დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
სისხლის გაწმენდისა და დღეგრძელობის მსურველთათვის
ეს ნაზავი შესანიშნავია სისხლის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

* ხორცსაკეპში გატარებულ 400 გრამ ნიორს დაამატეთ 24 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით. ქილას დაახურეთ თხელი ტილოს ნაჭერი და თავი მოუკარით. გააჩერეთ 24 დღე. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღეთ ძილის წინ.

თამარ შენგელია, სამტრედია


ქრონიკული ბრონქიტის დროს პირშუშხა და ლიმონი დაგეხმარებათ
აქტიური მწეველი ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობა გამიუარესდა და იძულებული გავხდი,
სიგარეტისთვის თავი დამენებებინა. დამრჩა ქრონიკული ხველა, რომელიც, მრავალრიცხოვანი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით მოვიშორე. თბილისის მახლობლად აგარაკი მაქვს. მეზობელს ეზოში პირშუშხა უთესია. სწორედ მან მირჩია ხველის საწინააღმდეგოდ ამ მცენარის გამოყენება. ვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

* 150 გრამი პირშუშხას ფესვი და 3 ცალი კანიანი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ
მანქანაში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.

მაია თაბუაშვილი, თბილისი

გაციებისას ბოლოკის წვენი და თაფლი სინჯეთ
უქმეებზე მეგობარს ვე­სტუმრე ქალაქგარეთ. როგორც ჩანს, ზედმეტად გავუთამამდი ამინდს და გავცივდი. არც აფთიაქი იყო ახლოს და არც წამლები მქონდა წაღებული, ამიტომ შველისთვის ისევ ბუნებას მივმართე:

* ავიღე თანაბარი ოდენობის ბოლოკის წვ­ენი და თაფლი, კა­რ­­გად ავურიე და ვსვი თითო სუფრის კოვზი დღ­ეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

თქვენც სცადეთ, გაციების უებარი წამალია.

როსტომ კაკულია, ბათუმი

პროსტატის ადენომას შეიძლება მცენარეებითაც მოერიოთ
რამდენიმე წლის წინ გახშირებულმა შარდვამ შემაწუხა. ღამღამობით ხშირად ვდგებოდი საპირფარეშოში გასასვლელად. მივმართე ექიმს, დამისვეს პროსტატის ადენომის დიაგნოზი. თანამშრომელმა, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მცენარეული წამლის დამზადება, რომელმაც მართლაც მომგვარა შვება:

* წვრილად დაკეპეთ ან დაფქვით და ერთმანეთში აურიეთ 4 სუფრის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ნოდარ ლილუაშვილი, ქუთაისი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად