/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

აღმოჩენილია კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალ პანდემიებს შორის

აღმოჩენილია კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალ პანდემიებს შორის
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგნეს კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ახალი პანდემიების გაჩენას შორის, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე ვრცელდება.

ამისათვის მეციერებმა პირველად ჩაატარეს პლანეტის ტემპერატურული ცვლილებების გავლენის დეტალური შეფასება ძუძუმწოვრების გლობალურ დაავადებებზე. ამასთან ექსპერტები ძირითადად ორიენტირებული იყვნენ ცხოვრების არეალის გეოგრაფიულ ცვლილებეზე ანუ საით მიგრირებენ ცხოველები თავიანთი ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან. ასეთი გადაადგულება ახალ რაიონებში მეტ საშუალებებს იძლევა მანამდე უცნობი ვირუსების გაჩენისათვის (მაგალითად, როგორ ეს იყო ებოლასა და SARS-CoV-2-ის შემთხვევაში), რაც მათზე დაკვირვებას ართულებს.

რადგანაც დედამიწის კლიმატი უფრო თბილი ხდება, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გარეული ცხოველები მომავალში იძულებულები გახდებიან გადაადგილდნენ ადამინებთან ახლოს რეგიონებში, რაც მკვეთრად გაზრდის ვირუსული აფეთქებების რისკს და შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პანდემიები. მოცემული მომენტისათვის, ექსპერტები დიდ ყურადღებას აქცევენ გარეული ცხოველების დაავადებებზე დაკვირვებას და გარემოს ცვლილებების კვლევას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება

გარშემორტყმული და მკვეთრად შემოსაზღვრული, უფერული, კანის ზედაპირს ოდნავ აცილებული შეშუპება (ბუშტუკი).

ანგიონევროზული შეშუპება არის კანქვეშა ქსოვილის დიდი ფართის შეშუპება, რომელიც ზოგჯერ სახესა და ყელზეა გამოხატული.

  • ხშირად გამოწვეულია მწერის ნაკბენით ან დანესტვრით, აგრეთვე საკვებით, როგორიცაა კვერცხი, მოლუსკი, არაქისი და კაკალი;
  • ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი. ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება მოიცავდეს სახეს, ყელსა და ჰაერგამტარ გზებს;
  • მწერის კბენაზე ან დანესტვრაზე რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
  • მსუბუქი სიმპტომები შეიძლება მოიხსნას ანტიჰისტამინური წამლებით, მაგრამ თუ ანგიონევროზული შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას იწვევს, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო.

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება ერთდროულად განვითარდეს და მძიმედ მიმდინარეობდეს. ძირითადი გამომწვევებია წამლები, მწერის დანესტვრა და კბენა, ალერგენების ინექციები (ალერგენით იმუნოთერაპია) და ზოგიერთი საკვები, სახელდობრ, კვერცხი, თევზი, მოლუსკი, კაკალი და ხილი. ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება ზოგჯერ შეიძლება უეცრად, გარკვეული საკვების ძალიან მცირე რაოდენობით მიღებისთანავე განვითარდეს. სხვა საკვების შემთხვევაში (როგორიცაა მარწყვი), ასეთი რეაქციები მხოლოდ დიდი რაოდენობით გამოყენების შემდეგ ვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება განვითარდეს ისეთი ვირუსული ინფექციების დროსაც, როგორიცაა ჰეპატიტი, ინფექციური მონონუკლეოზი და გერმანული წითელა.

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება იყოს ქრონიკული, კვირებისა და თვეების მანძილზე მორეციდივე მიმდინარეობით. უმეტეს შემთხვევაში სპეციფიკური მიზეზის დადგენა არ ხერხდება. გამომწვევი შეიძლება იყოს უნებლიეთ მიღებული ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა პენიცილინი რძეში ან კონსერვანტი, ან საღებავი საკვებში. ჭინჭრის ციება ხშირად უვითარდებათ აუტოიმუნური თიროიდული პათოლოგიის მქონე პირებს. ქრონიკული ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება გამოწვიოს ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა. ჭინჭრის ციების გარეშე განვითარებული ქრონიკული ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპების გამოვლინება იყოს.

სიმპტომებიჭინჭრის ციება ქავილით იწყება, ამის შემდეგ სწრაფად ვითარდება შეშუპება. შეშუპება, ჩვეულებრივ, მცირე ზომის (1,3 სმ) ფართობზეა გამოხატული. დიდი ზომის შეშუპებებს (დაახლოებით 10,2 სმ) მკრთალი ფერის ცენტრის მქონე წითელი რგოლის შესახედაობა აქვს. შეშუპებები, როგორც წესი, ჩნდება და ქრება. ერთი ლაქა რამდენიმე საათი რჩება, შემდეგ ქრება და მოგვიანებით სხვა ადგილზე მეორე ჩნდება. შეშუპებების გაქრობის შემდეგ კანი სრულიად ნორმალურად გამოიყურება.

angionevrozuli-1666829114.jpg

ანგიონევროზულმა შეშუპებამ შეიძლება მოიცვას ხელები, ფეხები, ქუთუთოები, ენა, ტუჩები, სასქესო ორგანოები, ნაწილობრივ ან მთლიანად. ზოგჯერ შეიძლება შეშუპდეს პირის, ყელის ან სასუნთქი გზების ამომფენი ლორწოვანი გარსი, რაც სუნთქვას აძნელებს.

მკურნალობა

თუ ჭინჭრის ციება უეცრად ჩნდება, ის ყოველგვარი მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში ან, ზოგჯერ, რამდენიმე წუთში ქრება. თუ მიზეზი ცნობილია, ადამიანი შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ალერგენს. თუ მიზეზი არ არის ცნობილი, რეკომენდებულია გამონაყარის გაქრობამდე შეწყდეს ყველა არააუცილებელი წამლის მიღება.

ანტიჰისტამინური მედიკამენტები ჭინჭრის ციებისა და მსუბუქი ანგიონევროზული შეშუპების დროს ნაწილობრივ ხსნის ქავილს და შეშუპებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები მძიმეა და ყველა სხვა სამკურნალო მეთოდი უეფექტო აღმოჩნდა, კორტიკოსტეროიდი ინიშნება დასალევად, რაც შეიძლება ხანმოკლედ. თუ მისი მიღება 3-4 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტი განვითარდეს. კორტიკოსტეროიდის შემცველი კრემი ამ დროს უეფექტოა.

ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პირთა დაახლოებით ნახევარს სიმპტომები მკურნალობის გარეშე 2 წლის მანძილზე უქრება. მოზრდილებში ზოგჯერ კარგი შედეგი აქვს ანტიდეპრესანტ დოქსეპინს, რომელსაც ანტიჰისტამინური ეფექტიც აქვს.

მძიმე ანგიონევროზული შეშუპების დროს, როდესაც გაძნელებულია ყლაპვა ან სუნთქვა, ან კოლაფსი ვითარდება, გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო. ასეთი რეაქციის მქონე პირმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს ეპინეფრინის ავტოინექტორი და ანტიჰისტამინური ტაბლეტები, რათა დაუყოვნებლივ შეძლოს მათი გამოყენება. მძიმე ალერგიული რეაქციის შემდეგ პირმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს კლინიკის მიმღებ განყოფილებას, სადაც შეამოწმებენ და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ.