წყლულოვანი პათოლოგია, სწორი ნაწლავის ნახეთქები და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლულოვანი პათოლოგია, სწორი ნაწლავის ნახეთქები და ორსულობა

რომ მწირი მონაცემების ერთ-ერთი მიზეზი ორსულობისას წყლულოვანი დაავადების გაძნელებული დიაგნოსტიკაა. სხვა საკითხია, როგორ აისახება ორსულობა უკვე არსებული წყლულოვანი პათოლოგიის მიმდინარეობაზე, საზოგადოდ, რა პრობლემებს უქმნის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ორსულს? ამ საინტერესო საკითხებსა და აგრეთვე სწორი ნაწლავის ნახეთქებზე, რომლებიც დიდი სიძნელეების წინაშე აყენებს ორსულებს, გვესაუბრება დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის მეან-გინეკოლოგი, ექიმი კოლპოსკოპისტი, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გურანდა ფხაკაძე:

– ქალბატონო გურანდა, როგორ აისახება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის კლინიკაზე ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული და მეტაბოლური ძვრები?

– წყლული – კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, რომელიც წარმოიშობა კუჭის ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით.

კუჭის წყლულის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი. ეს არის სპირალისებრი გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს კუჭში. მისი პათოლოგიური შტამების გამრავლება იწვევს წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბებას. ამ პათოლოგიის გაჩენას ხელს უწყობს სტრესული გარემო, მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები, როგორებიცაა თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მიღება. ასევე მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორები, ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზით მიღება (ასპირინი, იბუპროფენი).

წყლულოვანი დაავადების კლინიკური სურათი პოლიმორფულია და დამოკიდებულია დეფექტის ლოკალიზაციაზე, ზომასა და სიღრმეზე. მაგრამ, ძირითადად, მისთვის დამახასიათებელია „მშიერი“ ტკივილები, ღამის ტკივილები ვითარდება საკვების მიღებიდან 3-4 სთ-ში და ქრება საჭმლის მორიგი მიღების შემდეგ. ხშირად ტკივილს თან სდევს გულძმარვა, ღებინების შეგრძნება, ბოყინი, ყაბზობა ან დიარეა.

ორსულობა, საზოგადოდ, დადებითად მოქმედებს წყლულოვან დაავადებაზე და ხშირად დგება დაავადების რემისია. ეს უკავშირდება ჰორმონულ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს ორსული ქალის ორგანიზმში. კერძოდ, პროგესტერონის ზემოქმედებით, კუჭში ჭარბად გამოიყოფა კუჭის დამცველი ლორწო, ჩქარდება ეპითელიუმის რეგენერაცია, ხოლო ესტროგენების ზეგავლენით უმჯობესდება გასტროდუოდენური მიდამოს სისხლმომარაგება, რაც დროებით ამცირებს მარილმჟავას სეკრეციას. იცვლება გასტროინტენსტინალური ჰორმონების, პროსტაგლანდინების და ენდორფინების წარმოქმნაც. ამიტომაც, ორსულთა უმრავლესობაში გვხვდება კუჭის წყლულის სპონტანური რემისია და მთელი გესტაციის პერიოდში ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მხოლოდ ორსულთა 10%-თან გვხვდება კუჭის წყლულის გამწვავება, რომელიც ხშირია პირველ ტრიმესტრში, გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდში, 2-3 კვირით ადრე მშობიარობამდე და ნაადრევი ლოგინობის პერიოდში.

– რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა, რომლებსაც წყლულოვანი პათოლოგია აღენიშნებათ, კვების, ცხოვრების წესის, მედიკამენტური თერაპიისა და სხვა კუთხით? რა რეკომენდაციებს აძლევთ ხოლმე ორსულთა ამ კატეგორიას?

– იმ ორსულებს, რომლებსაც აქვთ კუჭის წყლულის გამწვავება, უფრო გამოხატული აქვთ ნაადრევი ტოქსიკოზი, რკინადეფიციტური ანემია. შეიძლება განვითარდეს ფეტოპლაცენტური უკმარისობა, ჰიპოქსია, ნაყოფის ზრდის შეფერხება. 3%-ში რთულდება სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც საშიშროებას უქმნის ორსულ ქალებს და 10%-ით ზრდის ნაყოფის სიკვდილიანობას.

კუჭის წყლულის პერფორაცია, შემდგომში პერიტონიტის განვითარებით, ორსულობის პერიოდში გვხვდება უკიდურესად იშვიათად.

