ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ

ძაღლები ბავშვებს ალერგიული რეაქციებისგან იცავენ
ბავშვები, რომლებსაც ძაღლებთან დაბადებიდანვე აქვთ კონტაქტი, გაცილებით იშვიათად ავადდებიან ალერგიული პათოლოგიებით, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიუნხენის ჰიგიენის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლები 3 ათასზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად.
საკვლევ პირებზე დაკვირვება დაბადებისთანავე იწყებოდა და 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბავშვების მშობლები რეგულარულად ავსებდნენ ანკეტას, რომელშიც მიუთითებდნენ, რამდენად ხშირი და მძიმე იყო ალერგიული რეაქციები, ასევე - ჰყავდათ თუ არა შინ ცხოველები. გარდა ამისა, მათი სახლის მტვერში რეგულარულად იზომებოდა ალერგენების შემცვე-ლობა. 6 წლის ასაკში კი ბავშვების სისხლში განსაზღვრავდნენ E იმონოგლობულინის დონეს მტვრის, ტკიპებისა და სხვა ალერგენების
მიმართ რეაქციების მარკერებით.
შედეგად გაირკვა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავდათ, ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა საგრძნობლად ნაკლები ჰქონდათ. კვლევის ავტორთა ვარაუდით, ეს კანონზომიერება შესაძლოა განპირობებული იყოს ბავშვის იმუნური სისტემის ადრეული კონტაქტით შინაური ცხოველების თათებსა და ბეწვზე არსებულ ალერგენებთან.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 06-05-2015
martalia!
ბავშვობაში ძალიან მძიმე ფორმის ნეიროდერმიტი მქონდა. არადა ცხოველები ოჯახში ყველას გვიყვარს. სულ დიეტაზე ვიყავი და სულ წამლებს ვღებულობდი უშედეგოდ. 15 წლისას მამამ ოცნება ამისრულა და "გარისკა" ძაღლის მოყვანა... მინდა გითხრათ, რომ ისეთი დადებითი ემოციები მქონდა, ცოტა ხანში საერთოდ აღარ შევუწუხებივარ ავადმყოფობას. მხოლოდ ზოგჯერ ნერვიულობაზე მაქვს ხოლმე ან სიცივეზე მცირე ფორმით შეშუპება თვალებზე ან შეწითლება. ამიტომაც პირადი გამოცდილებიდან, მეც შემიძლია ძაღლის დადებითი გავლენა დავადასტურო.
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
მენსტრუაციისწინა სინდრომი სხვადასხვა ასაკის ქალების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სიმპტომებმა განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძლება შეიძინონ ე.წ. გარდამავალ პერიოდში.
ცხოვრება და თავის გატანა ფიზიკური შრომით მიწევს. წლები კი ყოველთვის თავის კვალს აჩნევს ფიზიკურ ამტანობას, მეც ასე დამემართა.
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად