ალერგიული რინიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული რინიტი

სწორედ მის თავისებურებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი ლია ლომიძე:

- საზოგადოდ, ცხვირით სუნთქვის გაძნელების პრობლემა ძალზე აქტუალურია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული რინიტის სხვადასხვა ფორმით. კლინიკური სურათის მიხედვით განასხვავებენ ქრონიკულ მარტივ, ქრონიკულ ჰიპერტროფიულ და ქრონიკულ ატროფიულ რინიტებს, ეტიოპათოგენეზის მიხედვით კი რინიტი შეიძლება იყოს ინფექციური, ალერგიული და ვაზომოტორული.

ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ალერგიულ რინიტზე, რომელიც გამოხატულია ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით. ამ დაავადების გახშირება განაპირობა ეკოლოგიურმა ფაქტორებმა, კერძოდ, გარემოს დაბინძურებამ და მწვანე საფარის შემცირებამ, ასევე არასწორმა თვითმკურნალობამ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანტიჰისტამინური საშუალებების (მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის კესტინი), ზღვის წყლის (მარიმერი), სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების (ქსიმელინი, ნაზივინი), კორტიკოსტეროიდების შემცველი ადგილობრივი პრეპარატების კომბინირებული გამოყენება ალერგიული რინიტების მკურნალობისას ხშირად საკმაოდ ეფექტურია და ზოგჯერ შესაძლოა ქირურგიული ჩარევა აღარც კი გახდეს საჭირო.

- რას უჩივიან პაციენტები, რის საფუძველზე ადგენთ, რომ საქმე გაქვთ სწორედ ალერგიული ხასიათის რინიტთან?

- ალერგიულ რინიტს სეზონურობა ახასიათებს - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს თავს, რითაც სხვა სახის რინიტებისგან განვასხვავებთ. პაციენტები უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ცხვირიდან წყლისმაგვარ ლორწოვან გამონადენს, ცემინებას, ცრემლდენას, ცხვირის ქავილს და სხვა.

- უმთავრესად რომელი ალერგენები იწვევს ალერგიულ რინიტს?

- ალერგიული რინიტის მიზეზი მრავალი რამ არის, ყველაზე ხშირად - მცენარეების მტვერი. ამ ტიპის ალერგიის დროს პროცესი მწვავდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდში. ალერგიის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ოთახის მტვერი, მედიკამენტები, ქაღალდის მტვერი, საკვები, შინაური ცხოველები და მრავალი სხვა. გამომწვევს სპეციალური გამოკვლევების საშუალებით ადგენენ.

- როგორ უნდა ვმართოთ ალერგია? რას უნდა ვერიდოთ, რა წესები უნდა დავიცვათ, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა - როდესაც ადამიანმა იცის დაავადების უშუალო მიზეზი, საშუალება ექნება, მას თავი აარიდოს, - რა თქმა უნდა, შეძლებისამებრ. თუ თავის არიდება შეუძლებელია, - მაგალითად, მცენარის მტვერზე სეზონური ალერგიის დროს, - სასურველია, ალერგიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დავიწყოთ ანტიჰისტამინური პრეპარატების, ცხვირის აეროზოლებისა და წვეთების გამოყენება.

mkurnali.ge

- როგორ მკურნალობთ ალერგიულ რინიტს? როგორი მოქმედება და ეფექტი აქვს გამოყენებულ პრეპარატებს? როდის ინიშნება ისინი და რა უპირატესობა აქვს სხვა მედიკამენტებთან შედარებით?

- მკურნალობა ყოველგვარი სახის ალერგიის დროს თითქმის ერთნაირია. თავდაპირველად, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, რეკომენდებულია ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების გამოყენება გართულებების (ოტიტი, სინუსიტი) თავიდან ასაცილებლად. ამ დროს ძალზე ეფექტურია ქსიმელინის აეროზოლი ან წვეთები. მისი უპირატესობა მისი შემადგენლობა და გამოშვების ფორმაა. ქსიმელინის ძირითადი კომპონენტია ქსილომეტაზოლინი. ის გამოდის 0,05%-იანი და 0,1%-იანი ხსნარების სახით. მისი მოქმედება რამდენიმე წუთში იწყება და 10-12 საათი გრძელდება. აღნიშნული კონცენტრაცია არ აღიზიანებს ლორწოვანს, არ იწვევს წვისა და სიმშრალის შეგრძნებას. 0,05%-იანი ქსიმელინის გამოყენება 2 წლიდან შეიძლება, ხოლო 6 წლიდან გამოიყენება 0,1%-იანი ხსნარი. 10 დღის შემდეგ ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი ცხვირის აეროზოლები ზღვის წყალთან, მარიმერთან კომბინირებულად.

მარიმერი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ჩამორეცხვას; მისი შემადგენელი მიკროელემენტები აღადგენს ცხვირის ღრუს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც განაპირობებს ლორწოვანის რეზისტენტობას პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. აეროზოლი გამოიყენება 1 წლიდან.

მარიმერის ფლაკონის ფორმა ხსნარის დიდი წნევით შესხურებას და მის სიღრმეში შეღწევას განაპირობებს. 1 წლამდე ასაკის ბავშვებს მარიმერის ცხვირის წვეთებით ცხვირის ყოველდღიური ტუალეტი უნდა ჩავუტაროთ. ის გამოიყენება დღეში 4-6-ჯერ და მისი გამოყენების ხანგრძლივობა შეუზღუდავია, განსხვავებით სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატებისგან, ესე იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ ალერგიული რინიტის გამწვავების მთელ პერიოდში.

ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებაც. მაგალითად, ისეთისა, როგორიც არის კესტინი. მისი აქტიური ნივთიერება ებასტინი H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორია, რომელსაც გახანგრძლივებული მოქმედება ახასიათებს.

კესტინის მოქმედება 1 საათის შემდეგ იწყება და 48 საათი გრძელდება. მისი უპირატესობა ის არის, რომ სწრაფად და ეფექტურად აქრობს ალერგიის სიმპტომებს, არ იწვევს ძილიანობას და შეჩვევას, ნებადართულია გამოყენება ალკოჰოლთან ერთად. გამოდის 10 და 20 მგ-იანი ტაბლეტებით, რომლებიც 6 წლიდან ინიშნება. სადღეღამისო დოზას მხოლოდ ერთი ტაბლეტი შეიცავს, რაც დოზის ვარირების შესაძლებლობას გვაძლევს. ხუთდღიანი გამოყენების შემდეგ მისი ანტიჰისტამინური აქტივობა აქტიური მეტაბოლიტების ხარჯზე 72 საათის განმავლობაში გასტანს, რაც საშუალებას გვაძლევს, ხანგრძლივი გამოყენებისას ყოველი 5 დღის შემდეგ ორი დღით შევისვენოთ.

დასასრულ, გავიმეორებ: სასურველია, ალერგიული რინიტის დროს დროულად დადგინდეს დაავადების გამომწვევი ალერგენი, რათა პროფილაქტიკა და მკურნალობა დროულად და სწორად წარიმართოს.