ალერგიის განვითარების რისკს ახალი მეთოდით შეაფასებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიის განვითარების რისკს ახალი მეთოდით შეაფასებენ

კერძოდ, საფენის შიგთავსის ანალიზით შესაძლებელია გავიგოთ განუვითარდება თუ არა ბავშვს სიცოცხლის პირველ წელს ალერგია.

აშშ-ს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალშობილებს, რომლებსაც ალერგიული სენსიბილიზაცია განუვითარდა სიცოცხლის პირველ წელს, დაბადებისას მნიშვნელოვნად მცირე მეკონიუმი ჰქონდათ, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი შემადგენლობით.

მეკონიუმი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყოფა სიცოცხლის პირველ დღეს, შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში ხვდება და გამოიყოფა განვითარების პერიოდში - კანის უჯრედებიდან და სანაყოფე წყლებიდან დაწყებული, სხვადასხვა მეტაბოლიტებით დამთავრებული. ის შეიცავს ყველა შესაძლო მოლეკულას, რასაც ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში ხვდება.

100 ახალშობილის მეკონიუმის ანალიზმა აჩვენა, რომ რაც ნაკლებ სხვადასხვა ტიპის მოლეკულას შეიცავს ბავშვის მეკონიუმი, მით მაღალია ბავშვში ალერგიის განვითარების რისკი 1 წლის ასაკში. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გარკვეული მოლეკულების რაოდენობის შემცირება დაკავშირებული იყო მიკროფლორის შემადგენელი მნიშვნელოვანი ბაქტერიული ჯგუფების ცვლილებასთან. ამ ჯგუფის ბაქტერიები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნაწლავის ბაქტერიების ფართო ეკოსისტემის განვითარებასა და მომწიფებაში.

ალგორითმების გამოყენებით, მეცნიერებმა გააერთიანეს მეკონიუმზე, ბაქტერიებზე და კლინიკურ მონაცემებზე არსებული ინფორმაცია რათა მაღალი სიზუსტით (76%) განესაზღვრათ განუვითარდებოდა თუ არა ბავშვს ალერგია სიცოცხლის პირველ წელს.