როგორ მოვუაროთ სახის კანს 45 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს 45 წლის შემდეგ

ნელდება ნივთიერებათა ცვლა, თხელდება უჯრედისი, სახის ოვალი კარგავს კონტურებს, კანი დუნდება.

45 წლის შემდეგ კანის მოვლა უნდა იყოს სათუთი და დელიკატური. ამ ასაკში მცირდება კოლაგენის სინთეზი, რის შედეგადაც ყალიბდება ღრმა ნაოჭები. გაახალგაზრდავება ამ ასაკში შეუძლებელია ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკის გარეშე.

კანის მოვლა მოიცავს გაწმენდას, დატენიანებას, კვებასა და მასაჟს. შესაბამისი ნიღბების, კრემების, პროცედურების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ქალის გაახალგაზრდავების შანსს.

ნიღბები

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები 45 წლის შემდეგ შესანიშნავად უმკლავდება კანის სხვადასხვა პრობლემას.

ნიღბები უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას და ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს. ეფექტური ლიფტინგ-ეფექტი გააჩნია ბრინჯის ნიღაბს. ამისთვის მხოლოდ ყავისფერ ბრინჯს იყენებენ. ბრინჯი უნდა დაიფქვას, დაემატოს თაფლი და იოგურტი. ცომისებური მასა დაიტანეთ სახის ყველა ნაწილზე, 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ლიფტინგის ეფექტი აქვს კვერცხის გულის ნიღაბსაც.

45 წლის შემდეგ არა მარტო ნაოჭები ჩნდება, კანი ხდება თხელი და მშრალი. ამდენად, საჭიროა მშრალი კანის ნიღბები. მაგალითად, ბანანის ნიღაბი შესანიშნავად იცავს კანს და კვებავს მას სასარგებლო კომპონენტებით. ბლენდერში ათქვიფეთ 1 ბანანი 30მლ ნაღებთან ერთად. წაისვით სახეზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

როგორ გავახალგაზრდავდეთ?

საკუთარი სტილი, გემოვნება, ტანსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი ეს ყველაფერი გარეგნობაზე მოქმედებს და წლებთან გამკლავებაში გვეხმარება.

სახის კრემი 45+ უნდა შეიცავდეს ძლიერ აქტიურ ნივთიერებებს - ეს არის პროტეინები, პეპტიდები, რეტინოიდები.

სახის ხარისხიანი კრემი უნდა უმკლავდებოდეს შემდეგ ამოცანებსაც:

  • კანის ღრმა კვება და დატენიანება;
  • კანის სიმკვრივისა და ტონუსის მომატება;
  • ნაოჭების გასწორება და ახალი ნაოჭების გაჩენის პრევენცია;
  • აგრესიული ფაქტორებისაგან დაცვა;
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესება;
  • პიგმენტაციასთან ბრძოლა.

ზეთები კი კანს კვებავენ ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, იცავენ და კურნავენ მას. მათი დამატება შეიძლება კრემებში, ნიღბებში, აბაზანებსა და კომპრესებში. 45 წლის შემდეგ საუკეთესოა: ნუშის, ზეითუნის, ჟოჟობას, ატმის, გარგარის, ქაცვის, არგანის, ქოქოსის, სელის ზეთი.

ზეითუნის ზეთი შეუცვლელია მოდუნებული კანისთვის.

ნუშის ზეთი ძალიან სჭირდება მშრალ კანს - ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს.

ატმის ზეთი სასარგებლოა მგრძნობიარე და მოდუნებული კანისთვის.

გარგარის ზეთის გამოყენება შესაძლებელია სახის კრემის მაგივრად ყველა ტიპის კანისთვის.

ჟოჟობას ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა დაბერების ნიშნების მქონე კანისთვის, ის კვებავს და ატენიანებს ხანგრძლივი დროით.

არგანის ზეთი გამოიყენება მშრალი კანისთვის.

ქოქოსის ზეთი შესანიშნავად უმკლავდება ნაოჭებს და იცავს კანს.

ქაცვის ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს. მდიდარია ვიტამინებით და ცხიმოვანი მჟავებით. იდეალურია მოდუნებული კანისთვის.

სელის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმოვან უჯერ მჟავებს, რაც ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის 45 წლის შემდეგ.

ამ ასაკში მხოლოდ ნიღბები და კრემები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. საჭიროა კოსმეტოლოგიური პროცედურებიც. ყველაზე ხშირად პილინგს მიმართავენ. პროცედურისას ფრთხილად შორდება მკვდარი უჯრედები, აქტიურდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, სწორდება ნაოჭები, შორდება პიგმენტური ლაქები და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.

მეზოთერაპია - კანქვეშ სამკურნალო საშუალებებისა და ვიტამინების შეყვანა. პროცედურა აძლიერებს სისხლის მომოქცევას, წესრიგდება ქსოვილებში ცვლითი პროცესები, იზრდება სიმკვრივე და ტენიანდება კანი.

ბიორევიტალიზაცია - პოპულარული გამაახალგაზრდავებელი პროცედურა 45 წლის შემდეგ. სპეციალისტი აკეთებს ჰიალურონის მჟავას და სხვა აქტიური კომპონენტების ინიექციას. პრეპარატები მოქმედებს რბილად და კვებავს კანს. ამგვარად ხდება კანის თვითგაახალგაზრდავების პროცესი. იზრდება ელასტიკურობა, მიკროცირკულაცია, ცვლითი პროცესები, სწორდება ნაოჭები, აღდგება კანის ჰიდრორეზერვები.

ლაზერული ლიფტინგი - სალონური პროცედურა, რომლითაც მეორე ნიკაპი კორექტირდება, მოდუნებული კანი ახალგაზრდავდება, სწორდება ღრმა ნაოჭები.

კანის მოვლის კოსმეტიკას მიეკუთვნება - სკრაბები, შრატები, კრემები, ლოსიონები, გელები და ნიღბები. ამ საშუალებებმა სრულფასოვნად უნდა კვებოს და დაატენიანოს კანი, უზრუნველყოს მისი ელასტიკურობა და სიმკვრივე, გაუმკლავდეს პიგმენტურ ლაქებს და შეინარჩუნოს სახის მკვეთრი ოვალი, დაიცვას კანი გარემოს მავნე ფაქტორებისაგან.

45 წლის შემდეგ სახის სკრაბი ღრმად წმენდს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს. კანი სუფთა, გლუვი და ხავერდოვანი ხდება.

მსუბუქი და ეფექტური სახის შრატი იცავს კანს ანთების, პიგმენტური ლაქებისა და ნაოჭებისაგან, ანიჭებს მას ბზინვარებას.

შრატები არის გამაახალგაზრდავებელი, დამატენიანებელი, ლიფტინგის ეფექტით. შრატის ძირითადი ამოცანაა კანის დამცავი ფუნქციის გაძლიერება. 45 წლის შემდეგ აქტუალურია დამატენიანებელი შრატები. ზამთრის პერიოდში ეს საშუალება მკვებავ კრემთან ერთად გამოიყენება. შრატი უნდა გამოიყენოთ 3-4 თვეში ერთხელ, სრული კურსით.

თითოეულ მეთოდს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, თუმცა, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მათი კომპლექსური გამოყენებით. ბალანსისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობაც. ეს კი დაბერების პროცესის შეფერხების მთავარი პირობაა.