სასუნთქი გზების სიცივისმიერი ალერგია ვლინდება ხველებით, სუნთქვის გაძნელებით, მოგუდვით მიმდინარე ხშირი სპაზმებითა და შეტევებით - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასუნთქი გზების სიცივისმიერი ალერგია ვლინდება ხველებით, სუნთქვის გაძნელებით, მოგუდვით მიმდინარე ხშირი სპაზმებითა და შეტევებით - პრაქტიკული რჩევები

  • ჭინჭრის ციება. კანზე - ხელებსა და სახეზე - ჩნდება ბუშტუკები, რასაც თან სდევს წვისა და ქავილის შეგრძნება.
  • სიცივისმიერი დერმატიტი - კანი წითლდება და იქერცლება, ზოგჯერ ამას თან ახლავს ქავილის შეგრძნებაც.
  • სიცივისმიერი სურდო - ვლინდება ჩვეულებრივი სურდოს ნიშნებით: ცემინებით, ცხვირის გაჭედვით, მაგრამ, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ალერგიული რინიტი არ ქრება ცხვირის წვეთების გამოყენების შემდეგ.
  • სიცივისმიერი კონიუნქტივიტი - ცივ ჰაერთან ან წყალთან კონტაქტის შემდეგ იწყება ცრემლდენა და თვალების შეშუპება, რასაც ზოგჯერ თან სდევს ქავილი ან თვალში უცხო სხეულის შეგრძნება. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, სიცივისმიერი კონიუნქტივიტის სიმპტომები მხოლოდ სიცივესთან კონტაქტის შემდგომ იჩენს თავს.
  • სიცივისმიერი შაკიკი - სიცივე თავს გატკივებთ. საკმარისია გათბეთ, რომ თავის ტკივილი თავისთავად გაივლის.
  • სიცივისმიერი ქეილიტი, ან მეტეოროლოგიური ქეილიტი - ეს არის ტუჩების ანთება, კანის აქერცვლა, რასაც თან ახლავს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი.
  • სიცივის ალერგიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა სასუნთქი გზების სიცივისმიერი ალერგია, რომელიც გაცილებით რთულ პათოლოგიად მიიჩნევა, ვლინდება ხველებით, სუნთქვის გაძნელებით, მოგუდვით მიმდინარე ხშირი სპაზმებითა და შეტევებით. სიცივისმიერი ალერგიისადმი განწყობა შესაძლოა მემკვიდრეობითაც გადაეცეს ადამიანს.

როგორ დავიცვათ თავი

სიცივისმიერი ალერგიის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, ალერგიის გამომწვევი ფაქტორის მოცილებას გულისხმობს. მაშასადამე, საკმარისია, სიცივისგან თავი დავიცვათ:

  • ვიყოთ თბილად, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის ჩავიცვათ ხელთათმანები, მოვიხვიოთ შარფი, დავიხუროთ ქუდი. ქუდის დახურვა აუცილებელია - სიცივემ შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს და თავი აგტკივდეთ.
  • შინიდან გასვლის წინ 1-2 წუთი შეჩერდით სადარბაზოს კართან - ეს ორგანიზმს ცივ ჰაერთან ადაპტირების საშუალებას მისცემს.
  • ქუჩაში ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით, თუ ძლიერ ცივა, ცხვირზე აიფარეთ შარფი, რათა ოდნავ შემთბარი ჰაერით ისუნთქოთ.
  • განსაკუთრებული დაცვა სჭირდება სახის კანსა და ხელებს. აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი კრემები - აფთიაქებში მათი ფართო არჩევანია. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კრემებს სიცივისა და ყინვისგან დამცავი თვისებები ჰქონდეს.

ზამთარში რეკომენდებულია ჰიპოალერგიული კვება, რაც რამდენიმე პროდუქტის აკრძალვას ან შეზღუდვას გულისხმობს. ესენია:

  • შაშხი
  • კონსერვები;
  • ყავა;
  • შოკოლადი;
  • კაკაო;
  • ციტრუსები;
  • თხილი;
  • კაკალი;
  • სოკო.
  • ერიდეთ ცივ საკვებსა და სასმელებს.
  • ყოველგვარი სასმელი და საკვები მიიღეთ ოდნავ შემთბარი.

ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი. განსაკუთრებით კარგია ბამბის ქსოვილი.სულ ოდნავაც რომ დაგისველდეთ, ტანსაცმელი დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ.

ხშირად ნუ გამოიყენებთ ცხვირის წვეთებს. მათი ჩაწვეთება ზედიზედ მხოლოდ 3-4 დღე შეიძლება. მუდმივი გამოყენება იწვევს ცხვირის სისხლძარღვების მდგრად გაფართოებას და მუდმივად გაჭედილი ცხვირის სიმპტომს.

თუ სიცივეზე ცრემლები წამოგივიდათ ან სურდო დაგეწყოთ, პერიოდულად შეგიძლიათ ცხვირისა და ლოყების თვითმასაჟი ჩაიტაროთ.

სიცივისმიერი ალერგია ხშირად ქრონიკული დაავადებისა და სტრესის ფონზე ვითარდება. წლის ცივ პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება იოლად რომ გადაიტანოთ, გირჩევთ:

  • შეძლებისდაგვარად არიდოთ თავი სტრესულ სიტუაციებს.
  • უქმე დღეებში დაისვენოთ.
  • ერიდოთ განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტივობას. უპირატესობა მიანიჭოთ ზოგადმომამაგრებელ პროცედურებს.
  • მიიღოთ ადაპტოგენები - კვერციტინები. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ციტრუსების ქერქი;
  • ძილის წინ მიიღოთ - თაფლგარეული თბილი რძე;
  • მარწყვისმურაბიანი ჩაი;
  • გულყვითელას, პიტნის ან გვირილის ნახარში.
  • სამკურნალო მცენარეთა ბალზამები ჩაისთან ან რძესთან ერთად;
  • საღამოს, ნავახშმევს, შეიძლება დალიოთ ცოტაოდენი (100 მლ) გლინტვეინი ან პორტვეინი.