდნენ ჩემთვის წნევის დაგდებას,რასგან 170-100-ზე მქონდა. ?????????? რას ნიშნავს,არ იციან წნევის გაზომვა თუ უბრალოდ უგულობაა?
თარიღი : 08-07-2016
ავთო
ვისაც აინტერესებს,შეუძლია შეამოწმოს გამოძახებათა მიზნობრივობა და დარწმუნდება,რომ მაქსიმუმ 20%-ს ესაჭიროება სასწრაფო დახმარება!ყოფილა შემთხვევა,როცა ნასვამ პიროვნებას სამჯერ გამოუძახია სასწრაფო ერთ დღეში!ასეთ დროს სხვას,მართლა რომ ესაჭიროება შველა,როგორ დაეხმარები?!
თარიღი : 14-08-2015
მანჩო
ყველა წვრილმანზე რომ არ იძახებდეს ხალხი, აქაოდა უფასოაო, უკეთესად იმუშავებდნენ, თორემ დარეკავ და რა? ყველა ბრიგადა დაკავებულია, დაელოდეთო, როგორია?
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად