საკვების დანამატები, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ- რას უნდა ვერიდოთ, თუ ალერგიულები ვართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვების დანამატები, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს იწვევენ- რას უნდა ვერიდოთ, თუ ალერგიულები ვართ

- ცნობილია, რომ ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვების დანამატები - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე მომზადებული პროდუქტი ალბათ არც არსებობს. რომელია მათგან ყველაზე ძლიერი ალერგენი?

- საღებავებიდან შეიძლება გამოვყოთ ტარტრაზინიE102, რომელიც საკვებს აძლევს მოყვითალო-ფორთოხლისფერს. მას უმთავრესად შეიცავს ხილის წვენი, ლიმონათი, იოგურტი, ჯემი, საღეჭი რეზინი, კარამელი, დრაჟე, ბურბუშელა, სოუსი, ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი.

ნატრიუმისა და კალიუმის შენაერთებს (E221-227), კონსერვანტებს (E210-219) და ანტიმჟანგავებს შეიცავს ხორცის პროდუქტები (ძეხვი, სოსისი და სხვა), ხმელი ხილი, ლიმონისა და ფორთოხლის კანის ცუკატი, ჟელატინი.

ნატრიუმის გლუტამატს - კონსერვანტ E621-ს, არომატიზატორს, შეიცავს სანელებლები, ჩინური სამზარეულოს კერძები.

ბანანს, ვაშლს, მსხალს, ფორთოხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთობპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგია ასეთმა პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს.

ალერგენებია ასევე შაქრის შემცვლელები - სახარინი, ციკლამატი, ასპარტამი.

ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება ან გაამწვავოს ის ეგრეთ წოდებული ფსევდოალერგიული რეაქციით. ავიღოთ, მაგალითად, ჰისტამინი. ის ორგანიზმში ალერგიული რეაქციის დროს წარმოიქმნება და ზრდის სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ხელს უწყობს შეშუპებას, იწვევს ქავილს.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო ოდენობით შეიცავს. ესენია ყველი, კონსერვები, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ლორი, ძროხის სოსისი, ღორის ღვიძლი, სარდინი, მჟავე კომბოსტო, სკუმბრია, ქაშაყი.

ტირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას, არტერიული წნევის მომატებას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი.

სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში.

სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, სოიის სოუსი.

ასკორბინის მჟავას (C ვიტამინის) მაღალი შემცველობა ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავასი - ტომატში, ისპანახში ასევე უდებს სათავეს კვებით ალერგიას.