როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები
როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები

ალერგიულ დაავადებებზე, მათ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და მართვაზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი მურმან კიკვიძე.

ბრონქული ასთმა
- როგორია დღეს ბრონქული ასთმის გავრცელების სტატისტიკა? ხომ არ გახშირდა ბოლო ხანს ეს დაავადება?

- საზოგადოდ, ალერგიული დაავადებები სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს შორის, ხოლო ზრდასრულ მოსახლეობაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მიჩნეულია, რომ დედამიწის მოსახლეობის 30-40%-ს ალერგიული დაავადება აქვს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ეს დაავადებები მთელ მსოფლიოში ორჯერ გახშირდა და ათიდან ცხრა შემთხვევაში პერიოდულ მედიკამენტურ მკურნალობას

მოითხოვს. ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და პრობლემური ალერგიული დაავადებაა. ამჟამად ასთმით დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 300 მილიონს აღწევს. პროგნოზი არცთუ სანუგეშოა: თუ ურბანიზაცია ასეთივე ტემპით გაგრძელდა, 2025 წლისთვის ასთმით დაავადებულთა რიცხვი კიდევ 100-150 მილიონით გაიზრდება. ვარაუდობენ, რომ ასთმით ავადობის ხელშემწყობი იქნება ქალაქის მოსახლეობის
მატებაც.


