ალერგიის პროფილაქტიკისთვის ფიჭა დაღეჭეთ
ალერგიული რეაქცია იწყება ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომები: ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ქავილი, ლორწოსმაგვარი თხიერი გამონადენი, მრავლობითი და განმეორებითი ცემინება, ცხვირში სუნთქვის გაძნელება. ასევე, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - კონიუნქტივიტი, ყელში ფხაჭნის შეგრძნება და ხველა, იშვიათ შემთხვევაში - სულისხუთვის შეტევები, დაღლილობა და გაღიზიანება. პაციენტებს ხშირად ის ბანალური გაციება ან სურდო ჰგონიათ.
პროფილაქტიკისთვის ყვავილობის პერიოდის დადგომისას რეკომენდებულია ფიჭის ღეჭვა: უნდა აიღოთ ხარისხიანი ფიჭა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ იქნება და რამდენიმე დღის განმავლობაში 10-15 წუთი ღეჭოთ. ის აქრობს ცხვირ-ხახის შეშუპებას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას. პოლინოზის გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ შავი ნახშირის აბების სმა - ყვავილობის პერიოდამდე 2 კვირით ადრე 2-3 აბი დილას, უზმოზე, მიღებიდან ნახევარი საათი არ უნდა ჭამოთ, მეორედ კი ვახშმის წინ 1 საათით ადრე. ძალიან კარგია გვირილის ნახარშის გამოვლება ცხვირსა და ყელში - ნახარში უნდა იყოს თბილი. ნახარშში დასველებული საფენები შესანიშნავად აცხრობს ქუთუთოების შეშუპებასაც. იხილეთ ვრცლად