რა თავისებურება ახასიათებს ასპირინით გამოწვეული ასთმის მიმდინარეობას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა თავისებურება ახასიათებს ასპირინით გამოწვეული ასთმის მიმდინარეობას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას

სახელდობრ, ასპირინის მიღების შედეგად ვითარდება ფერმენტების დეფექტები, რაც, თავის მხრივ, ასთმის მიზეზად იქცევა.

ასპირინით გამოწვეული ასთმა შესაძლოა სხვა წამლის, მაგალითად, ინდომეტაცინის, იბუპროფენის, მიღებამაც განაპირობოს. ამ დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს წამლის სწორად ამოცნობას. ასთმიანი ბავშვების 2-6%-ს ასთმის ეს სახეობა აღენიშნება.

ასპირინით გამოწვეულ ასთმას ხშირად თან ახლავს რეაქცია საკვებში, გაზიან სასმელებში, წამლის გარსში შემავალ საღებავებზე.

საღებავებს შეიცავს მკვეთრი შეფერილობის მრავალი ხილი და ბოსტნეული: ქლიავი, მარწყვი, პომიდორი, ჭარხალი და სხვა. ამ შემთხვევაში დაავადების გამომწვევთან კონტაქტის თავიდან აცილება ძნელია.

ასპირინით გამოწვეული ასთმის დროს ხშირია ცხვირის პოლიპები, რასაც თან ახლავს სურდო და ცხვირის დანამატი წიაღების ანთება.

ასთმის შეტევა ვითარდება წამლის მიღებისთანავე ან 2-3 საათის შემდეგ. სუნთქვა ძნელდება, ცხვირი იჭედება, ვითარდება გულისრევა, ღებინება, კანზე წარმოიშობა ცვლილებები. ალერგენის ამომცნობი კანის ტესტები უარყოფითია.

ამ ტიპის ასთმის დიაგნოსტირებისთვის ტარდება პროვოკაციული ტესტები ასპირინსა და საღებავებზე. ასევე გასათვალისწინებელია ახლო ნათესავებში ასპირინის აუტანლობაც.

სამკურნალოდ, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ორგანიზმიდან იმ წამლებისა და საკვები ნივთიერებების გამოდევნა, რომლის აუტანლობაც აქვს ბავშვს. ბოლო ხანს ტარდება დესენსიბილიზაცია (მგრძნობელობის დაქვეითება) ასპირინის მცირე დოზებით.