ზოგიერთმა კოსმეტიკურმა საცხმა შეიძლება მზის ალერგია გამოიწვიოს - რა უნდა გავითვალისწინოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგიერთმა კოსმეტიკურმა საცხმა შეიძლება მზის ალერგია გამოიწვიოს - რა უნდა გავითვალისწინოთ

-რა არის მზის ალერგია?

- მზის ალერგია არის ალერგიული რეაქცია მზის სხივების მიმართ. როცა მზის სხივები უშუალოდ კანზე ზემოქმედებს, მის უჯრედებში სპეციალური ნივთიერებები გამომუშავდება, რომლებიც ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც უცხო და მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება იმუნური სისტემა და ვითარდება ალერგიული რეაქცია. მზის ალერგია ქავილითა და კანზე გამონაყრით ვლინდება.

- რა კლასიკური ნიშნები მიუთითებს მზის ალერგიაზე?

მზის ალერგია სენსიტიურ, ანუ მგრძნობიარე პირებში ვითარდება. გამოვლინების დრო არის ინდივიდუალური, რამდენიმე წუთიდან - რამდენიმე საათამდე, ზოგჯერ შესაძლებელია, ორი-სამი დღის შემდეგ განვითარდეს.

მაგალითად, აქტიურ პრურიგოს, რომელიც სიწითლით ვლინდება, წვრილკვანძოვანი გამონაყრი და მკვეთრად გამოხატული ქავილი ახასიათებს. მსგავსი მზის ალერგია ბავშვობიდანვე იწყება. ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა არის პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. მას მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება აქვს - წვრილკვანძოვანი და ხშირად, წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. ამასთანავე, დამახასიათებელია შემაწუხებელი ქავილი, რომელიც რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღეში ვლინდება.

აღსანიშნავია ფოტოალერგიული, ანუ ფოტოტოქსიკური ალერგია. ის კოსმეტოლოგიური ან სამკურნალო საცხის წასმის შედეგად ვითარდება, როდესაც მზის სხივები საცხთან რეაქციაში შედის.

რაც შეეხება გამონაყარის მოცულობას, ეს ინდივიდუალურია. შეიძლება იყოს კანის მცირე უბანზე, ან უფრო ფართო არეზე გავრცელებული. მზის ალერგია კანის იმ არეებში ვლინდება, რომლებიც მზის სხივებთან უშუალო კონტაქტშია. ესენია: გულ-მკერდი, კიდურები. ზოგჯერ, ტანსაცმლით დაფარულ არეებშიც შეეძლება იყოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ მზის ალერგიასთან დაკავშირებით.

• ტრიგერები, ხელშემწყობი ფაქტორები, რომელთა მიღების შედეგად მზის სხვივების მიმართ ალერგია ძლიერდება, შეიძლება მედიკამენტებიც იყოს. არსებობს რიგი წამლები, რომლებიც ზრდის მზის ალერგიის რისკს.

• პილინგი ზაფხულის პერიოდში არ გაიკეთოთ, ან მაქსიმალურად დაიცავით თავი მზის სხივებისაგან;

• აკნეს საწინააღმდეგო საცხებმაც შეიძლება მზის ალერგია გამოიწვიოს, ამიტომ ღამით სჯობს წაისვათ;

• მზის ალერგიას ქავილი ახასიათებს, ამიტომ ის მეორადი ბაქტერიული ფლორის მიზეზი შეიძლება გახდეს;

• მკვეთრი ალერგიული რეაქციის დროს მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზეს, უმნიშვნელო რეაქციების შემთხვევაში შეგიძლიათ მზესთან კონტაქტი დროის მცირე შუალედებით დაიწყოთ. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხი SPF 30-ზე მეტი;

• მზის ალერგიის მკურნალობის პროცესში ანტიჰისტამინური თერაპია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი.