ალერგიის სამკურნალო პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიის სამკურნალო პრეპარატები

ინფორმირებულნი არიან ამ პრეპარატების გვერდით მოვლენებზეც. ზოგი პაციენტი მკაცრად იცავს დანიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ, ექიმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ზოგი კი – არა, მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წყვეტს მკურნალობას.

როგორ მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რატომ არის საჭირო მათი მიღების წესის დაცვა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკების – „ავერსი“ და „ინოვა“ ექიმი ალერგოლოგი, ქეთევან ალავიძე:

– ქალბატონო ქეთევან, რა ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება ძირითადად ალერგიის სამკურნალოდ და რატომ?

– ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის მომატებული, ერთგვარად გაუკუღმართებული მგრძნობელობა ალერგენების მიმართ. სწორედ ალერგენები ანუ გამღიზიანებელი ნივთიერებები იწვევენ ორგანიზმის ამ უჩვეულო რეაქციას. აქედან გამომდინარე, ალერგიის წარმატებით მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალერგენის ზუსტ იდენტიფიკაციას.

უმთავრესია ალერგენის სრული ელიმინაცია (შეძლებისდაგვარად) პაციენტის უშუალო გარემოდან, ანუ პაციენტმა მაქსიმალურად უნდა აირიდოს ალერგენთან კონტაქტი.

ზოგჯერ ეს ნაწილობრივ არის შესაძლებელი და ალერგიის კუპირებისათვის აუცილებელია პრეპარატებით მკურნალობა. მედიკამენტური მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს, ალერგიული რეაქციის შედეგად დაზიანებულ ქსოვილებში გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესის შემცირებას, ეს კი სხვადასხვა მედიკამენტით მიიღწევა.

ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის შემცირება სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის გზით, ანუ ვაქცინაციით ხდება.

მედიკამენტებიდან უპირველესად უნდა განვიხილოთ ე.წ. ანტიჰისტამინური საშუალებები.

ალერგიული რეაქციის დროს ალერგენების სპეციფიკური IგE შეაღწევს სისხლიდან ქსოვილებში, სადაც შეიბოჭება პოხიერი უჯრედების ზედაპირზე. აღნიშნული უჯრედები მრავლადაა ცხვირის, თვალის, ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსში, ისინი აქტივდებიან მაშინ, როდესაც ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IგE ანტისხეულებთან (რომლებსაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ) და ზემოთ აღნიშნული მექანიზმით იწყება ალერგიული რეაქცია. პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ანთებითი მედიატორები, ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები. სწორედ ეს ნივთიერებები იწვევენ ალერგიული რეაქციისათვის დამახასიათებელ ანთებით ცვლილებებს და სხვადასხვა გამღიზიანებელზე ზემგრძნობელობის განვითარებას. ბლოკირებული რეცეპტორების სახეობის მიხედვით, ალერგიის მკურნალობისას გამოიყენება H1 და H2 რეცეპტორების ბლოკატორები, ე.წ. ანტიჰისტამინები. H1 ბლოკატორები კანის, თვალის, ცხვირისა და სხვა ალერგიულ დაავადებათა საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ არის მოწოდებული, ხოლო H2 ბლოკატორები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოთავსებულ H2 რეცეპტორებზე მოქმედებს.

H1 ბლოკატორები (იგივე ბლოკერები) ამცირებენ კაპილარების შეღწევადობას და გლუვი კუნთების სპაზმს, ხელს უშლიან ჰისტამინური შეშუპების განვითარებას, ჰიპერემიას და ქავილს, საზოგადოდ, ამარტივებენ ალერგიული რეაქციის მიმდინარეობას.

I თაობის H1 ბლოკატორები მოქმედებენ სწრაფად და შესაბამისად, მათი თერაპიული ეფექტიც ხანმოკლეა. მათი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თერაპიული ეფექტის შესუსტებას, მიუხედავად იმისა, რომ პირველი თაობის H1 ბლოკატორებს ახასიათებთ გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, პირის სიმშრალე, მხედველობის გაუარესება და ა.შ.). ისინი H1 ჰისტამინური რეცეპტორების შექცევადი კონკურენტული ანტაგონისტებია.

II თაობის პრეპარატებს აქვთ გახანგრძლივებული მოქმედება და ინიშნება ერთხელ დღე-ღამეში. მათი ნაწილი ცნობილი ანტიჰისტამინური პრეპარატების მეტაბოლიტებია (ცეტირიზინი – ჰიდროქსიზინის აქტიური მეტაბოლიტია, ფექსოფენადინი კი – ტერფენადინის).

II და III თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები ხასიათდებიან H1 რეცეპტორებზე მოქმედების მაღალი შერჩევითობით. ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენები ნაკლებად ვლინდება, რადგან უმნიშენელო გავლენას ახდენენ სხვა მედიატორულ სისტემებზე, ვერ აღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერში (არ მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე) და ხანგრძლივად გამოყენებისას არ კარგავენ აქტივობას, ანუ არ სუსტდება მათი თერაპიული ეფექტი.

დეგრანულაციის საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება ასთმის, რინო-კუნიუნქტივიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის. დინატრიუმის ქრომოგლიკატის პრეპარატები თვალის და ცხვირის წვეთების, ასევე საინჰალაციო საშუალებების სახითაა. ეს პრეპარატები მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის გამწვავების პროფილაქტიკას ახდენს, ამდენად, მათი გამოყენება მოსალოდნელი შეტევების დაწყებამდეა რეკომენდებული, ზოგჯერ ხანგრძლივადაც.

– რას გვეტყვით ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტებზე?

– ეს პრეპარატები ცვლიან ლეიკოტრიენების წარმოებას ან მოქმედებას, შესაბამისად, მათ ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები ეწოდებათ. ლეიკოტრიენები ანთებითი ქიმიკატებია, რომლებსაც იმუნური სისტემა ათავისუფლებს ალერგენებისა და ზოგიერთი სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერების საპასუხოდ. ლეიკოტრიენები იწვევს სასუნთქი სისტემის გლუვი კუნთების შეკუმშვას და ჭარბი ლორწოს გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ვლინდება შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით. ლეიკოტრიენების ინჰიბიტორები გამოიყენება ასთმისა და ალერგიის გამო წარმოქმნილი ანთების ასარიდებლად.

ასთმის მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება ბრონქოდილატატორები, ბეტა-2 აგონისტების, ანტიქოლინერგული საშუალებებისა და ქსანტინის წარმოებულების სახით. ეს მედიკამენტები სხვადასხვა რეცეპტორზე მოქმედებით სასუნთქ გზებში ადუნებენ კუნთებს, აფართოებენ ბრონქების სანათურს და ხსნიან სასუნთქ გზებს.

ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები ხშირად თავს არიდებენ საინჰალაციო საშუალებების რეგულარულად გამოყენებას იმის შიშით, რომ ეს შეჩვევას გამოიწვევს. აუცილებელია პაციენტმა გაიაზროს, რომ ქრონიკულ დაავადებას სჭირდება მუდმივად კონტროლი, ამ შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა შეჩვევას კი არ იწვევს, არამედ აუცილებელია იმისათვის, რომ მოაწესრიგოს და აღადგინოს სასუნთქი სისტემის ფუნქცია, ალაგმოს ცალკეულ ორგანოთა პათოლოგიები, მაგალითად, ბრონქოობსტრუქციის დროს აუცილებელია ბრონქოდილატატორების გამოყენება, რათა მოხდეს ბრონქების სპაზმის კუპირება, სასუნთქი გზების მუშაობის მეტ-ნაკლებად შეგუება და შემდგომი გართულებების არიდება.

იმუნოთერაპია რესპირატორული პრობლემების მკურნალობის ახალი მეთოდია. ის გულისხმობს ზოგ შემთხვევაში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებას, ანთების საწინააღმდეგო ქიმიკატებთან დასაკავშირებლად. ზოგიერთი მონოკლონური ანტისხეულით მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს მწვავე ასთმის სპეციფიკურ ტიპებს, როდესაც ტრადიციული მკურნალობა ვერ ხერხდება ან არასაკმარისად ეფექტურია.

– რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ჯგუფის პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას? ზოგჯერ, ალერგიის სიმპტომების შემსუბუქებისთანავე, პაციენტები წყვეტენ პრეპარატების მიღებას, რატომ არის ეს დაუშვებელი? რა შედეგს იწვევს ამა თუ იმ პრეპარატის მიღების ვადაზე ადრე შეწყვეტა?

– ამა თუ იმ ჯგუფის პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ალერგიულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა სიმპტომით გამოხატულ ალერგიულ რეაქციას საფუძვლად უდევს საერთო პათოლოგიური პროცესი. ალერგიული რეაქციის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს ადამიანის იმუნური სისტემა, რომლის მოქმედების მექანიზმი ძალიან რთულია. მკურნალობა ინიშნება ამ მექანიზმების შესაბამისად. ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა რომელიმე კონკრეტული სიმპტომის შემსუბუქება ან კუპირება, არამედ პრევენციული ზომები და მკურნალობის გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ალერგია, ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული და მეტ-ნაკლები გამწვავებით მიმდინარე პროცესია, მკურნალობისას კი აუცილებელია ამის გათვალისწინება.

პრეპარატების მიღება ზოგჯერ ხანგრძლივად არის საჭირო, რაც შემდგომ აგვარიდებს გართულებების განვითარებას. ამა თუ იმ პრეპარატის მიღების ვადაზე ადრე შეწყვეტა ზოგჯერ უკუშედეგს იწვევს, ვინაიდან გაუკუღმართებული იმუნური პასუხის პირობებში პროგნოზის გაკეთება რთულია. არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეძლევა პრეპარატის სიმპტომურად ანუ საჭიროებისამებრ გამოყენების რეკომენდაცია. ამგვარად, უმჯობესია მივყვეთ ექიმის რეკომენდაციებს და მკურნალობა სრულფასოვნად ჩავიტაროთ.

– რას გვეტყვით ჰორმონულ პრეპარატებზე, როდის და რა შემთხვევაშია მათი მიღება რეკომენდებული, რატომ არ შეიძლება მათი თვითნებურად გამოყენება?

– ალერგიის დროს, დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური მოქმედების. ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები ფართოდ გამოიყენება როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდ და ზრდასრულ პაციენტებთან. სხვადასხვა ალერგიული დაავადების დროს ისინი არ იწვევს სისტემურ ეფექტს, რადგან პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ აღემატება 1-2%-ს.

კორტიკოსტეროიდები, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, გამოიყენება ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ალერგიის დროს, რადგან ალერგია ანთების ერთ-ერთი სახეა. გლუკოკორტიკოიდებს იყენებენ სხვადასხვა საჭიროების მიხედვით – ინიექციის, ტაბლეტების, ინჰალატორების, მალამოების, ადგილობრივი ნაზალური სპრეისა და პერორალური ინჰალატორების ფორმით.

ძლიერი ალერგიული რეაქციის კუპირებისათვის ზოგჯერ გამოიყენება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, რომელთა დოზირებას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში, მკაცრად უნდა დავიცვათ ექიმის რეკომენდაცია და მოწოდებული ინდივიდუალური სქემის მიხედვით მივიღოთ ზემოთ აღნიშნული პრეპარატები.

– რომელი პრეპარატები იწვევს ალერგიას? საზოგადოდ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენება-მიღებისას?

– ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პრეპარატმა, მათ შორის, ალერგიის სამკურნალო პრეპარატებმაც კი, თუმცა, ცნობილია მედიკამენტების ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქცის, ესენია ანტიბიოტიკები (პენიცილინი), ვიტამინები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასპირინი), ქიმიოთერაპიული პრეპარატები და სხვა. საზოგადოდ, ალერგიულმა პირებმა ნებისმიერი პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ.

თუკი რომელიმე პრეპარატზე გქონიათ ალერგიული რეაქცია, უნდა გქონდეთ ჩანიშნული და აცნობოთ ექიმს, ვინაიდან ამ პრეპარატის განმეორებით მიღებას შეიძლება პირველ შემთხვევაზე უფრო ძლიერი და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში რეაქცია მოჰყვეს.

ზოგჯერ წამალი ალერგიისმაგვარ სიმპტომებს იწვევს, მაგრამ ეს არ არის იმუნური სისტემის აქტივობის შედეგი. ამას ფსევდოალერგიულ ჰიპერმგრძნობელობას უწოდებენ. მას უმეტესად იწვევს რადიოკონტრასტული, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები და სხვა.

ექიმი ნებისმიერი ინიექციისა თუ აბის დანიშვნის დროს ითვალისწინებს პაციენტის ალერგიულ ანამნეზს, გენეტიკურ წინასწარგანწყობას და საჭიროებისამებრ პაციენტს აძლევს შესაბამის რეკომენდაციას წინასწარი ალერგიული კვლევების ჩატარებაზე, ეს იქნება კანის სინჯების, ინ ვიტრო ანუ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თუ სკარიფიკაციული ტესტები.

საყურადღებოა, რომ წამალს ახასიათებს არა მარტო ალერგიული რეაქცია, არამედ სხვადასხვა გვერდითი მოვლენა ან ტოქსიკური მოქმედება. ზოგჯერ მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე პროცესების ერთმანეთისგან გამიჯვნაა საჭირო, მოითხოვს სპეციალისტის დიდ ყურადღებას, საკითხის სკრუპულოზურად შესწავლას.

ხშირად პაციენტები თვითნებურად მოგვმართავენ სხვადასხვა პრეპარატზე სინჯების გასაკეთებლად, სვამენ კითხვას, რამდენ ხანს არის ძალაში, ანუ ვალიდური, ჩვენ მიერ გაცემული დასკვნა პრეპარატის ალერგიულობასთან დაკავშირებით.

უნდა ვიცოდეთ, რომ ამა თუ იმ პრეპარატზე ალერგოდიაგნოსტიკას, იქნება ეს ინ ვიტრო, ინ ვივო თუ პროვოკაციული სინჯი, რეკომენდაციას უწევს ექიმი, რომელმაც გადაწყვიტა პრეპარატის დანიშვნა პაციენტისთვის. სწორედ ექიმი ითვალისწინებს ალერგიულ ანამნეზს, ბოლო პერიოდში გადატანილ დაავადებებს და ჩატარებულ მკურნალობას, ალერგიულ წინასწარგანწყობას, ზოგად მდგომარეობას და ა. შ.

მიდგომა ინდივიდუალურია და თუ, მაგალითად, ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე ან ანტიბიოტიკებზე სინჯის გაკეთების შემდეგ პაციენტს მალევე მოუწია ტეტანუსის ან ცოფის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება, განუვითარდა კვებითი ინტოქსიკაცია, ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსი, ასევე აღენიშნა ალერგიის ეპიზოდი, ვირუსული ან ინფექციური დაავადება, უკვე ჩატარებული კანის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი პრეპარატის განმეორებით მიღება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ამ პერიოდში გადატანილმა პათოლოგიურმა მდგომარეობებმა შეიძლება შეცვალონ იმუნური პასუხი ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ. ამგვარად, გასათვალისწინებელია, რომ ალერგოდიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს უშუალოდ პრეპარატის დანიშვნამდე პერიოდში და არა დიდი ხნით ადრე.

მაგალითად, ანტიბიოტიკებზე სინჯების ჩატარება იმ გათვლით, რომ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში და წინასწარ იცოდეს, აქვს თუ არა ალერგია ამ მედიკამენტზე – არასწორია. რადგან, სხვადასხვა ფაქტორის გავლენით (ასაკი, გადატანილი დაავადებები, ჩატარებული პროცედურები), მედიკამენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა იცვლება.