ორსულთა კუჭის წყლულის პროფილაქტიკას საფუძვლად უდევს სწორი, ბალანსირებული კვება. ორსულებს ვაძლევთ რეკომენდაციას: ამოიღონ ყოველდღიური რაციონიდან საკვები, რომელიც კუჭს ვნებს, იკვებონ წილადობრივად, ნაცვლად 2-3-ისა, წაიხემსონ დღეში 4-6-ჯერ, ერთი ულუფა ორად გაყონ და ორ ჯერზე მიიღონ, მიირთვან მეტი ხილი, ბოსტნეული, რომელიც სავსეა უჯრედისით, ერიდონ მაკარონს, პურსა და ფუნთუშეულს, ასევე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას (ბარდა, ლობიო, კომბოსტო), რაციონიდან ამოიღონ მჟავე, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი და ცხარე საკვები, ხორცი და ბოსტნეული უმჯობესია იყოს მომზადებული ორთქლზე, ღუმელში, ბოლო კვება უნდა მიიღონ 2-3 საათით ადრე დაძინებამდე.

– წყლულოვანი პათოლოგიის კლასიკური თერაპია უკუჩვენებაა თუ არა ორსულობისას?

– წყლულოვანი პათოლოგიების კლასიკური თერაპია უკუნაჩვენებია ორსულობისას, რადგან მან შეიძლება ტოქსიკურად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია ორსულობისას – ანტაციდებია – კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალებები (მაალოქსი, ფოსფოლუგელი), ასევე, მეორე ტრიმესტრიდან შეიძლება სპაზმოლიზური საშუალებების გამოყენებაც, რომლებიც ხსნიან კუჭის სპაზმს და ტკივილს.

– სწორი ნაწლავის ნახეთქი ბევრი ქალის პრობლემაა როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ძირითადად რა განაპირობებს სწორი ნაწლავის ნახეთქის განვითარებას?

– სწორი ნაწლავის ნახეთქი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროქტოლოგიური პრობლემაა, რომლითაც ავადობენ უმეტესად ქალები და ხშირად ეს ორსულობის პერიოდში ემართებათ. ეს არის ანალური ხვრელის მიდამოში ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ჭრილობა. მისი გამომწვევი მიზეზი ორსულობისას არის ის ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს ორსული ქალის ორგანიზმში. კერძოდ, ორსულობისას პლაცენტა გამოყოფს პროგესტერონს, რომელიც არა მხოლოდ ადუნებს საშვილოსნოს გლუვკუნთოვან სტრუქტურებს, რაც აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისთვის, არამედ ადუნებს ნაწლავის კედელში არსებულ გლუვ კუნთებსაც. ეს იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის შენელებას, რის შედეგადაც ნაწლავში ხანგრძლივად ყოვნდება განავლოვანი მასები, რაც, ერთი მხრივ, იწვევს შებერილობას და ყაბზობას, მეორე მხრივ კი, მცირე მენჯის ღრუში – ვენურ სტაზს. ნაწლავის სანათურში მატულობს წნევა გაჭინთვისას, რაც იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას მყარი ფეკალური მასებით. გარდა ამისა, პათოლოგიის ხელშემწყობი ფაქტორებია უმოძრაობა და კვებითი რეჟიმის დარღვევა.

ჩივილი, რის გამოც ხშირად ორსული მოგვმართავს, უკანა ტანში ტკივილის შეგრძნებაა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება დეფეკაციის დროს, ასევე სისხლიანი, მოვარდისფრო გამონადენი უკანა ტანიდან დეფეკაციისას. ბუასილისგან განსხვავებით, სწორი ნაწლავის ნახეთქი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილით ხასიათდება, იმდენად ძლიერით, რომ პაციენტები შეგნებულად ცდილობენ დეფეკაციის აქტის შეკავებას, რაც, თავის მხრივ, შეკრულობის პროვოცირებას ახდენს, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ პრობლემას.

ანალურ ნახეთქს ყოველთვის უჭირს შეხორცება, რადგან ეს ადგილი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ადგილია სწორი ნაწლავის მიდამოებიდან. იქ მდებარეობს ნერვული დაბოლოებები. ეს კი რეფლექსურად იწვევს სფინქტერის ძლიერ სპაზმს. სპაზმი ხელს უშლის არტერიული სისხლის მოდინებას დაზიანებულ უბანში, რის შედეგადაც ვითარდება იშემია, ნელდება ქსოვილების აღდგენითი და შეხორცებითი პროცესები.

– რა წესები უნდა დაიცვას ორსულმა ამ პრობლემის (ან თუ აქვს ორსულობამდე, მისი გამწვავების) ასარიდებლად?

– სწორი ნაწლავის ნახეთქის პროფილაქტიკისთვის ორსულობის პერიოდში პაციენტს ენიშნება სწორი, დაბალანსებული კვება, ხილ-ბოსტნეული, წვნიანები; რეკომენდებულია სისტემური სეირნობა, სიარული.

– როგორ მკურნალობთ ორსულებთან ამ პრობლემას?

– მკურნალობის კუთხით ვურჩევთ მალამოების, გელისა და სანთლების გამოყენებას სწორ ნაწლავში, რაც აღადგენს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს და შეუმსუბუქებს ორსულს ამ პრობლემით გამოწვეულ დისკომფორტს.