- უმთავრესად რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს ბრონქული ასთმა? რით არის განპირობებული ასაკობრივი და გენდერული თავისებურებანი?
- მოწიფულ ასაკამდე ბრონქული ასთმა ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში, მოწიფულ ასაკში კი ქალებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მკურნალობის სრულყოფის მიუხედავად, ბრონქული ასთმა მთელ მსოფლიოში ხშირდება. ეს შესაძლოა აიხსნას როგორც ასთმის დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით, ასევე გარემოს დაბინძურებით, მოსახლეობის დიეტის თავისებურებებით, საყოფაცხოვრებო ალერგენების მოქმედების გაძლიერებით და სხვა. ასთმით დაავადებულთა გარდაცვალების მიზეზთა შესწავლა ცხადყოფს, რომ მიზეზი ბაზისური ანთების საწინააღმდეგო  მედიკამენტების ნაკლებობა და ასთმის გამწვავების დროს სამედიცინო დახმარების დაგვიანებაა. ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა. ავადდება ის, ვისაც აღენიშნება ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა ანუ ზემგრძნობელობა. ეს ზემგრძნობელობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ალერგიის ასეთ სახეს, რომლის დროსაც წამყვან როლს მემკვიდრეობა ასრულებს, ატოპიური დაავადება ეწოდება. ბავშვებში ალერგიის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება აღენიშნება, თუმცა არ არის სავალდებულო, ალერგიული მშობლების შვილი ალერგიული იყოს. ზოგჯერ ალერგია რამდენიმე თაობას გამოტოვებს და შემდეგ იჩენს თავს. ბრონქული ასთმა ალერგიული დაავადებაა და მის განვითარებაში წამყვან როლს ალერგიული რეაქცია ასრულებს. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია განმეორებითი ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა (უფრო მეტად - ღამით და ადრიან დილით), რომელსაც თან სდევს მსტვენი ხიხინი. ასთმური მოვლენები განსაზღვრული სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორების თანხლებისას გამოვლინდება. სპეციფიკური ფაქტორებია ოთახის მტვერი,  ტკიპები, ყვავილების მტვერი, ცხოველების ბეწვი, ობისა და საფუარის სოკოები, საკვები, მწერის შხამი და ნებისმიერი სხვა ალერგენი. ფართოდ გავრცელებულ არასპეციფიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება ისეთი აგენტები, რომლებიც ჩასუნთქვისას ჰაერთან ერთად ხვდება ჩვენს ორგანიზმში: თამბაქოს კვამლი, ოზონი, აზოტის ჟანგეულები, ფორმალდეჰიდი და სხვა. ასთმის შეტევის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს ძლიერმა ემოციამ; აღწერილია ასთმის გამწვავება ქალებში მენსტრუაციის დროს და წინარემენსტრუალურ პერიოდში. ასთმის დიაგნოზს ექიმი სვამს ავადმყოფის ჩივილებისა და ანამნეზის მიხედვით. ჩივილების შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მნიშვნელოვანია ასთმის სიმპტომებისა და  ალერგენებთან კონტაქტის ურთიერთდაკავშირება. ასთმური შეტევა ხშირად საყოფაცხოვრებო მტვერთან განმეორებითი კონტაქტის დროს ან მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ვითარდება. არცთუ იშვიათია სუნთქვის გაძნელება შინაური ცხოველების ახლოს ყოფნისას. თუ ჩივილები ტიპობრივი არ არის, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მომენტებს, როგორიც არის ხველის ან მსტვენი ხიხინის განვითარება ფიზიკური დატვირთვისას. შესაძლოა, ასთმის ერთადერთი გამოვლინება იყოს ხველა, რომელიც ღამით უფრო შემაწუხებელია. ეს ვარიანტი უპირატესად ბავშვებსა და მოზრდილებშია გამოხატული. დიაგნოსტიკის მომდევნო საფეხური ფილტვების ფუნქციის გამოკვლევა და ბრონქული ობსტრუქციის შექცევადობის განსაზღვრაა. ამ გამოკვლევას სპირომეტრია ეწოდება. დაავადების გამომწვევი ალერგენის დადგენა კი რემისიის ფაზაში (წყნარ პერიოდში) კანის სინჯების მეშვეობით ხდება. არსებობს ბრონქული ასთმის კლასიფიკაციის სხვადასხვა ვარიანტი - ეტიოლოგიის (გამომწვევი მიზეზის), სიმძიმის მიხედვით და სხვა, თუმცა დღეს მათ მხოლოდ სამეცნიერო მიზნით იყენებენ. ასთმის ახალი კლასიფიკაცია დაავადების კონტროლის დონეს ემყარება. შესაბამისად, განასხვავებენ კონტროლირებულ, ნაწილობრივ კონტროლირებულ და არაკონტროლირებულ ასთმას. ეს კლასიფიკაცია აღნიშნავს, რომ ასთმის სიმძიმე მხოლოდ სიმპტომებით კი არა, არამედ მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობითაც განისაზღვრება. ასთმის სიმძიმე არ არის მუდმივი მახასიათებელი, ის შესაძლოა წლების მანძილზე შეიცვალოს.


- როგორ უნდა ვმართოთ ბრონქული ასთმა?
- ასთმა მართლაც მართვადი დაავადებაა. მისი სიმძიმე, სიმპტომების სიხშირე, მკურნალობის ეფექტურობა კონტროლირებადია, კონტროლი კი ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა. ბრონქული ასთმის მკურნალობის მიზანი სწორედ ასთმის კონტროლის მიღწევაა. მკურნალობის პროგრამის განხორციელებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის განათლებას. ვინაიდან მოზრდილთა ასთმის ათიდან 5 და ბავშვთა ასთმის ათიდან 8 შემთხვევაში წამყვანი ალერგიული მექანიზმია, მკურნალობის პირველ მიმართულებად ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა მიიჩნევა. მათთვის,  ვისაც ტკიპის ალერგენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რეკომენდებულია:

  • ლოგინის თეთრეულის რეცხვა 55-60°ჩ-ზე შეძლებისამებრ ხშირად - 1-2 კვირაში ერთხელ მაინც;
  • ბალიშებისა და საბნების დამცავ შალითებში მოთავსება;
  • საცხოვრებელი ბინის მუდმივად განიავება და 50%-ზე ნაკლები ტენიანობის შენარჩუნება.

დამატებით ღონისძიებებს მიეკუთვნება:

  • მაღალეფექტური მშრალი საჰაერო ფილტრებიანი მძლავრი მტვერსასრუტის გამოყენება;
  • სახლის დალაგება სველი წესით;
  • საწოლ ოთახში ხალიჩებისა და ნაჭრის ფარდების ჩამოხსნა;
  • რბილი ავეჯის შეცვლა ტყავის საფარიანი ავეჯით;
  • რბილი (ფუმფულა) სათამაშოების გარეცხვა 55-60°ჩ-ზე, დროდადრო მათი მოთავსება საყინულეში, ვინაიდან ტკიპის ალერგენი დაბალ ტემპერატურაზე ნადგურდება (საზოგადოდ, რბილი სათამაშოები საწოლ ოთახში არ უნდა ინახებოდეს, საძინებელში ასევე არ უნდა შედიოდნენ შინაური ცხოველები);
  • ლეიბების, ხალიჩებისა და თეთრეულის პერიოდულად (3 საათით მაინც) მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოთავსება;
  • იატაკის დაფარვა ადვილად გასაწმენდი ლინოლეუმით ან ხის მასალით (არავითარ შემთხვევაში - რბილი საფარით).

მას, ვისაც შინაური ცხოველების ბეწვზე აქვს ალერგია, ეძლევა შემდეგი რეკომენდაცია:

  • მოუძებნეთ ცხოველებს სხვა საცხოვრებელი და ნუ მიიყვანთ შინ სხვა ცხოველს;
  • ნუ შეუშვებთ ცხოველებს საწოლ ოთახში, იყოლიეთ, შეძლებისდაგვარად, შენობის გარეთ;
  • მტვერსასრუტით რეგულარულად გაწმინდეთ რბილი ავეჯი, ხალიჩები და სხვა;
  • თუ კონტაქტი გაქვთ ძაღლთან, კატასთან ან ცხენთან, შინიდან გასვლისას (სკოლაში ან სამსახურში წასვლისას) აუცილებლად გამოიცვალეთ ტანისამოსი.

ობის სოკოების მიმართ ალერგიის დროს:

  • თუ ბინაში ტენიანობა 50%-ზე მეტია, უნდა მოხდეს ჰაერის ვენტილაცია (გამოშრობა) ტენიანობის შესამცირებლად;
  • ყურადღება უნდა მიექცეს კონდიციონერების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გამართულ მუშაობას;
  • სააბაზანო, ასევე - სხვა ადგილები, სადაც ობი გროვდება, უნდა დაამუშაოთ ამიაკის 5%-იანი ხსნარით;
  • იატაკის ხალიჩა უნდა შეიცვალოს მაგარი საფარით, შპალერის ნაცვლად კი გამოყენებულ იქნეს საღებავი;
  • ზაფხულის დამლევს და შემოდგომაზე ნუ მიიღებთ მონაწილეობას ეზოს, ბაღის სამუშაოებში, რადგან ფოთლებზე ობის სოკოს სპორები გროვდება.




თარიღი : 09-06-2015
rusa
მე მაქვს ალერგიული ასთმა ამის შესახემ ვის შეიძლება რო რჩევები ვკითხოო?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ჩვენს დროში უამრავ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და გაცხიმოვნება. გაზაფხულისა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად
ალერგია ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა. ექიმების პროგნოზი საკმაოდ დამაფიქრებელია - ალერგიულ ადამიანთა რაოდენობა შემაშფოთებლად იზრდება.
ფრაზა „იცნობდე მტერს!“ - ყველაზე მეტად მიესადაგება ალერგიული ბუნების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ალერგენის ცოდნა,
10 დეკემბერი 2018
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის
22 აპრილი 2015
მასტიტი (ძუძუს ქსოვილების ანთება) ლაქტაციის პერიოდში შესაძლოა დვრილის ნახეთქებიდან
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
ეს სტატია 31 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალში Science Translational Medicine და